ტურისტული ბიზნესი საქართველოში – იდეალური სივრცე რუსი ტუროპერატორებისთვის

ტურისტული ბიზნესი საქართველოში – იდეალური სივრცე რუსი ტუროპერატორებისთვის

access_time2021-06-19 11:00:48

რუსმა მოტოციკლისტებმა საქართველოში კომპანია „მოტოხურმა“ დააფუძნეს და ენდურო ტურებს ატარებენ მთასა და გაუვალ ადგილებში. პირველი სეზონი კომპანიამ 2019 წლის მაისში გახსნეს, მეორე სეზონისთვისაც ემზადებოდნენ, მაგრამ ამ დროს მსოფლიოს პანდემია დაატყდა თავს. საბოლოოდ, 2021 წლის აპრილში მათ მაინც შეძლეს საქართველოში დაბრუნება და მაისის ბოლოს პირველ ტურისტულ ჯგუფებს ტექნიკა და აღჭურვილობა მწყობრში დაახვედრეს.


პროექტის დამფუძნებელი ივან კოზლაჩკოვი განმარტავს, თუ რატომ არის უფრო ადვილი ბიზნესის დაწყება საქართველოში, ვიდრე რუსეთში, რა არის საქმიანობის გასაშვებად საჭირო და როგორ უნდა მოიქცე, თუ ორი ქვეყნის პოლიტიკოსებს შორის კონფლიქტია.


რატომ საქართველო?


მოტოტურები შესანიშნავი შესაძლებლობაა ქვეყნის დასათვალიერებლად. განსაკუთრებით საინტერესოა ენდურო ტურები, ვინაიდან ეს მიმართულება სოფლებსა და დაუსახლებელ ადგილებში მოგზაურობას გულისხმობს. აქ შიგნიდან ხედავ ამ ქვეყანას, ადგილობრივი ჩვეულებრივი ხალხის ყოფას, შესანიშნავ ბუნებას და არ დადიხარ მხოლოდ პოპულარულ ტურისტულ ობიექტებზე.


ამ სიზნებისთვის საქართველო საუკეთესო ადგილია. ქვეყანა კომპაქტურია და ბუნების მხრივ, ამავდროულად, ძალიან მრავალფეროვანია: ტერიტორია რამდენიმე კლიმატურ ზონას მოიცავს და თითოეული რეგიონი თავისებურად უნიკალურია. დღეს შეგიძლია ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე გაათენო ღამე, სიცივის გამო საძილე ტომარაში კარგად შეფუთულმა, ხვალ ზღვაში იცურაო, ხოლო ზეგ ბათუმის ევროპულ ქუჩებში ისეირნო.


საქართველო უპირველესად ბუნებით მოგხიბლავთ, თავისი მთებით. ყველაზე დიდი შთაბეჭდილებები კი მოასფალტებული გზებიდან მოშორებით უნდა ეძებოთ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს, მომსახურების სფერო ჯერ კარგად განვითარებული არ არის. ახლა ის დროა, რომ ამ ქვეყანაში ტურისტული ბიზნესის ნებისმიერი ნიშის დაკავებაა შესაძლებელი.


საქართველოს ნახევარ მსოფლიოსთან უვიზო რეჟიმი აქვს. ამდენად, საიდანაც არ უნდა მოდიოდე, ქვეყანა აბსოლუტურად ხელმისაწვდომია როგორც ტრანსპორტის, ისე ცხოვრების ღირებულების თვალსაზრისით.


გარდა ამისა, საქართველოს მიმართულებით ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც ახორციელებენ. ამდენად, ევროპელისთვის შაბათ–კვირის საქართველოში გატარება საკმაოდ იაფია. 2015 წელს საქართველომ 94 ქვეყანასთან გააუქმა სავიზო რეჟიმი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს უფლება აქვთ, უვიზოდ შევიდნენ საქართველოში და იქ 1 წლის განმავლობაში დარჩნენ.


ბუნებრივია, პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ საქართველო საერთაშორისო ტურიზმისთვის 2021 წლის 1–ელი თებერვლიდან გახსნილია. ქვეყანაში შემსვლელი ტურისტებისადმი მოთხოვნები საკმაოდ მარტივია: კოვიდ ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ვაქცინაციის სრულად ჩატარების ცნობა (ნებისმიერი ვაქცინით). ასევე, უცხოელებმა საქართველოში ჩასვლამდე 48 საათით ადრე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.


მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ–საქართველოს შორის პოლიტიკური დაძაბულობაა, რუსი ტურისტების დიდი ნაკადები მიედინება საქართველოს მიმართულებით. საქართველოში ჩასული ტურისტების რაოდენობით რუსები აზერბაიჯანელების შემდეგ მეორე ადგილს იკავებენ. საქართველოში ბევრი ტურისტი ჩადის ასევე ევროკავშირიდან, აშშ–დან, არაბული სამყაროდან.


2019 წელს საქართველომ 9,3 მლნ უცხოელი ტურისტი მიიღო – 7,1%–ით მეტი, ვიდრე 2018–ში. მათ შორის 1,463 მლნ რუსეთის მოქალაქე იყო.


კიდევ რა უპირატესობები აქვს საქართველოში ბიზნესის დაწყებას?



– არ არის საჭირო ვიზის აღება და ქვეყნიდან ხშირად გასვლა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში დაყოვნება მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ, შემდეგ უნდა გადაკვეთონ საზღვარი და შეუძლიათ მაშინვე დაბრუნდნენ – ქვეყანაში 365–დღიანი დაყოვნების ათვლა თავიდან დაიწყება.

– საქართველო ძალიან ახლოსაა რუსეთთან. ჩვენი ბიზნესი რუს ტურისტებზეა გათვლილი და ამ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

– 40 წელზე მეტი ასაკის ადგილობრივები რუსულად საუბრობენ.


ბიზნესის რეგისტრაცია


მე ინდმეწარმედ დავრეგისტრირდი – ეს უმარტივესად ხდება. ამისათვის მისამართის მითითებაა საჭირო, თუმცა არ არის აუცილებელი უძრავი ქონების შეძენა – ნებისმიერ ნაცნობ ქართველს შეგიძლია სთხოვო შესაბამისი დოკუმენტის შევსება.


ჩვენ კერძო სახლის ერთი სართული ვიქირავეთ, სადაც ვცხოვრობთ და თან ვიზიტორებსაც ვიღებთ. მასპინძელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა, დოკუმენტი მის მისამართზე გაგვეფორმებინა. რომც არ იცხოვრო ამ მისამართზე, არაფერი მოხდება, ვინაიდან ეს საბუთი არც შენ და არც მფლობელს არაფერს ავალდებულებს. უბრალოდ, ეს მისამართი საჭიროა რაიმე კორესპონდენციის გამოსაგზავნად.


ამ საბუთით და უცხოური პასპორტით მიდიხარ იუსუტიციის სახლში, რომლის ოფისებიც დაახლოებით 20 ქალაქში მდებარეობს. რეგისტრაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა, თუმცა გაცილებით ნაკლებ დროსა და ხარჯებს მოითხოვს, ვიდრე ამის გასაკეთებლად რუსეთშია საჭირო.


გადასახადები


მცირე ბიზნესწე დაწესებული გადასახადი საქართველოში გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე რუსეთში. ინდმეწარმისთვის სტანდარტული გადასახადია 1%. საგადასახადო დეკლარაცია თვეში ერთხელ უნდა ატვირთო.


ტურების მომზადება


„მოტოხურმის“ დაარსებამდე 7 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ვმოგზაურობდი საქართველოში. მოვლილი მქონდა რეგიონები და უკვე წარმოდგენაც ჩამომიყალიბდა, სად რომელი მარშრუტია საინტერესო. 2018 წელს მეგობრებთან ერთად მოტოციკლეტებით საქართველოში ორი კვირის განმავლობაში ვიმოგზაურეთ. უმეტესი დრო მაღალ მთაში გავატარეთ.


მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ბევრგან მიმოგზაურია მოტოციკლით, ეს ჩემთვის ახალი და არაჩვეულებრივი იყო. ამ მოგზაურობამ ორიოდე მარშრუტის შედგენის ენთუზიაზმი გამიღვივა. მეგობრებთან ერთად დავამუშავეთ ეს მიმართულებები და მალევე წავიყვანეთ პირველი კლიენტები. მარშრუტებს ყოველთვის ვცვლიდით – ჯგუფების მომზადების დონესა და კლიმატურ პირობებს ვარგებდით.


წინსვლა


მარშრუტებისა და კონცეფციის საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ ერთ ნაცნობს საიტის შექმნა დავუკვეთეთ. კონტენტზე მე ვაგებდი პასუხს. 2019 წლის თებერვლიდან ამოვქოქეთ საიტი, სოცმედიაც. პირველი ტური მაისის დასაწყისში დაგვიკვეთეს, როდესაც რუსეთში საყოველთაო არდადეგებია.


განვითარების მრავალ ხერხს მივმართეთ. ყველაზე მეტად სოცქსელებში რეკლამის განთავსებამ გაამართლა. სოცქსელები სხვა წყაროებთან შედარებით მეტ ნდობას იწვევენ. ასევე კარგად იმუშავა YouTube-ბლოგერთან რეკლამამ.


საძიებო სისტემებში რეკლამირებას არ გაამართლა, ვინაიდან ამ მიმართულებისთვის საჭიროა, რომ უკვე მოთხოვნადი იყო. ხალხმა არ იცის, რომ საქართველოში მოტო ტურები არსებობს და ამიტომაც ასეთ სერვისსს არც გუგლავენ. ძალიან კარგად იმუშავეს თავად კლიენტებმა – მათმა მეგობრებმა პირველივე სეზონზე დაგვიკვეთეს ტურები.


პანდემია და პროპაგანდა


ეპიდემიის გამო, მეორე სეზონს 2020–ის ნაცვლად 2021 წელს ვხსნით. ამას დაემატა პოლიტიკური დაძაბულობა საქართველო–რუსეთს შორის. ჩვენს სოცქსელებში ბევრი ათას სისულელეს წერდა: „იქ ხომ ომია“, „ყირიმში უფრო მაღალი მთებია“, „თქვენთან არავინ ჩამოვა“.


ამ ფონზე ჯავშანს კი არავინ აუქმებდა, მაგრამ მეკითხებოდნენ, ყველაფერი რიგზეა თუ არა საქართველოში. ჩვენც ვუხსნიდით, რომ იქ მშვიდობაა, ქართველები სტუმართმოყვარენი არიან. თუმცა, ყველა არ გვიჯერებდა – განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეპარებოდათ ეჭვი, ვინც არასოდეს გასულა საზღვარგარეთ და პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან.


რუსეთის მთავრობამ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა და ტურისტების რაოდენობაც შემცირდა. ამის შემდეგ საქართველოში მოხვედრის ორი გზა დარჩა: პირველი – სხვა ქვეყნის გავლით გადაფრენა, რაც აძვირებს მგზავრობას და ზრდის მგზავრობის დროს, ან მეორე – საკუთარი ავტომობილით საქართველოში გამგზავრება, რაც ასევე ბევრ დროს მოითხოვს.


მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესის წარმოება მარტივია. გაცილებით ნაკლები ბიუროკრატიაა, ვიდრე რუსეთში და ამიტომ ყველა საკითხს სწრაფად წყვეტ. სამართლებრივ სისტემაში ფეხს არავინ დაგიდებს, მცირე ბიზნესისთვის მიზერული გადასახადებია, იაფია ცხოვრება – საცხოვრებლის იჯარა, სურსათი, საყოფაცხოვრებო ნივთები.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up