რატომ არის ქართული თხილის ფასი დაბალი - ასოციაციის განმარტება

რატომ არის ქართული თხილის ფასი დაბალი - ასოციაციის განმარტება

access_time2022-09-07 19:00:11

„ამ დროისთვის ბაზარზე ჩასაბარებელი თხილის ფასი ხარისხის მიხედვით 3 ლარიდან 4,50 ლარამდე მერყეობს, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 1 ლარით ნაკლებია“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ განუცხადა. მისივე თქმით, თხილის ფასი სხვადასხვა ფაქტორებზე, მაგალითად თურქეთის ბაზარზე, ლარის კურსზე და თხილის ხარისხზეა დამოკიდებული.


„დღეის მდგომარეობით ქართული თხილის ჩასაბარებელი ფასი ხარისხის მიხედვით 3 ლარიდან 4,50 ლარის ფარგლებში მერყეობს, პროცესი ახალი დაწყებულია და ვნახოთ რა და როგორ იქნება, წინა წელთან შედარებით თხილის ფასი ერთი ლარით ნაკლებია. შემდგომში გაიზრდება თუ დაიკლებს ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ძირითადად მაინც თურქეთის ბაზარია მნიშვნელოვანი, როგორ  ჩამოყალიბდება ფასები, დიდი კომპანიები დაიწყებენ თუ არა შესყიდვებს  და ა.შ. სექტემბერ-ოქტომბერში ეს ფასი გვექნება.

 

ფასში ასევე მნიშვნელოვანია უცხოური ვალუტის ფაქტორიც, ერთის მხრივ ლარი კი გამყარდა, თუმცა მსყიდველუნარიანობა დაბალია. დღეს ევრო უფრო იაფია, თუ  ევრო შარშან 3,6 ღირდა,  წელს მისი ღირებულება 70-75 თეთრით ნაკლებია თუ გადავიანგარიშებთ ესეც  ერთ-ერთი  მაჩვენებელია. დანარჩენი ფასზე მოქმედებს  ხარისხი, ხარისხიანი თხილი ყოველთვის  კონკურენტუნარიანი იქნება და ის შემსყიდველები რომლებიც მუშაობენ ხარისხიან  თხილზე  ალბათ უფრო  სექტემბრის  ბოლოსკენ  გააქტიურდებიან“, - აღნიშნა გიორგი თოდუამ.

 

კითხვაზე თუ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ფერმერმა იმისთვის, რომ თხილის ხარისხი გააუმჯობესოს თოდუა ამბობს, რომ ამისათვის აუცილებელია ჩაატაროს წამლობები. მისივე თქმით, დღეს ფერმერების უმეტესობა არ ფიქრობს, რომ თხილს შეწამვლა სჭირდება, ამის გამო ბაზარზე 70%-ი მეორე და მესამე ხარისხის თხილი გვაქვს.


 

„ფერმერმა ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია შეწამლოს ბაღები და ჩაატაროს ყველა ის ღონისძიება, რაც თხილისთვის აუცილებელია. დიდი ხანია  ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. წელს  დაახლოებით 30%-ი მაღალ ხარისხს თხილს ველოდებით  და 70%-ი იქნება მეორე და მესამე ხარისხის. ჯერ კიდევ გვყავს ფერმერები, რომელთა უმრავლესობაც, ამბობს, რომ თხილს მოვლა და შეწამვლა არ სჭირდება, ასე  ჩვენ  წარმატებას ვერ  მივაღწევთ.


ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ რაც  შეიძლება მეტი, სასურველია ყველა რასაც ვაწარმოებთ იყოს პირველი ხარისხის, რომელიც  იქნება კონკურენტუნარიანი ბაზარზე. თურქულ  თხილს  ქართული  თხილი საგრძნობლად ჩამორჩება.

 

ამ დროისთვის რეალიზებულია თხილის 20%-ი, მათგან 90%-ი არის შეუწამლავი თხილი. ამ დღეებში და ამ კვირებში  ფერმერები შეუწამლავ თხილს  იშორებენ, რადგან მათი შენახვა არ გამოდის და ფუჭდება. ხოლო იმ ფერმერებს რომლებსაც მაღალი  ხარისხის თხილი  აქვთ  ტრადიციულად სექტემბრიდან -  დეკემბრამდე  პერიოდში ყიდიან ფასის მომატებისას, თუმცა რა იქნება ამის პროგნოზს ვერ გავაკეთებთ“, - აღნიშნა გიორგი თოდუამ.

 

რაც შეეხება წლევანდელ მოსავალს, თოდუა ამბობს, რომ ქვეყანაში უხვი ნალექის და შეუწამვლობის გამო  წელს საქართველოს შარშანდელთან შედარებით 20-30%-ით ნაკლები მოსავალი აქვს. 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up