რატომ არის ზაფხულის ცხელი დღეები საშიში - NCDC რეკომენდაციებს აქვეყნებს

რატომ არის ზაფხულის ცხელი დღეები საშიში - NCDC რეკომენდაციებს აქვეყნებს

access_time2022-07-20 12:33:42

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებში გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ეს ის პერიოდია, როცა ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე მიადგეს.


"განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.


რას იწვევს მაღალი ტემპერატურა?


დეჰიდრატაციას (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი);

გადახურებას, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;

სითბურ გამოფიტვას;

სითბურ დაკვრას.

 

ვინ არის საფრთხის ქვეშ?

 

75 წელს გადაცილებული ადამიანები;

ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები;


გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე ადამიანები;

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანები;

გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენა აქვთ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე;

 ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებულები (ნარკოტიკების მომხმარებლები);

ფიზიკურად აქტიური ადამიანები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული ადამიანები, სპორტსმენები).

 

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ზაფხულის ცხელ დღეებში?

დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით კი 24 გრადუსს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ;

რეკომენდირებულია ღამით ფანჯრების გაღება იმ დრომდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება;

დღისით უნდა შემცირდეს სახლში სიცხის შეღწევა - დაიხუროს ფანჯრები, ჟალუზები, დარაბები - განსაკუთრებით იმ მხარეს, საიდანაც მზე ანათებს;

სველი პირსახოცების სახლში ჩამოკიდებით გაიზრდება ოთახის ტენიანობა;

ვენტილატორის გამოყენება სასურველია 35 გრადუს ტემპერატურამდე, სხვა შემთხვევაში ის პრობლემას ვერ გადაჭრის;

აუცილებელია სითხის მიღება;

შხაპის ხშირი მიღება, ყინულის პაკეტები და სველი პირსახოცი გაგრილებაში ეხმარება ადამიანს.

 

გარდა ამისა:

 

ადამიანებმა უნდა შეარჩიონ სახლის ყველაზე გრილი ოთახი;

თუ სახლში შეუძლებელია სიგრილის შენარჩუნება, სასურველია დღის განმავლობაში 2-3 საათის განმავლობაში გრილ ადგილზე ყოფნა;

დღის ცხელ პერიოდში არ არის სასურველი გარეთ გასვლა - თუ გასვლა გარდაუვალია, რეკომენდირებულია ღია ფერის ტანსაცმლის ჩაცმა, კეპის ან ქოლგის ტარება და მზისგან დამცავი სათვალის გაკეთება;

არ არის რეკომენდირებული მაღალი ფიზიკური აქტივობა;

ბავშვებისა და ცხოველების გაჩერებულ ტრანსპორტში დატოვება აკრძალულია.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღის საათებში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 20 ივლისს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება, ხოლო 21 ივლისიდან +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.


radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up