რატომ ასაიდუმლოებს საკუთარ ბიზნესს $72 მლრდ–ის მფლობელი მარსების ოჯახი

რატომ ასაიდუმლოებს საკუთარ ბიზნესს $72 მლრდ–ის მფლობელი მარსების ოჯახი

access_time2021-06-27 10:00:50

მარსების ოჯახი, მემკვიდრეობით ერგო რა შოკოლადის საწარმო Mars, Inc., ერთ–ერთი უგემრიელესი იმპერიის სათავეში მოექცა. კომპანიამ სახელი Snickers, Mars, Milky Way, Twix და M&M’s–ით გაითქვა. თუმცა, ამის გარდა ცხოველთა მოვლის პროდუქციას, სასმელებსა და საღეჭ რეზინებსაც აწარმოებს.

 

კომპანია 107 წლისაა და ამ ხნის განმავლობაში მარსების ოჯახმა, Bloomberg-ის ვერსიით, $127 მლრდ გამოიმუშავა. ოჯახის 6 წევრი პლანეტის 400 უმდიდრესი ადამიანების სიაშია. აშშ–ის ყველაზე უზრუნველყოფილი დინასტიების რეიტინგში მარსები მესამე ადგილს იკავებენ.

 

თუმცა, ასეთი მდიდარი ოჯახი გულმოდგინედ არიდებს თავს პრესასთან ერთიერთობას და ცნობისმოყვარე თვალებისგან შორს ამჯობინეს ცხოვრება.

 

საგვარეულო სიმდიდრე Mars, Inc.–ის შოკოლადის ბიზნესით დააგროვეს. კომპანიის დამაარსებელი ფრენკ მარსი შოკოლადის ხელოვნებას ბავშვობიდან სწავლობდა. 1911 წელს შოკოლადის რეალიზაცია მან ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ ტაკომაში, თავისი სამზარეულოს ფანჯრიდან დაიწყო.

 

ნუგის შიგთავსიანი პირველი შოკოლადის პატონიდან იღებენ სათავეს Milky Way და Snickers.

შემდეგ კომპანიას შოკოლადის რამდენიმე ბატონმა გაუთქვა სახელი: Mars, 3 Musketeers, Twix და M&M’s–ის კარფეტები. ამერიკაში ყოველდღიურად M&M’s–ის 400 მლნ დრაჟე იწარმოება.

 

რატომ ასაიდუმლოებს ოჯახი ბიზნესს?

კომპანიის მფლობელებმა თავისი ბიზნესის მონაცემების დაფარვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ფორესტ–უფროსმა ბრინჯის Uncle Ben’s დამუშავების მეთოდი დააპატენტა, ხოლო ეს ფაქტი ამერიკის არმიას არ მოეწონა. მას შემდეგ ფორესტ–უფროსი ფოტოგრაფებსაც გაურბოდა და ინტერვიუების მიცემაც შეწყვიტა.

 

მშობლებისგან განსხვავებით, ფორესტ–უფროსი უფრო ეკონომიური იყო. შვილებსაც ასე ზრდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასიან სკოლა–პანსიონში სწავლობდნენ, ოჯახურ საქმეებს თავად აკეთებდნენ და ამით ჯიბის ფულს გამოიმუშავებდნენ.

 

ფორესტ–უფროსის გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს, კომპანიის წილები მემკვიდრეობით მისმა შვილებმა ჟაკლინმა, ჯონმა და ფორესტ–უმცროსმა მიიღეს. ფორესტ–უფროსი 2016 წელს გარდაიცვალა. დღეს კომპანია ჟაკლინისა და ჯონის საკუთრებაა, თუმცა აქტიურ მართვაში არ მონაწილეობენ. ისინი, ფორესტ უფროსის ოთხ ქალიშვილთან ერთად ფლობენ ოჯახის უძრავი ქონების უდიდეს ნაწილსაც. თითოეულ მათგანს ანგარიშზე $24 მლრდ ერიცხება.

 


მარსების ოჯახის ექვსივე წევრის ჯამური ქონევა 72 მლრდ. დოლარს შეადგენს. ყველა მარსებს შორის ჟაკლინი ერთად-ერთია, რომლის ცხოვრების წესი მილიარდერის სტატუსს შეეფერება. მისი ვილა ნიუ-ჯერსიში 2 მლნ. დოლარი ღირს, ის ასევე ფერმას ვირჯინიაში და პენტჰაუსს ვაშინგტონში ფლობს.

 

ისევე, როგორც მარსების ოჯახის სხვა წევრები, ჟაკლინიც საგულდაგულოდ მალავს თავის პირად ცხოვრებას - 2013 წელს ის ავარიაში მოხვდა, თუმცა, სკანდალი ამ ინციდენტიდან არ გამოვიდა - ჟაკლინი არც მთვრალი იყო და არც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ  - უბრალოდ საჭესთან ჩაეძინა.

 

ავარია საკმაოდ მძიმე შედეგების დასრულდა - მანქანაში, რომელსაც ის შეეჯახა, ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორეს მუცელი მოეშალა, რამდენიმემ ტრავმები მიიღო. ჟაკლინ მარსმა თავისი დანაშაული აღიარა, თუმცა, დაზარალებულებმა მისი დაპატიმრება არ მოითხოვეს და მილიარდერი ციხეს გადაურჩა.

 

ამჟამად ჟაკლინ მარსის შვილი სტივენ ბაჯერი Mars, Inc.-ს დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს და მეტი საჯაროობის გზით მიდის - ასეა საჭირო კლიენტებისთვის და ნიჭიერი კადრების მოზიდვისთვის.

 

„ჩვენი ოჯახის ისტორიის დიდი ნაწილის მანძილზე ჩვენი ცხოვრება ნაკლებად საჯარო იყო, თუმცა, დრო შეიცვალა“, - მიიჩნევს ბაჯერი.

 

ჟაკლინის ძმაზე, ჯონზე თითქმის არაფერია ცნობილი - 2015 წელს ბრიტანეთის დედოფალმა მას რაინდის წოდება მიანიჭა და ამჟამად ის საქველმოქმედო ფონდ Mars Foundation-ს ხელმძღვანელობს, რომელიც ძირითადად საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკოლოგიურ და სამედიცინო პროგრამებს აფინანსებს.

 

მარსების ოჯახის წევრებს, ისევე როგორც მათ მშობლებს, არ უყვართ საჯაროობა და ზედმეტი ფუფუნება.

 

„ჩვენს ოჯახში ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. არასდროს არ მიგრძვნია, რომ თანატოლებისგან განვსხვავდები. ჩვეულებრივად დავდიოდით სკოლაში, სახლს ვალაგებდით, და საჭმელსაც ვიმზადებდით, ვცხოვრობდით ისევე, როგორ ჩვენი მეგობრები და თანატოლები“, - ყვება ფორესტ-უმცროსის ქალიშვილი პამელა მარსი.

 

დღეს  Mars. Inc. ძირითადად 4 მიმართულებით მუშაობს - ცხოველების მოვლის პროდუქცია, საკონდიტრო ნაწარმი, კვების პროდუქტები და ტექნოლოგიები. 2008 წელს კომპანიამ საღეჭი რეზინის მწარმოებელი  Wrigley 23 მლრდ. დოლარად შეიძინა, 2014 წელს კი ცხოველების კვების მწარმოებელი Iams და ამავე დარგის კიდევ ორი ბრენდი ჯარუმად 25 მლრდ. დოლარად იყიდა.

 

სადღეისოდ Mars. Inc სიდიდით მეხუთე კერძო კომპანიაა შტატებში, მისი ღირებულება 35 მლრდ. დოლარია.  ამბობენ, რომ კომპანიის წარმატება 5 პრინციპს ეფუძნება - ხარისხს, პასუხისმგებლობას, ეფექტურობას, თავისუფლებას და ურთიერჩართულობას.

 

კომპანია მხარს უჭერს აშშ-ის ოლიმპიურ ნაკრებს, ეროვნულ სპორტულ ბიბლიოთეკას, სახვითი ხელოვნების მუზეუმს, სმიტსონის მუზეუმს, და ამერიკის პრერიების ნაკრძალს.

 

„ჩვენი ოჯახის აზრით, თუ ღირსეული მომავლის აშენებას გსურს, მხარი უნდა დაუჭირო ყველაფერ კარგს და ჩვენი კომპანია ამას ყოველდღიურად აკეთებს, მოგების დიდ ნაწილს ჩვენ თავად კომპანიაში და საქველმოქმედო საქმიანობაში ვაბანდებთ“, - ამბობენ მარსები.

 

2017 წელს Mars. Inc-მა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზების პროგრამაში 1 მლრდ. დოლარი ჩადო.

 

იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში მარსების ოჯახი მეტ გახსნილობას ავლენს და პრესასთან კონტაქტზე მიდის, ის მაინც კარჩაკეტილობის სიმბოლოდ რჩება.

 

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ოჯახური და, რაც მთავარია, პრივატული ბიზნესია და ეს მიდგომა არასდროს შეიცვლება“, - ამბობს პამელა მარსი.


წყარო: mc.today





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up