რატომ ბლოკავს „სოკარი“ საწვავის ხარისხის სტანდარტის ამოქმედებას საქართველოში

რატომ ბლოკავს „სოკარი“ საწვავის ხარისხის სტანდარტის ამოქმედებას საქართველოში

access_time2022-03-14 16:00:24

თბილისი ჰაერის დაბინძურების დონით ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე რომ არის, ეს ახალი არავისთვისაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯერ კიდევ 2017 წლის მონაცემებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე ნორმას 300%-ით აჭარბებდა. ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ კი ავტოპარკი სახელდება.

 

ფაქტია, ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, 2014 წლიდან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა საქართველოში 16%-ით გაიზრდა. ხოლო, Galt & Taggart-ის კვლევით ირკვევა, რომ მხოლოდ 2020 წელს, განბაჟებული ავტომობილების რაოდენობა 9.1%-ით არის გაზრდილი.

 

ამ ტენდენციის შესაჩერებლად მთავრობამ რიგი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა. მთავარი აქცენტი ცხადია, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებაზე, კერძოდ კი დიზელის საწვავის ხარისხზე დაისვა. იმდენად, რამდენადაც სწორედ ეს უკანასკნელი შემოდიოდა და შემოდის ქვეყანაში საკმაოდ დაბალი სტანდარტით.

 

შესაბამისად, 2019 წელს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში euro 4 – ზე დაბალი სტანდარტის დიზელის შემოტანა კანონით აიკრძალა. იქვე დადგინდა, რომ ქვეყანა 2020 წელს evro 5 – ზეც გადავიდოდა და ამ პროცესზე ორიენტირებისთვის იმპორტიორ კომპანიებს ერთწლიანი ვადა მიეცათ.

 

ამ ინიციატივიდან უკვე 2 წელი გავიდა, თუმცა ქვეყანაში euro 5 -ის სტანდარტი ისევ არ მოქმედებს. მიზეზი აზერბაიჯანული კომპანია „სოკარია“.

 

საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანული გიგანტი, euro 5 -ის სტანდარტის დიზელს საერთოდ ვერ აწარმოებს. საქართველოში ამ სტანდარტის ამოქმედება კი აზერბაიჯანისთვის, ქართულ ბაზარს პრაქტიკულად სრულად დახურავდა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა აზერბაიჯანული ნავთობკომპანიისთვის, რამდენადაც აზერბაიჯანი საქართველოსთვის დიზელის უმსხვილესი მომწოდებელია და მოცულობებიც წლითი-წლობით იზრდება. მაგალითისთვის  2020 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში გადაიზიდა 214,9 ათასი ტონა დიზელი, რაც 44,7 ათასი ტონით, ანუ 26,3%-ით მეტია, 2019 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილი დიზელის მოცულობაზე.

 


სწორედ დიდი დანაკარგებისა და ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად, 2020 წელსვე „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართა და ითხოვა დიზელის საწვავზე ხარისხის სტანდარტის ამოქმედება ერთი წლით გადავადებულიყო. კომპანიის მტკიცებით აზერბაიჯანული საწარმო ერთ წელიწადში გადაიარაღებას მოასწრებდა, რის შემდეგაც დაუბრკოლებლად მიაწვდიდა საქართველოს euro 5 -ის სტანდარტის დიზელს. კომპანიას მთავრობასთან შუამდგომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებმაც გაუწიეს და დასძინეს, რომ სტანდარტის 2021 წლისთვის გადავადება საქართველოსთვის მხოლოდ  დადებითი შედეგის მომტანი იქნებოდა.

 

კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ამ ინიციატივას იმით ხსნიდა, რომ აზერბაიჯანული დიზელის გარეშე საქართველოში ამ პროდუქტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. თუმცა, სინამდვილეში აზერბაიჯანულ და სხვა კომპანიებს შორის, კონკრეტულ პროდუქტზე ფასთა სხვაობა 5 თეთრს არ აღემატება.

 

ერთწლიან გადავადებას მხარს უჭერდა ასევე, საქართველოს ბიზნესასოციაცია.

 

რეალურად აღმოშნდა, რომ ერთწლიანი გადავადებ მხოლოდ დროის გაწელვის ხრიკი იყო „სოკარის“ მხრიდან. ეს არაერთი გარემოებიდან გამომდიანრე გამოჩნდა. მაგალითად, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებაზე საქართველოს მთავრობას მუშაობა ჯერ კიდევ 2005 წელს ქონდა დაწყებული და ეს საკანონმდებლო დონეზეც გაწერილი იყო. კერძოდ, კი იმ შორეულ 2005 წელსვე მომზადდა საკანონდებლო ინიციატივა, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“. კომპანია „სოკარი“ კი საქართველოში ერთი წლის შემდეგ, 2006 წელს შემოვიდა. შესაბამისად, კომპანიას უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბაზარი, სადაც მკვიდრდებოდა, ემზადებოდა ხარისხობრივი სტანდარტების შემორებისთვის. კომპანიას საკმარისი და საკმარისზე მეტი დროც ჰქონდა საიმისოდ, რომ საკუთარი პროდუქტი მოსალოდნელი გამკაცრებული მოტხოვნებისთვის მოერგო.

 

მაგრამ მთავარი გარემოება, რომელიც ნამდვილად გვარწმუნებს იმაში, რომ კომპანია უბრალოდ დროის გაჭიანურებას ცდილობს და ცენტრალური ქარხნის გადაიარაღება არაფერ შუაში იყო, აღმოჩნდა ის, რომ 2021 წლის მიწურულსაც კი „სოკარ ჯორჯია პატროლიუმში“ არ ჰქონდათ ინფორმაცია, იმის თაობაზე მოახერხა თუ არა ცენტრალურმა საწარმომ გადაიარაღება.  ამის შესახებ, თავად „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მაშინდელი დირექტორი, ლევან გიორგაძე აცხადებდა.

 

სამაგიეროდ კომპანია „სოკარის“ აქტიური მოწოდებით კიდევ ერთხელ გადავადდა ხარისხის სტანდარტის შემოღება და თუ euro5 აქამდე 2021 წელს უნდა ამოქმედებულიყო, დადგენილება კიდევ ერთხელ ამჯერად უკვე 2023 წლამდე გადავადდა. ამ დადგენილებას მთვრობამ ხელი 2021 წლის ივლისში მოაწერა.

 

ჯერ უცნობია 2023 წელს მაინც მართლა გადავა საქართველო euro 5 – ის სტანდარტზე, თუ რომელიმე კომპანიის სასარგებლოდ და ისევ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ხარჯზე კიდევ რამდენიმე წლით გადავადდება სტანდარტიზაციის ეს გარდაუვალი მოთხოვნა.

 

ფაქტია, აღნიშნული სტანდარტი, 2007 წლიდან მოყოლებული, მკაცრად მოქმედებს ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, რომ არაფერი ითქვას აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაზე.

 

ჩვენთან კი, საქართველოში, როგორც ჩანს, ხარისხის სტანდარტის ამოქმედებას „სოკარი“ მანამ დაბლოკავს, სანამ მოეპრიანება. ფაქტია, დღემდე „სოკარის“ კაპრიზსა თუ ნება-სურვილს, საქართველოს მთავრობა მორჩილად უხრის თავს და სტანდარტის ამოქემდების გადავადებაც ლამის ავტომატურ რეჟიმშია გადასული…


BAM.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up