ცნობილი ხდება, რომ ბიტკოინის მაინინგის სიმძლავრე 27%-ით დაეცა - ეს ყველაფერი ტეხასში კრიპტოვალუტის მაინინგის დროებითი შეწყვეტის გამო ხდება.
რამდენიმე დღის წინ, სითბოს მაღალი ტალღების გამო, ტეხასის შტატის უმსხვილესმა კრიპტოვალუტის მაინერებმა კრიპტოვალუტის მაინინგის დროებით შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.
ასე რომ, ახლა დალასში ტემპერატურამ გადააჭარბა 100°F (დაახლოებით 37°C). მაინერებს შორის, რომლებმაც შეწყვიტეს მუშაობა არიან: Argo Blockchain PLC, Riot Blockchain, Core Scientific. ჯერ ზუსტად უცნობია, როდის შეძლებენ ისინი მუშაობის განახლებას.
ივნისის დასაწყისში კორსიკანას მოსახლეობამ გააპროტესტა Riot Blockchain-ის მიერ მსოფლიოში უდიდესი ბიტკოინის მაინინგ ობიექტის მშენებლობა. ახალი ობიექტი 30%-ით დიდი იქნება ვიდრე როკდეილში არსებული მაინინგ ცენტრი. აქციის მონაწილეები შეშფოთებულნი არიან წყლის რაოდენობის გამო, რომელსაც დაწესებულება გამოიყენებს ტექნიკის გასაგრილებლად იმ დროს, როდესაც ქვეყანა ხშირად გვალვებს განიცდის.