რუსეთში iPhone-ზე მოთხოვნა დაეცა. მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით 2,96 მილიონი სმარტფონი გაიყიდა. ეს 35,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ „იზვესტია“ მობილური ოპერატორებისა და დისტრიბუტორების წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ირკვევა, რომ iPhone-ს უახლეს მოდელზე - iPhone 14-ზე მოთხოვნა, შემოდგომაზე გაყიდვების დაწყებიდან, 2,5-ჯერ შემცირდა
2022 წლის სექტემბრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე გაიყიდა 400 000 ერთეული iPhone, რაც 60%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ექსპერტები რუსების მიერ iPhone-ის მიმართ ინტერესის შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. ამჟამად, NFC გადახდები რუსეთში ამ ხაზის სმარტფონებზე არ მუშაობს. გარდა ამისა, მომხმარებლებს უჭირთ Apple ID ანგარიშის შევსება. ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ გარკვეული მობილური ოპერატორების მეშვეობით.
მოთხოვნის შემცირებაზე თავისი როლი ითამაშა iPhone 14-ის სტაგნაციამ. ახალი მოდელი ხარისხით არ აჭარბებს წინა მოდელს. Apple-ის გაჯეტების მიმართ რუსების ინტერესის შემცირებას მოწყობილობების მაღალმა ფასმაც შეუწყო ხელი. ძირითადი iPhone 14-ის ღირებულება iPhone 13-თან შედარებით 100 დოლარით გაძვირდა ვიდრე, ხოლო რუსეთში სმარტფონის ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა. სწორედ ამან იმოქმედა რუსების სურვილზე შეიძინონ Apple-ს ახალი სმარტფონები და მიზეზი ასევე მწარმოებლისგან ოფიციალური გარანტიის არარსებობაა.