რატომ გაიზარდა საქართველოში საწვავის ფასი და რომელი ქვეყნები დგანან „ქართული“ ნავთობკომპანიების უკან

რატომ გაიზარდა საქართველოში საწვავის ფასი და რომელი ქვეყნები დგანან „ქართული“ ნავთობკომპანიების უკან

access_time2022-03-15 09:55:12

რუსეთ-უკრაინის ომის მძიმე მოვლენების ფონზე, მსოფლიომ პუტინის ხელისუფლება მკაცრი სანქციების ქვეშ მოაქცია.  უკრაინის მხარდასაჭერად, მრავალი ქვეყანა უარს ამბობს რუსულ პროდუქციაზე. ასე იქცევიან საქართველოშიც -  არ ყიდულობენ რუსეთის მიერ ნაწარმოებ  პროდუქტს და  სხვადასხვა ფორმით ღიად გამოხატავენ მის მიმართ თავის მწვავე პოზიციას, ხშირად კი, აგრესიას.


ეს მოვლენები, ბუნებრივია,  მკვეთრად შეეხო როგორც საერთო ეკონომიკას, ისე-  სამომხმარებლო ბაზარს: უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ბაზარზე ფასები, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით საგრძნობლად გაიზარდა. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი საწვავია, რომლის ფასის ზრდა საზოგადოებაში ყოველთვის მძაფრ პროტესტს იწვევს. თუმცა, ქართველების დიდმა ნაწილმა  ჯერ კიდევ არ იცის, საწვავის მომწოდებელი იმ კომპანიებიდან, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, რომელია რუსული...


„კვირა“  დაინტერესდა ამ კომპანიების წარმომავლობით და საკითხის შესახებ რამდენიმე კვალიფიციურ ექსპერტს დავეკითხეთ.


როგორც ეკონომისტი, აფბას (ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია) ვიცე პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, საწვავის ძირითადი მომწოდებლებიდან რუსული რამდენიმეა:




სოკარიაზერბაიჯანული კომპანიაა, „ლუკოილი“ - რუსული. რაც შეეხებაგალფს“, ის ქართული კომპანია იყო, რომელიც რუსულ კომპანიაზე გაიყიდა. აქედან გამომდინარე, „გალფიც“, გარკვეულწილად, რუსული კომპანიაა. რაც შეეხებარომპეტროლს“, მასში რამდენიმე ქვეყნის წილებია გაერთიანებული და რამდენიმე ინვესტორი ჰყავსრამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სრულად ქართული კომპანიაავისოლი“. “ - აღნიშნავს ბაირახტარი.


მან, ასევე, დასძინა, რომ  „გალფისმნიშვნველოვან ნაწილს რუსულიროსნეფტიფლობს.


ექსპერტი საწვავის ფასების ზრდის ტენდენციაზეც გვესაუბრა. ცნობილია, რომ დღეს საქართველოში არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ღირებულების მაჩვენებელი უკვე 3 ლარსა და 50 თეთრს გადასცდა.



პაატა ბაირახტარს ვკითხეთ, რატომ ღირს საწვავი ამდენი და სადამდე შეიძლება გაიზარდოს ფასი.


ჩვენს კითხვაზე პასუხად, დარგის სპეციალისტმა  ღირებულების განსაზღვრის რამდენიმე ინდიკატორი დაასახელა:


ექსპერტი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით, საქართველოში საწვავის გაზრდილი ფასები გლობალურ ტენდენციებს და ლარის გაცვლით კურსს უკავშირდება. მისი განმარტებით, მოსაზრება, რომ შემომტანი კომპანიები ტარიფს ხელოვნურად წევენ, ამ შემთხვევაში, სიმართლეს არ შეესაბამება და მათკენ თითის გაშვერა არასწორია. თუ ვინმე ფასის ხელოვნურად მომატებაზეა პასუხისმგებელი, ეს „ოპეკი“ (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) და „ოპეკი პლუსის“ წევრი ქვეყნების შეთანხმებაა, რომლებიც ბაზარზე ხელოვნურ დეფიციტს ქმნიან.


„ისინი დიდი ხანია, შეთანხმდნენ მოწოდების შემცირებაზე, რათა, ბაზარზე ხელოვნური დეფიციტის შექმნით, დაიჭირონ მაღალი ფასები. ამ ყველაფერს ემატება რეგიონული პროცესები, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. თუმცა, აშშ და სხვა ქვეყნები ცდილობენ ფასის მუდმივი ზრდის პრობლემა, გარკვეულწილად, მოაგვარონ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ ირანთან და ვენესუელასთან გლობალური ბაზრისთვის უფრო მეტი ნავთობის მიწოდების თაობაზე, რათა ეს დეფიციტი შედარებით დაბალანსდეს. თუ ჩვენ ბოლო 2-3-დღიან ტრენდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ 127$-დან ბარელი ნავთობის ფასი 107$-მდე ჩამოვიდა, რაც საკმაოდ სწრაფი შემცირებაა.

საქართველოში საწვავის ფასზე ორმაგი შოკი მოქმედებს. პირველი მათგანი ზემოთ ხსენებული გლობალური ტენდენციებია, მეორე - გაცვლითი კურსი. ბოლო 1 თვის ჭრილში ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა. სწორედ ამ ორი შოკის ერთობლიობამ გამოიწვია საქართველოში საწვავის ფასის ისეთი მკვეთრი ზრდა, როგორიც ადგილობრივ ბაზარზე ბოლო 10-15 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

საბედნიეროდ, გლობალურ ბაზრებზე უკვე დაწყებულია ნავთობის ფასის შემცირება. ბოლო დღეების მანძილზე შეინიშნება ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციაც. თუ ეს პროცესები გაგრძელდა, საწვავის ფასმა მომდევნო 14-20 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა დაიკლოს“, - აცხადებს პაატა ბაირახტარი.


ზემოთ ხსენებული ფაქტორების გარდა, რუსეთ-უკრაინის ომს და აშშ-ის მიერ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე უარის თქმას საწვავის ფასის ზრდის მნიშვნელოვან მიზეზებად მოიაზრებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი. მისი განმარტებით, საომარი მოქმედებების შემდეგ ნავთობის ფასი ნახტომისებურად გაიზარდა.


„ბოლო პერიოდის განმავლობაში, მსოფლიოში ნავთობის ფასი რეკორდულად იზრდება. მსოფლიოში პანდემიის შემდეგ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესი იწვევდა ნავთობზე მოთხოვნილების ზრდას, რომლის პარალელურადაც, „ოპეკი პლუსი“, ფაქტობრივად, არ ზრდიდა წარმოებას, რაც განაპირობებდა ნავთობზე მოთხოვნილება-მიწოდებას შორის მნიშვნელოვან დისბალანსს. ამას შემდგომ პერიოდში დაემატა გამწვავებული ურთიერთობა რუსეთ-უკრაინას შორის, რამაც ნავთობის ფასი საომარი მოქმედებების დაწყებამდე გაზარდა 99 დოლარამდე/ბარელზე. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი, ფასმა ნახტომისებური მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო და 140$-იან ნიშნულსაც კი გადააჭარბა.


ბოლო დღეების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო აშშ-ის მიერ  რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე (670 ათასი ბარელი/დღეში) უარის თქმა, რამაც სანავთობო ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად დაძაბა. მსოფლიოში რუსული ნავთობის ჩანაცვლების სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტები განიხილება. ბოლო 2 დღის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ნავთობზე ფასები მნიშვნელოვნად მცირდება, რაზეც უდიდესი გავლენა აქვს  ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო გადაწყვეტილებას, უარი არ თქვან რუსულ ნავთობზე და მათ შორის იმას, რომ საუდის არაბეთმა შესაძლოა გაზარდოს ნავთობის წარმოება,“ - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.


აღნიშნული კითხვებით, „კვირა“ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ მსხვილ კომპანიებსაც დაუკავშირდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათთვის პრობლემურ თემაზე დღეს საუბარი არ სურთ. „რომპეტროლს“, „ვისოლს“ „სოკარს“, „გალფს“ და „ლუკოილს“ შორის მედიისთვის ღია მხოლოდ „რომპეტროლი“ აღმოჩნდა.


როგორც „რომპეტროლში“ აცხადებენ, კომპანიას ისტორიულად რუმინული წარმომავლობა აქვს, რომელიც ამჟამად ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მფლობელობაში არსებულ საერთაშორისო ჯგუფ  „ქეი-ემ-ჯი ინტერნეიშენალის“ (KMG International) მთავარ ბრენდს წარმოადგენს, ხოლო „რომპეტროლ საქართველო“ ამ ჯგუფის შვილობილი და „რომპეტროლის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის საფასო პოლიტიკა მთლიანად საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული, თუმცა ღირებულების ზრდა მისასალმებელი არც მათთვის არის, რადგან ეს მომხმარებლების განწყობაზეზ ნეგატიურად აისახება.


ასეა თუ ისე, საწვავზე გაზრდილი ფასები უკვე მოცემულობაა. საფასო პოლიტიკის მართვის წინაშე კომპანიებიც და საზოგადოებაც უძლურია. მოსახლეობას კი ერთადერთი, რაც შეუძლია, კომპანიის მისთვის ღირებული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევაა - წარმომავლობის, ფასის და ხარისხის გათვალისწინებით.


kvira.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up