რატომ გაიზარდა CoVid-სიკვდილიანობა საქართველოში და რა შეცდომებს უშვებენ ექიმები

რატომ გაიზარდა CoVid-სიკვდილიანობა საქართველოში და რა შეცდომებს უშვებენ ექიმები

access_time2021-08-17 12:00:51

„ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოჰყავთ, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა“, - ამის შესახებ შინაგანი მედიცინისა და ზოგადი მედიცინის დახელოვნების ექიმი იაგო ფრანგიშვილი აცხადებს. რატომ იზრდება საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველდღიურად? როგორ მკურნალობენ მძიმე პაციენტებს და უშვებენ თუ არა ექიმები შეცდომებს – ამ საკითხებზე იაგო ფრანგიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრობს.

 

„კორონავირუსი თითქმის ორი წელია არსებობს, მაგრამ საფუძვლიანი გაიდლაინის მომზადებისთვის ეს დრო საკმარისი არ არის. გაიდლაინში წლების განმავლობაში დაგროვებული ინფორმაცია შედის, ესეთი ინფორმაცია კოვიდ 19-ზე არ არსებობს. ამიტომაც, სახელმძღვანელოში ის ინფორმაციაა შესული, რომელმაც რაღაც მომენტში პაციენტს არ ავნო. გაიდლაინში შესული ინფორმაცია არ ნიშნავს, რომ პაციენტს ყველა იმ საშუალებით უმკურნალო, რომელიც ინსტრუქციაში წერია, ეს არასწორია. გაიდლაინი ექიმს მიმართულებას აძლევს, ხოლო ექიმმა ადამიანს ინდივიდუალურად უნდა უმკურნალო. ეს საქართველოში არ ხდება“, - ამბობს იაგო ფრანგიშვილი.

 

შინაგანი მედიცინისა და ზოგადი მედიცინის დახელოვნების ექიმი ამბობს, რომ საქართველოში მას შემდეგ, რაც პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდება, აღარ გრძელდება დიაგნოსტიკა. მისი თქმით, მხოლოდ დადებითი ტესტი კორონავირუსზე არ ნიშნავს, რომ კონკრეტული პრობლემა მხოლოდ კორონავირუსია. ექიმის განმარტებით, ვირუსი ისე ასუსტებს იმუნურ სისტემას, რომ სხვა მიკროორგანიზმი, არც თუ იშვიათად, გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის.

 

„ამ ვირუს აქვს ერთი ისეთი თვისება, რომელიც  შეიძლება ექიმმა გამოიყენოს - დაახლოებით 20%-ში ვირუსი ფილტვის დაზიანებას გვაძლევს, რომელსაც ძნელად მკურნალობ ან არ იცი როგორ უმკურნალო, მაგრამ დანარჩენ 80%-ში ვირუსი იმ დაავადებების გამშვებ მექანიზმად ითვლება, რომელთაც ვიცნობთ. მაგალითად, იშემიური დაავადების, ინსულტის, ფილტვის ბაქტერიული ანთების, იმუნური სისტემის დაქვეითების. ამიტომ ექიმმა უნდა შეხედოს, სად ვართ, საქართველოში საერთოდ არ ამოწმებენ იმუნური დარღვევის ფონზე ბაქტერიულმა ინფექციამ ხომ არ იფეთქა. საქართველოში ბაქტერიოლოგიურ კვლევას არ აკეთებენ. დაადგენენ კორონავირუსს და მორჩა. პირველი ნაბიჯია სტეროიდი, შემდეგ ანტიბიოტიკი, ჟანგბადი, გადასხმები. შემდეგ მოსთხოვენ ანტისხეულების საწინააღმდეგო მკურნალობას.

საქართველოში მყოფი ხანდაზმული პაციენტი მყავდა, რამდენჯერმე გამომიგზავნეს ფილტვის სურათი, საერთოდ გათეთრებული ფილტვია და მათი თქმით, ამის მიზეზი კოვიდია. არავითარი კოვიდი, ეს იყო გადასხმების შედეგად დაგროვილი რამდენიმე ლიტირი სისხლი ორგანიზმში, რომელიც შარდმდენმა გამოიტანა და ეს ქალი ახლა კარგადაა და სახლშია“, - ჰყვება ექიმი.

 


იაგო ფრანგიშვილი აცხადებს, რომ გაცემულია რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც უმჯობესია ინფიცირებული ადამიანის მკურნალობა სახლში მოხდეს, რა დროსაც უნდა იყოს სუფთა ჰაერი, ჩაიტაროს სუნთქვით ვარჯიში და მიიღოს სითხე. მისი თქმით, გერმანელი ვირუსოლოგის, ფედერიკ შტრეკის კვლევამ დაამტკიცა, რომ პაციენტების სიახლოვე და ურთიერთობა მდგომარეობას ამძიმებს. რამდენიმე კოვიდინფიცირებული თუ ერთადაა, ყველა მძიმდება, რადგან ადამიანები შტამებს ცვლიან. ექიმი ამბობს იმასაც, რომ სიცხის დამწევის მიღება არა ნემსით და გადასხმით, არამედ ორალურად უნდა მოხდეს. მისი განმარტებით, ადამიანი, რომელსაც ტაბლეტის გადაყლაპვა შეუძლია, მას გადასხმა არ სჭირდება. შინაგანი მედიცინისა და ზოგადი მედიცინის დახელოვნების ექიმი ჰყვება, რომ კორონავირუსის ელიმინაცია ნაწლავიდან ხდება, რაც ცნობილი და დამტკიცებული ფაქტია, სწორედ ამტომ რაც უფრო ბევრ სითხეს მიიღებს ადამიანი, უფრო მეტ ვირუსს გამოყოფს და ნაკლები ვირუსი იქნება აქტიური ორგანიზმის დაზიანების საქმეში. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ექიმი ყურადღებას ამახვილებს, პაციენტების მართვით სუნთქვაზე გადაყვანაა, რისი სტატისიკაც, მისი თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა:

 

„დასავლეთში მართვით სუნთქვაზე ადამიანების გადაყვანა 80%-ით შემცირდა, საქართველოში კი 80 %-ით გაიზრდა. საქართველოში პაციენტებს არწმუნებენ, რომ აუცილებელია მართვითი სუნთქვა. ე.ი. ადამიანს აქვს იმის უნარი, რომ დისკუსიაში შემოვიდეს. აი ასეთ პაციენტს ეუბნები, რომ მართვითი სუნთქვა აუცილებელია. ეს არის არასწორი. ეს მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ბაქტერიული ფილტვების ორმხრივი ანთება და ორგანიზმი დაზიანებულია, ამიტომაა აუცილებელი პაციენტის ფილტვი დასვენება. კოვიდის დროს ინტუბაციით და მართვითი სუნთქვით ფილტვი არ ისვენებს. პირიქით, ეს ლორწოვანი ფილტვის ქსოვილში იტუმბება. მართვითი სუნთქვა სხვა არაფერია, ჰაერს ფილტვში წნევით ტუმბავ. კოვიდი ლორწოვანის ინფექცია, მას საერთოდ არ აინტერესებს ორგანიზმი, მას უნდა სინესტე, სითბო და ეს არის ფილტვში. ამას რომ ჩატუმბავ რაც შეიძლება ქვევით, შემდეგ ადამიანი ვეღარ ამოახველებს და დამძიმდება“, - განაცხადა იაგო ფრანგიშვილმა.

 

კიდევ ერთი შეცდომა, რომელზეც ექიმი გადაცემაში საუბრობს, სტეროიდების გამოყენებას ეხება. მისი თქმით, პაციენტს სტეროიდებს მხოლოდ იმიტომ აძლევენ, რომ ტესტი დადებითი იყო, დამატებითი კვლევა ადამიანებს აღარ უტარდებათ:

 

„სტეროიდებს რა თქმა უნდა იყენებენ, მაგრამ გააჩნია როდის გამოიყენებ და რა დოზას. სტეროიდებს გამოყენებამდე აუცილებლად უნდა დადგინდეს აქვთ თუ არა ადამიანს იმუნური აქტივობა, რადგან სტეროიდი იმუნურ აქტივობას ამცირებს. ორგანიზმი კორვიარუისის დროს ანტიალერგიულად რეაგირებს, ე.ი. ძალიან მაღალი ალერგოგენული რეაქცია აქვს და ამიტომ ვაძლევთ სტეროიდს. მაგრამ, ესეც შეიძლება დადგინდეს სისხლში, მაგალითად ეოზონოფილები არის ალერგიული მაჩვენებელი სისხლში, მე მინახავს ქართველი პაციენტები, რომელთაც ნული ჰქონდათ ეოზონოფილი და სტეროიდებს უკეთებდნენ. რატომ უკეთებენ სტეროიდს, ჩემთვის გაუგებარია. სტეროიდს უკეთებენ, როდესაც სპასტიური ბრონქიტია კოროვაირუსის დროს, სხვა შემთხვევაში პაციენტს სტეროიდს არ აძლევენ. სიცხე არაა სტეროიდისთვის მნიშვნელოვანი, სიცხის დროს უნდა მისცე პარაცეტამოლი ან სხვა სიცხის დამწევი“, - თქვა ექიმმა.

 

იაგო ფრანგიშვილი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დროს ინდივიდუალური მიდგომის მომხრეა და არა გაიდლაინით გაწერილი რეკომენდაციების. მისი თქმით, სქემა ძალიან მარტივია - გაესაუბრო ავადმყოფს, დააკვირდე და განსაზღვრო რა სჭირდება მას.

 

„ადრე ბავარიაში ვმუშაობდი და დაახლოებით 200–ზე მეტი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მყავდა. მათ შორის ასაკოვანი რუსები, რომლებიც თავიანთ თავს ძველ ქრისტიანებს უწოდებდნენ, ყველანაირ მედიცინას რომ უარყოფენ. რაღაცაში დავარწმუნე, რაღაცაში ვერ. პაციენტი როდესაც ბევრს ლაპარაკობს, ის გამოსულია მდგომარეობიდან, მას პრობლემა აღარ აქვს. ამ დროს მნიშვნელოვანია სუნთქვითი ვარჯიშები, ჩემს თანამშრომელს ვთხოვდი, რომ დაერეკა და მათთან 10 წუთი ესაუბრა. საუბარი არის ვარჯიში, პაციენტს როდესაც მოუსმენ, ყველაფერი იცი რა ხდება, შიში გიქრება და არ ხარ ჩაკეტილი გაიდლაინების აზროვნებაში. იცი, რომ ამ კონკრეტულ პაციენტს არაფერი მოუვა. ეს არის უმთავრესი მედიცინაში და საერთოდ ადამიანობაში. ზოგადად, ქართველებს ერთმანეთის მოსმენა გვიჭირს“, - განაცხადა იაგო ფრანგიშვილმა.   


კომერსანტი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up