რატომ გაორმაგდა ვადაგადაცილებული სესხები ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე - შეფასებები

რატომ გაორმაგდა ვადაგადაცილებული სესხები ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე - შეფასებები

access_time2022-12-20 15:30:34

„შავ სიაში“ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა კი სამ წელიწადში გაორმაგდა. 


როგორ ხდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე ვადაგადაცილებული სესხების ზრდა, ეს კითხვა პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს დაუსვეს. სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მიზეზი ერთის მხრივ კოვიდის დროს გადავადებული სესხების ეფექტი, მეორეს მხრივ კი აქტიური სასესხო პორტფელის მაჩვენებლებია.


„თუ ჩვენ შევხედავთ უმოქმედო და ვადაგადაცილებულ სესხებს, მათ შემცირების ტენდენცია აქვს. ბიუროში რომლის რეგულატორიც ჩვენ ვართ, წინა პერიოდებში გარკვეული ზრდა იყო, თუმცა ეს კოვიდის გადავადებული ეფექტია, მაგრამ ვფიქრობთ რომ ეს შემცირდება. მაშინ საშუალება მიეცათ მსესხებლებს, რომ არ გადაეხადათ და გადაევადებინათ, დაახლოებით მსესხებლების 60%-მა ისარგებლა ამით და რა თქმა უნდა, ვადაგადაცილებულ სესხებზე ესეც აისახა.


რაც შეეხება დასაკუთრებულ ქონებაში ზრდას, ფინანსური სექტორიც დინამიურად იზრდება და ესეც მას მიყვება, ამიტომ დასაკუთრებულ ქონებაშიც იქნება მატება. თუ შევხედავთ მას, აბსოლუტურ ღირებულებაში შეიძლება იზრდებოდეს, მაგრამ თუ მას ჩვენ შევადარებთ საკრედიტო პორტფელის, აქტივების ზრდას, ეს არ იქნება მაღალი მაჩვენებელი“,  განმარტავს კობა გვენეტაძე.


რა იწვევს ნახევარ მილიონზე მეტი გადახდისუუნარო ზრდასრული ადამიანის არსებობას ქვეყანაში, მაშინ როდესაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამ კითხვით „კომერსანტი“ თავის დროზე საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის წევრებსაც დაუკავშირდა, თუმცა უმრავლესობამ ჩვენს ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა, ნაწილმა კი განაცხადა, რომ ინფორმაცია არ აქვს.


მთავრობის წევრებისგან განსხვავებით პრობლემაზე უფრო თამამად საუბრობენ სფეროს ექსპერტები. ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ მკვეთრი ზრდაა რაოდენობრივად, მაგრამ მნიშვნელოვანია დავითვალოთ, პროცენტულად ჯამში რამდენი სესხია გაცემული და ამ სესხების რამდენი პროცენტია ვადაგადაცილებული.



„პროცენტულად ასეთი მკვეთრი ზრდა აღარ გვაქვს - ანუ ბოლო პერიოდში ვადაგადაცილებები ერთსა და იმავე დიაპაზონში მერყეობს. თუმცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე მაღალი რომ რჩება, მიუთითებს, რომ რამდენიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე.


მთავარი პრობლემაა ის, რომ სესხები რაც უფრო ძვირდება, მით მეტია ვადაგადაცილება, რადგან მით უფრო მეტად ვეღარ იხდის მომხმარებელი. უკანასკნელ წლებში კი ვხედავთ, რომ მკვეთრად გაიზარდა პროცენტები. ძალიან ბევრი რეგულაცია დააწესეს დოლარსა და ევროში სესხის აღებაზე, არადა, პროცენტი დოლარსა და ევროში სესხზე გაცილებით ნაკლებია და ეს რომ მომხმარებლისთვის ისევე იყოს ხელმისაწვდომი, როგორც ლარში, გაცილებით ნაკლები პროცენტის გადახდა მოუწევდათ და ვადაგადაცილებაც ნაკლები იქნებოდა. ხელისუფლება ყველას აიძულებს სუსტ და არასტაბილურ ვალუტაში, ანუ ლარში აიღოს სესხი და ამით მოსახლეობას უარეს მდგომარეობაში აგდებს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა სესხში მეტს იხდის.  გარდა ამისა, რეფინანსირების განაკვეთი მკვეთრად გაიზარდა. ამით მომხმარებელს პროცენტი გაეზარდა, მაგრამ სხვა მხრივ როცა ქვეყანაში პრობლემებია, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უფრო სწორი მიდგომაა, ვიდრე ის, რომ რეფინანსირების განაკვეთი არ აეწიათ.


გარდა ამისა, ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემია და არ ასახავს ბევრ ისეთ ვადაგადაცილებასა და გადაუხდელ სესხს, რომლებმაც შავ ბაზარზე გადაინაცვლა - ბოლო წლებში დაწესებულმა ბევრმა შეზღუდვამ განაპირობა, რომ მოთხოვნა შავ ბაზარზე კმაყოფილდება, დარწმუნებული ვარ, ეს მაჩვენებლები გაცილებით რთული სურათს დაგვანახებს, რადგან იატაკქვეშეთში პროცენტებიც უფრო მაღალია და ვადაგადაცილებაზე თუ ამოღებაზე რა მექანიზმებიც არის, ყველამ ვიცით.


მთავარი პრობლემაა, რომ ხელისუფლება ფინანსურ სექტორს ძალიან ბევრი და მკაცრი რეგულაციის დაწესებით ებრძვის, ამას რაღაც მიზეზებით ამართლებენ, მაგრამ ვიღებთ ბევრ პრობლემას, რომლებიც ხალხს აზარალებს. საქართველოში ფინანსური სისტემის მდგრადობას კი რა ტქმა უნდა 2008 წელსაც არაფერი ემუქრებოდა და არც ახლა ემუქრება. თუმცა, თუ ავიღებთ მოქალაქეებს, რომელთაც სესხები აქვთ, რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება - როგორც პროცენტში გადასახდელი თანხის და ინფლაციის“,  აღნიშნა ხორგუაშვილმა.


ვადაგადაცილებული სესხების მომსახურების გართულებას ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციით ხსნის „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე. თუმცა მისი თქმით, ამ მხრივ არსებული ნეგატიური ფონი უკვე გადავლილია და მომავალში მაჩვენებლები შემცირებას დაიწყებს.


„ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო პანდემიიდან გამომდინარე, მაგრამ ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის.  მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის ნიშნები არის, პრობლემად რჩება ის, რომ ინფლაცია მაღალია და შინამეურნეობის ხარჯები გაზრდილია. იმისათვის რომ ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ ადამიანთა რაოდენობა შემცირდეს, ქვეყანა უნდა გაიზარდოს ეკონომიკურად. რაც შეეხება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ეს ერთჯერადი ფაქტორებით არის გამოწვეული და ძირითადად მიგრანტების ეფექტია, სამწუხაროდ ამ ზრდას ორნიშნა ინფლაცია ერთვის“,  ამბობს კეპულაძე.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში შავ სიაში 495,620 მსესხებელი იყო, 2020 წელს მათი რიცხვი 519,006-მდე გაიზარდა, 2021 წელს 504,889-მდე, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში 574,715 გახდა. რაც შეეხება სესხების რაოდენობას, თუ 2019 წელს 2,553,781,747 ლარის ვადაგადაცილებული სესხი იყო, 2020 წელს 3,088,094,794 ლარი გახდა, 2021 წელს 3,622,861,901 ლარის, ხოლო მიმდინარე წელს 4,359,105,450 ლარამდე გაიზარდა.


აღიშნული ინფორმაცია პერლამენტარმა ლევან ხაბეიშვილმა ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა. მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავდა შემდეგს 2019, 2020, 2021 და 2020 წლებში საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული დავალიანების გამო, ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეების და მათ მიერ 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობას.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up