რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, უკრაინა გაქრება, რადგან ის არავის, მათ შორის არც უკრაინის მოქალაქეებს, არ სჭირდება.
მედვედევმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სახელწოდებით – რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება.
მედვედევის პოსტი დაყოფილია ექვს პუნქტად, სადაც იგი ამტკიცებს, რატომ არ სჭირდება უკრაინა ევროპას, აშშ-ს, აფრიკას და ლათინურ ამერიკას, აზიას, ასევე რუსეთს და ბოლოს, თავად უკრაინის მოქალაქეებს.
გარდა ამისა, მედვედევმა უკრაინის ამჟამინდელ სახელმწიფოს სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობა უწოდა.
და ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ის. ჩვენ გვჭირდება დიდი რუსეთი. – წერს იგი.
რაც შეეხება თავად უკრაინელებს, მედვედევის თქმით, ისინი იძულებულნი არიან იცხოვრონ მუდმივ შფოთვასა და შიშში.
ასეთი უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება. ამიტომ ის არ იარსებებს. – წერს მედვედევი.