რატომ გვჯობია სოფლის მეურნეობაში ისრაელი

რატომ გვჯობია სოფლის მეურნეობაში ისრაელი

access_time2022-01-08 12:00:05

ისრაელის სოფლის მეურნეობა არახელსაყრელი პირობების წინააღმდეგ ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლის წარმატებული ისტორიაა. არადა, ქვეყნის კლიმატი და წყლის ნაკლებობა ამ მიღწევას შეუძლებლად წარმოაჩენს.

როდესაც საქართველოს და ისრაელს ადარებ, მიღწევები უფრო დასაფასებელი ხდება. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საქართველოს თითქოს ყველაფერი აქვს, თუმცა, შედეგი განსხვავებულია.


ისრაელი VS საქართველო

ისრაელი საქართველოზე 3-ჯერ პატარაა და 25-ჯერ დიდი ეკონომიკა აქვს. ქვეყანაში 9.291 მილიონი ადამიანი ცხოვრობს – 2,5-ჯერ მეტი საქართველოს მოსახლეობასთან შედარებით.

2020 წლის მონაცემებით, მშპ 1 სულზე საქართველოში $4 256 იყო, ისრაელში – $43.2 ათასი, ანუ ამ ქვეყნის ეკონომიკა $402 მილიარდს აღწევდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მშპ-ში სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი ისრაელში 1.15%-ია, საქართველოში – 8.3%.

სოფლის მეურნეობის, სატყეო და თევზის მეურნეობის კონტრიბუცია ისრაელის მშპ-ში $4.7 მილიარდია, საქართველოში – $1.1 მილიარდი. 

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ამ სექტორში 247 300 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც მთლიანი დასაქმებულების 19.9%-ია. შედარებისთვის, ისრაელში აგროსექტორზე დასაქმებულთა მხოლოდ 0.9% მოდის. 

ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის დაფინანსება გაზრდილია. 2020 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის დაფინანსებაზე 497 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, ბიუჯეტის ასიგნებების 3%. ეს თანხა იხარჯება როგორც გარემოზე, ასევე სოფლის მეურნეობის პროექტებზე. გაზრდილი დაფინანსების ფონზე სექტორში ზრდასაც ვხედავთ. 

OECD-ის მონაცემებით კი, ისრაელში სოფლის მეურნეობის მთლიანი მხარდაჭერა (TSE) სტაბილურად  მშპ-ის 0.4%-ზეა. საქართველოსგან განსხვავებით, ისრაელს აქვს რეგულაციები სოფლის მეურნეობის სექტორში შიდა ფასების მხარდაჭერისა და გარკვეულ პროდუქციაზე ( რძე, ფრინველის ხორცი, ხილის და ბოსტნეულის ნაწილი) იმპორტის შეზღუდვის კუთხით.

ისრაელში მთავარი გამოწვევა წყლის ნაკლებობაა. წყლის მთავარი არტერია მდინარე იორდანე, კინერეთის ტბის მთავარი შემავსებელიცაა. შედარებისთვის, საქართველოში 25 ათასზე მეტი მდინარეა. პარადოქსია, მაგრამ წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი ისრაელს მეტი აქვს, ვიდრე საქართველოს. 


ისრაელში სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის მხოლოდ 437 ათასი ჰექტარი, ანუ ტერიტორიის 20%-ის გამოყენებაა შესაძლებელი. წყლის რესურსების 80% ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშია თავმოყრილი, თუმცა, წყალუზრუნველყოფილი ძირითადად სამხრეთია – საირიგაციო წყლით უზრუნველყოფილი მიწების 65% სწორედ ქვეყნის სამხრეთზე მოდის.


  • თუ 1995 წელს ისრაელში 1 ფერმერი 15 ადამიანს კვებავდა, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 100-, 2014 წელს კი, 111- შეადგენდა.
  • ისრაელში მოსავალს წელიწადში ორსამჯერ იღებენ.
  • ისრაელი რძის წარმოების კუთხით მსოფლიოში ყველაზე მაღალპროდუქტიულობას აჩვენებს – 13 000 ლიტრს წლიურადევროპაში არსებული 6 000 ლიტრის საპირისპიროდ.
  • პომიდვრის მოსავლიანობა 1 ჰაზე 300 ტონაა.
  • მარცვლეულის დანაკარგი 0.5%-იამაშინ როცა, მსოფლიოში ეს მაჩვენებელი  20%- შეადგენს.


წარმატების გასაღები

ისრაელმა არა მხოლოდ მოახერხა მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო ტრანსფორმაციის შექმნა, არამედ გახდა გლობალური ლიდერი სოფლის მეურნეობისა და წყლის მენეჯმენტში. თითოეულ განვითარებად ქვეყანას წარმატების მისაღწევად საკუთარი გზა სჭირდება, მაგრამ ისრაელი შესაძლოა, განვითარებადი ქვეყნებისთვის ინსპირაცია იყოს.

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერის – ტონი ბლერის ინსტიტუტი გლობალური ცვლილებისთვის ისრაელის ტრანსფორმაციის მთავარ მოვლენას ასახელებს:

პირველი, ეს არის მთავრობის გრძელვადიანი ხედვა სოფლის მეურნეობისა და წყლის რესურსების მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინვესტიციები სოფლის მეურნეობასა და განათლებაში. მაგალითად, ისრაელის სახელმწიფოს შექმნის ადრეულ წლებში ბიუჯეტის 30% სოფლის მეურნეობასა და წყალზე, ასევე 30% განათლებაზე იხარჯებოდა. შეიქმნა მიზანმიმართული და მდგრადი აგროწარმოების პოლიტიკა და სპეციალიზებული საბჭოები, რომელიც ახორციელებდა კონკრეტული ქვესექტორების ხელშეწყობას.

მეორე, ესაა კარგად ორგანიზებული ფერმერთა ორგანიზაციები. ფერმერებს აქვთ კავშირი ასევე კარგად ორგანიზებულ წარმოების რგოლთან, რაც გადამწყვეტია ვაჭრობის გამარტივებისთვის. ეს კავშირი უზრუნველყოფს ფერმერთა კონკურენტუნარიანობას. ფერმერებს აქვთ წვდომა ფინანსებზე, კვლევებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მესამე არის ბაზარზე ორიენტირებულობა. ბაზარი არის „მეგზური ვარსკვლავი“ , როგორც მთავრობის, ასევე ფერმერებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრასა და კოორდინაციაში. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ თავიდანვე პარალელურად განვითარდა როგორც შიდა, ასევე საექსპორტო ბაზარი. ისრაელი საჭირო საკვები პროდუქციის 90%-ზე მეტს თავად აწარმოებს. თუმცა, მნიშვნელოვანია იმპორტიც. მაგალითად, ფრინველის ხორცისა და კვერცხის წარმოებით თითქმის 100% იკმაყოფილებს მოთხოვნას, თუმცა ფრინველის გამოსაკვებად მარცვლეული იმპორტირებულია.

მეოთხე – ისრაელს აქვს მულტიდისციპლინური და ინოვაციური მიდგომა ფერმერებისა და კერძო სექტორის პრობლემების გადასაჭრელად. ამ მიდგომის გასაღები არის ოქროს სამკუთხედი: მჭიდრო ურთიერთობა მკვლევრებს, მთავრობის მიერ დაქირავებულ სოფლის მეურნეობის მენტორებსა და ფერმერებს შორის. ამას ემატება მძლავრი აგროინდუსტრია, რომელიც აუცილებელია ინოვაციური გადაწყვეტილებების კომერციალიზაციისა და ქვეყნის მასშტაბით მათი ხელმისაწვდომისთვის.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება ისრაელის წარმატებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. Bloomberg Innovation Index 2021-ის მიხედვით, ისრაელი ინოვაციურ ეკონომიკებს შორის მე-7 ადგილზეა.

დაბოლოს, მეხუთე – ისრაელს ჰქონდა განვითარების ადრეულ ეტაპებზე საერთაშორისო მხარდაჭერა. მთავრობას შეეძლო დაეხარჯა უცხოეთიდან, დიასპორისგან მიღებული რესურსები ისეთ პროექტებზეც კი, რომელიც აუცილებელი იყო, მაგრამ არაპრაქტიკულად მიიჩნეოდა. ასეთი იყო მაგალითად, 250-კილომეტრიანი წყალსადენის აგება გალილეის ზღვიდან სამხრეთით, ნეგევის უდაბნომდე.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის აგროსასწაულის მთავარი მამოძრავებელი წვეთოვანი მორწყვა, წყლის გაწმენდა და მეორადი გამოყენებაა. ქვეყანა ჩამდინარე წყლების სამ მეოთხედს ასუფთავებს და მიწების 40%-ის სარწყავად ხმარობს.

ქვეყანამ წარმატებით განავითარა ის ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ზღვის წყლის დემინერალიზაციას, მლაშე წყლის გამოყენებას სოფლის მეურნეობაში და ისეთი პროდუქტების განვითარებას, რომლებიც ნაკლებ წყალს საჭიროებს. ქვეყანა ჰაერიდან წყლის ექსტრაჰირებასაც კი ახორციელებს.

წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი განათლებაა. საგანმანათლებლო სკოლების, კოლეჯების, უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტების არსებობა და მათი მაღალი დონე, სპეციალისტებისა და კადრების მაღალკვალიფიციურობა განსაზღვრავს იმას, რომ ისრაელი ახერხებს ყოველწლიურად ნაკლები რესურსით რაოდენობრივად მეტი და ხარისხობრივად მაღალი მოსავალი მიიღოს.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up