რატომ უჯდება საქართველოს აგროწარმოება თურქეთზე ძვირი

რატომ უჯდება საქართველოს აგროწარმოება თურქეთზე ძვირი

access_time2021-10-17 17:00:53

საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. ხელისუფლებაც მის ხელშესაწყობად მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს დებს, თუმცა, ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელს აგრომეურნეობის ზრდის ტემპი მაინც სამჯერ ჩამორჩება. წარმოების სიმცირის გამო, ქართული აგროპროდუქტები ადგილობრივ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და მათი დიდი ნაწილის უცხოეთიდან შემოტანა გვიწევს.

გარდა ამისა, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება ფერმერებს ძვირი უჯდებათ. ამიტომ, მათთვის მაღალი ფასის დადება უწევთ. მეორე მხრივ, შესაძლოა, იმპორტირებული, მაგალითად, თურქული პროდუქცია უფრო იაფი ღირდეს. ამიტომ, მაღალი ფასის შენარჩუნება და მოგების მიღება ქართველი ფერმერისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა.  

რატომ უჯდებათ წარმოება ასეთი ძვირი?  სტატიაში ამის რამდენიმე მიზეზს განვიხილავთ. 

დანაწევრებული მიწები

2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, მეურნეების დაახლოებით 77%-ს საშუალოდ 1 ჰა-ზე ნაკლები ფართობის მიწა აქვს, რომელზეც მეურნეობას ეწევა. შედარებისთვის, ევროკავშირში ერთ მეურნეზე საშუალოდ 16 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა მოდის. გარდა ამისა, ერთი ფერმერის მფლობელობაში არსებული ნაკვეთები ხშირად ერთმანეთისგან დაშორებულია. მცირემიწიანობისა და დაქუცმაცებული მიწების გამო, მასშტაბის მიხედვით ეკონომიის გაწევა ვერ ხერხდება და მათი დამუშავება უფრო დიდ ხარჯებს მოითხოვს. 

იგივე პრობლემის წინაშე არაერთი ქვეყანა მდგარა, თუმცა, მათმა ნაწილმა თანმიმდევრული პოლიტიკით  მიწების გადაცვლით, სწორი გადანაწილებითა და გამსხვილებით  მეურნეობის მასშტაბისა და ეფექტიანობის გაზრდა შეძლო. 

ტექნოლოგიები 

თანამედროვე ტექნოლოგიებზე ქართველ ფერმერების დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება. მიწები, ძირითადად, ისევ ძველი მეთოდებით მუშავდება, რაც წარმოების პროცესს აფერხებს, მეტ ძალისხმევასაც მოითხოვს და დროშიც იწელება.

მაგალითად, საქართველოში ერთ ჰექტარზე საშუალოდ 2.7 ტონა ხორბალი და სიმინდი მოჰყავთ, როცა ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ირლანდიაში, სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, იმავე ფართობის ტერიტორიაზე 9 ტონამდე მოსავალი მოდის

ინფრასტრუქტურა

აგრო-სასურსათო დარგის კიდევ ერთი პრობლემა ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს საქართველოში საირიგაციო სისტემა გაუმჯობესდა, სარწყავი წლის ნაკლებობა ჯერ კიდევ ბევრ ფერმერს უშლის წარმოებაში ხელს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც გვალვის პერიოდები ხშირია. დასავლეთში კი, წარმოებას უფრო მეტად სადრენაჟო სისტემების გაუმართაობა უშლის ხელს. 

განათლება

საქართველოში პროფესიული განათლება ჯერ კარგად განვითარებული არ არის, ფრაგმენტულია დუალური სწავლება, ქვეყანას არც საკმარისი კვალიფიციური კონსულტანტები ჰყავს. 


კლიმატურმა ცვლილებებმა წარმოების პროცესი მნიშვნელოვნად შეცვალა, თუმცა, ქართული განათლება აგრომეურნეობის დარგში ამ ახალ გამოწვევებსაც ვერ პასუხობს. მათთან გამკლავებას ფერმერები მოძველებული ცოდნითა და ექსპერიმენტებით ხშირად ისევ თავად ცდილობენ. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებობს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომელიც ცოდნის გაზიარებით ფერმერებს ამ და სხვა გამოწვევების დაძლევაში ეხმარება. 

იმპორტზე დამოკიდებულება

ბევრი ნედლეული საქართველოში იმპორტირებულია. ვალუტის გაძვირებასთან ერთად ძვირდება წარმოებისთვის საჭირო პროდუქტებიც. ასევე, მანქანა-დანადგარების გაფუჭების შემთხვევაში, შესაკეთებლად ფერმერებს დეტალების მოძიებაც უჭირთ. 

საბოლოოდ, ზემოჩამოთვლილ მიზეზთა ერთობლიობა აგროპროდუქტების წარმოების პროცესს აფერხებს და მის ეფექტიანობას უშლის ხელს. პარალელურად კი ფერმერებისთვის წარმოების ხარჯებსაც მნიშვნელოვნად ზრდის.


წყარო: business feed




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up