რატომ იკავებენ ინდუსები მაღალ პოსტებს IT-გიგანტებში?

რატომ იკავებენ ინდუსები მაღალ პოსტებს IT-გიგანტებში?

access_time2021-12-11 20:00:56

პარაგ აგრავალი, რომელიც ამ დღეებში სოციალური ქსელი „ტვიტერის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა, კიდევ ერთია იმ ათეულ და ასეულს ინდუსს შორის, რომელიც სილიკონის ველის სხვადასხვა მსხვილ თუ საშუალო მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში მოწინავე თანამდებობებს იკავებს.

სატია ნადელა (Microsoft), სუნდარ პიჩაი (Alphabet) სხვადასხვა რანგის ტოპ-მენეჯერები ისეთ გლობალურ კორპორაციებში, როგორც IBM, Adobe, Palo Alto Networks, VMWare, Vimeo – ყველანი ისინი წარმოშობით ინდუსები არიან.

მაშ როგორ მოხვდა, რომ ამ უმცირესობის წარმომადგენლები ასე წარმატებით ითვისებენ მაღალ პოსტებს ტექნოლოგიურ კომპანიები? თანაც ეს მაშინ, როდესაც ინდუსები წარმოადგენენ აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს, ხოლო სილიკონის ველის თანამშრომელთა 6%-ს ?

საინვესტიციო ჰოლდინგ Tata Sons-ის ყოფილი გენერალური დირექტორის რამანდარა გოპალაკრიშანის თქმით, ინდუსები იზრდებიან ქაოსურ, მოუწესრიგებელ გარემოში, სადაც მათ შორის ძალიან მაღალი კონკურენციაა, და ისინი პრობლემების სწრაფად გადაწყვეტას და ნებისმიერ გარემოსთან ადაპტირებას ბავშვობიდან სწავლობენ.

გარდა ამისა, ბევრ ინდუსს პირად ცხოვრებაზე მაღლა კარიერის დაყენება ახასიათებს, რაც ამერიკაში დამკვიდრებულ ზეგანაკვეთური შრომის კულტურას ზუსტად მიესადაგება.

4-მილიონიანი ინდური სათვისტომო შტატებში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მაღალგანათლებულია ამერიკაში. მილიონზე მეტი ინდუსი შტატებში მეცნიერებად და ინჟინრებად მუშაობს.

ამერიკის მიერ გაცემული შრომითი ვიზების 70% ინდიელ პროგრამისტებზე გაიცემა. შტატების მაღალტექნოლოგიური ქალაქებში უცხოური წარმოშობის ტექნიკური პერსონალის 40% ინდოელებზე მოდის.

60-ან წლებში აშშ-მა შეცვალა მიგრაციული პოლიტიკა და აქცენტი კვალიფიცირებული სპეციალისტების მოზიდვაზე გაკეთდა, რის შემდეგაც ამერიკაში დაიწყო ინდუსების მასობრივი მიგრაცია.

შტატებში მაღალგანათლებული ინდუსები ჩამოდიოდნენ - მეცნიერები, ინჟინრები, ექიმები, დღეს კი ძირითად პროგრამისტები.

ეს იყო საზოგადოების ელიტა - ისინი პრივილეგირებულ კასტებს მიეკუთვნებოდნენ, მათ ოჯახებს საკმარისი ფული ჰქონდათ შვილებისთვის კარგი განათლების მისაცემად, და ისინი ამერიკის შრომის ბაზარზე მოთხოვნად დარგებში, - ინჟინერიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, და. ა.შ., - დიდ ცოდნას ფლობენ.

მეწარმის და მეცნიერის ვივეკ ვადხას თქმით, ინდუსებს კარგი პიროვნული თვისებებიც აქვთ. სილიკონის ველში მათ კარიერის დაწყება ყველაზე დაბალი საფეხურებიდან უწევთ, ამიტომაც ისინი თავმდაბლობით გამოირჩევიან, ეს კი კორპორაციულ ამერიკაში ძალიან ფასობს.

ისეთმა მენეჯერებმა, როგორც სატია ნადელა და სუნდარ პრიჩაი კომპანიების მართვის სტილში სიფრთხილე, თვითანალიზი და რბილი მიდგომა შემოიტანეს, რამაც ისინი მაღალ პოსტებზე იდეალურ კანდიდატებად აქცია

„ თავმდაბლობამ და საქმის წარმოების რბილმა, არააგრესიულმა მანერამ მათ უზარმაზარი უპირატესობა მიანიჭა. ინდური საზოგადოების მრავალფეროვნება ასწავლის მათ რთულ და დელიკატურ სიტუაციებში ოპტიმალური გამოსავლის მოძიებას, ამას ტრადიციული შრომისმოყვარეობა ემატება“ - მიიჩნევს სააგენტო Bloomberg-ის მიმომხილველი მაღალი ტექნოლოგიების საკითხებში სარიტა რაი.

გარდა ამისა, ინდოეთში განათლების სისტემაში აქცენტი მათემატიკაზე და საბუნებისმეტყველო საგნებზე კეთდება, რამაც მაღალი ტექნოლოგიების დარგის აყვავება თავად ინდოეთში გამოიწვია.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაჩენილი ზრდის პერსპექტივების ფონზე, ინდუსი პროგრამისტებისთვის ამერიკაში დასაქმებამ ხიბლი ოდნავ დაკარგა.

„დღეს სილიკონის ველში გამგზავრების ნაცვლად, ბევრი ინდუსი ახალ სტარტაპების სამშობლოში ქმნის“ - ამბობს სარიტა რაი და წარმატებული ინდური IT-კომპანიების სულ უფრო დიდი რაოდენობა ამაზე ნათლად მეტყველებს.


ავტორი: თენგიზ აბლოთია


წყარო: BBC




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up