რატომ იქნება მიმზიდველი საქართველოში საერთაშორისო ფინანსური ზონები და რა უპირატესობა გააჩნია მას სხვა ქვეყნებთან

რატომ იქნება მიმზიდველი საქართველოში საერთაშორისო ფინანსური ზონები და რა უპირატესობა გააჩნია მას სხვა ქვეყნებთან

access_time2022-01-17 15:40:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რატომ იქნება მიმზიდველი საქართველოში საერთაშორისო ფინანსური ზონები და რა უპირატესობა გააჩნია მას სხვა ქვეყნებთან. როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დაინტერესებულ კომპანიებს ქვეყანა მათთვის მიმზიდველ, გარკვეულ სპეციალურ რეჟიმს შესთავაზებს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით.

„საერთაშორისო ფინანსური ცენტრების შექმნა ძალიან კარგი საშუალება იქნება საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომ დარეგისტრირდნენ საქართველოში, გადმოიტანონ საქმიანობა ამ ზონებში. ეკონომიკისთვის ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და არა მარტო უცხოური, ადგილობრივიც, რადგან ასეთ ზონებს წინ უსწრებს აქტიური დეველოპმენტი ამ ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე გარდა იმისა, რომ სპეციალური რეჟიმი უნდა ამოქმედდეს სამართლებრივი, ფისკალური, რეგულატორული, ასევე უნდა გაშენდეს მაღალი კლასის საოფისე თუ საცხოვრებელი ფართები. ეს დამატებითი ინვესტიციებია. ასევე, მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტია ჩვენი მოსახლეობის დასაქმება. ამ ზონების მომსახურებას განსაკუთრებით ბევრი კადრი სჭირდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბუღალტერია, აუდიტი, კომპიუტერული ტექნოლოგიები და IT ტექნოლოგიები, სხვადასხვა სახის კომუნალური მომსახურება და ა.შ. ეს იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც საქართველოს დააპოზიციონირებს როგორც ფინანსურ საერთაშორისო ჰაბს და შექმნის მაღალკვალიფიციურ პროფესიებზე მოთხოვნას“, - განაცხადა თურნავამ.

ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოს ამ მიმართულებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით გარკვეული უპირატესობები გააჩნია.

„რატომ მიგვაჩნია, რომ საქართველოში ასეთი ზონები იქნება წარმატებული და მიმზიდველი საერთაშორისო კომპანიებისთვის? - პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვართ სტრატეგიულად განლაგებული. თუნდაც დროითი სარტყელი, რომელიც საქართველოში მოქმედებს არის ისეთი, რომ ერთდროულად შეიძლება ეს ზონა მოემსახუროს როგორც აზიურ, ასევე ევროპულ ფინანსურ ბაზრებს, რაც მნიშვნელოვანია ამ ტიპის საქმიანობაში. ასევე მნიშვნელოვანია როგორც მაკროეკონომიკური, ასევე პოლიტიკური სტაბილურობა, ის რეფორმები, რაც საქართველოში გატარდა. საქართველო პოზიციონირებს როგორც დასავლურ მოდელზე ორიენტირებული ბიზნეს კანონმდებლობის განმავითარებელი ქვეყანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ბევრი სხვა ქვეყნისგან არსებული ბიზნეს კლიმატით გამოვირჩევით. ამას თუ დაემატება ის, რომ საკმაოდ ეფექტურია ჩვენთან ოფისების გადმოტანა და ბიზნესის კეთება იმ თვალსაზრისით, რომ ევროპულ და აზიურ ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ბევრად ნაკლებია თუნდაც კომუნალური მომსახურების ღირებულება, ცხოვრების დანახარჯი და ბიზნესის კეთების ხარჯიც უფრო ნაკლებია, ეს მიმზიდველი იქნება. რატომ ავარჩიეთ გონიო და თბილისი - მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავსი ზონა უნდა იყოს მსხვილ, ურბანულ ცენტრთან ახლოს განვითარებული, უნდა იყოს განთავსებული საერთაშორისო აეროპორტებთან ახლოს. ამავდროულად უნდა იყოს ცალკე კომპაქტური ტერიტორია. საქართველოში ბიზნესის კეთება არის არა მხოლოდ სარფიანი, არამედ, სასიამოვნოც იმიტომ, რომ საერთაშორისო კომპანიებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეგვიძლია შევთავაზოთ ძალიან სასიამოვნო, ტურისტული გარემო, რომლებსაც დაათვალიერებენ“, - განაცხადა თურნავამ.


რაც შეეხება დამატებით დეტალებს, თურნავას განმარტებით, ფინანსური ზონა გაითვალისწინებს სამი მიმართულებით სპეციალურ, განსხვავებულ რეჟიმებს - სამართლებრივი, რეგულატორული და ფისკალური.

„ვფიქრობთ, გარკვეულ სპეციალურ რეჟიმს შევთავაზებთ საერთაშორისო კომპანიებს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც მათთვის მიმზიდველი იქნება. ამისთვის მოწვეულია Rothschild ჯგუფი. ისინი დაგვეხმარებიან ცვლილებების პაკეტის ჩამოყალიბებაში. მეტ დეტალზე ამის შემდეგ ვისაუბრებ. მუშაობა უკვე იწყება და ვფიქრობ, წლის პირველ ნახევარში სრულად გვექნება ჩამოყალიბებული ეს პაკეტი და მეტი კონკრეტიკა იქნება“, - განაცხადა თურნავამ.

BPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up