გააუქმებს თუ არა k2 კოეფიციენტს პარლამენტი - რას ფიქრობს საკანონმდებლო ინიციატივაზე ალეკო ელისაშვილი

გააუქმებს თუ არა k2 კოეფიციენტს პარლამენტი - რას ფიქრობს საკანონმდებლო ინიციატივაზე ალეკო ელისაშვილი

access_time2022-12-08 16:45:12

მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი პარლამენტს k2 კოეფიციენტის გაუქმებას სთხოვს. აღნიშნული მოთხოვნა მოქალაქემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადების სახით გაუგზავნა. „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული მოქალაქე საკმაოდ აქტიურია და საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ მოსაზრებებს ხშირად გზავნის. დეპუტატი ამბობს, რომ k2 კოეფიციენტის გაუქმება შეუძლებელია და რომ აღნიშნულ ინიციატივაქს საკანონმდებლო დონეზე გაგრძელება ვერ მოჰყვება.


„ეს არის საკანონმდებლო წინადადება, როდესაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რაღაცა იდეა დაწეროს. კომიტეტი ამ საკითხს იხილავს და კენჭს უყრის შემდეგი მსვლელობა მისცეს თუ არა. ეს მოქალაქე ზოგადად საკმაოდ აქტიურია და ხშირად გზავნის საკანონმდებლო წინადადებებს. ამჯერად ამბობს, რომ სრულად გავაუქმოთ k2 კოეფიციენტიო და ეს არის აბსურდი.


k2 ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ურბანულ ცხოვრებაში. ეს არის მიწის ნაკვეთის მოცულობის მიხედვით და უბნის მიხედვით, უბნის შეზღუდვების მიხედვით სართულიანობის განსაზღვრა. ამ პრინციპის გაუქმება შეუძლებელია. ეს სერიოზული წინადადება არ არის და დარწმუნებული ვარ, ამის გატანა ალბათ იქნება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის კომიტეტში და კომიტეტი დიდი ალბათობით ამ საკითხის განხილვას უარს ეტყვის“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ალეკო ელისაშვილი.


აღსანიშნავია, რომ მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი ითხოვს, რომ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან საკანონმდებლო დონეზე გაუქმდეს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (k2) ცნება და ამოღებული იქნას მასზე არსებული ჩანაწერები სამ საკანონმდებლო აქტში: (1) საქართველოს კანონში ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ, (2) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში და (3) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში.


როგორც მოქალაქე მიიჩნევს, რომ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც მრავალი არაკეთილსინდისიერი პირი ცდილობს მოიპოვოს მშენებლობის უფლება თითქმის ყველა ქუჩაზე, გაზონზე, პარკში და სკვერში. ეს უკანონობა უნდა დამთავრდეს.



„დედაქალაქში, პარკ მზიურში, მავანთ დაწყებული აქვთ გზის მშენებლობა სკვერის ტერიტორიაზე, გაჩეხილია ხეები, მწვანე ნარგავები, განადგურებულია მწვანე საფარი, თუმცა მერია ამ უკანონობაზე არ რეაგირებს. თუ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გაუქმდება, დედაქალაქის და ქვეყნის მასშტაბით შეწყდება მასშტაბური კორპუსიზაცია, გიგანტური სამშენებლო პროექტები აღარ გამრავლდება და საქართველო არ დადგება ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე.


სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და ურბანულ განვითარებაზე. საქართველოში მშენებლობების უდიდესი ნაწილი თბილისზე მოდის და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება.


სამშენებლო სექტორის სწრაფი ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი საკანონმდებლო ლიბერალიზაცია იყო, რამაც პოზიტიურ მხარეებთან ერთად, მნიშვნელოვანი საფრთხეები შეუქმნა დედაქალაქის მდგრად ურბანულ განვითარებას.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 2011-2019 წლებში დედაქალაქის განაშენიანების პროცესის სამი მიმართულება: გაცემული ნებართვების საფუძველზე აშენებული და ასაშენებელი შენობების რაოდენობა და პარამეტრები; კანონმდებლობის დაცვა ნებართვის გაცემის დროს; სანებართვო პროცესის გავლენა საცხოვრებელი გარემოს ხარისხზე.


დასკვნა ნათლად ასაბუთებს, რომ 2011-2018 წლებში თბილისში ინტენსიური სამშენებლო განვითარება მიმდინარეობდა. აღნიშნული დაკავშირებული იყო დადგენილი პარამეტრების ინტენსიურ ზრდასთან და გაზრდილი პარამეტრების შესაბამისი ნებართვების გაცემასთან. აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი, საიდანაც გაზრდილი კოეფიცენტი 67%-ში (ანუ 171 ჰექტარზე) რეალიზდა მშენებლობის ნებართვის გაცემის გზით.


იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პერიოდში გაცემული ნებართვების დაახლოებით ნახევარში გამოყენებული იყო სპეციალური ზონალური შეთანხმება, ის კანონით დადგენილი გამონაკლისიდან მიღებულ პრაქტიკად იქცა. განაშენიანების ინტენსივობა უფრო მეტად იზრდებოდა შედარებით პრესტიჟულ უბნებში − საბურთალოსა და ვაკეში.


ანალიზმა აჩვენა, რომ სპეციალური ზონალური შეთანხმებების თითქმის ნახევარი ამ უბნებზე მოდის. 2018 წლიდან დაწყებულმა რეფორმებმა, საწყის ეტაპზე, დროებით შეამცირა სპეციალური ზონალური შეთანხმებების რაოდენობა და განაშენიანების ინტენსივობის ზრდის ტენდენცია. თუმცა, ეს რეფორმა აღმოჩნდა ეფემერული და იგი საბოლოოდ ვერ შედგა.


ქვეყნის გადარჩენა მოითხოვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გაუქმებას. პარკ მზიური-ს ერთ-ერთი სკვერის (მდებარე რაგბის ფედერაციის ოფისის უკანა მხარეს, ატენის ქუჩაზე ასასვლელ საფეხმავლო კიბესთან) განადგურების კონკრეტული ეპიზოდი (2022 წლის ოქტომბერი) ნათელი მაგალითია იმის, თუ რა მასშტაბებს მიაღწია ვაიბიზნესმენობამ და პროტექციონიზმმა სამშენებლო სექტორში“, - აღნიშნულია ზურაბ ვანიშვილის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ასევე მეორე თანაავტორიც ჰყავს: შალვა ხაჭაპურიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up