რატომ იზრდება ნავთობზე მოთხოვნა ელექტრომობილების ინდუსტრიის ეპოქაში

რატომ იზრდება ნავთობზე მოთხოვნა ელექტრომობილების ინდუსტრიის ეპოქაში

access_time2021-11-15 20:30:00

ელექტრომობილების გლობალურ პარკში ელექტრომობილების წილი 2045 წლისთვის 20%-მდე გაიზრდება და მათი რაოდენობა 500 მილიონს მიაღწევს. ამის შესახებ OPEC-ის მიერ გამოქვეყნებულ World Oil Outlook-ის (WOO) ანგარიშში არის ნათქვამი.


ელექტრომობილების ინდუსტრიის სწრაფი განვითარების მიუხედავად, ნავთობზე მოთხოვნა იზრდება, რისი მთავარი მიზეზიც პოსტპანდემიური გლობალური ეკონომიკის აღდგენის პროცესია. ამდენად, OPEC მიიჩნევს, რომ ნავთობზე დღიური მოთხოვნა 46-46,5 მილიონი ბარელამდე შენარჩუნდება.


„სავარაუდოა, რომ ნავთობზე მოთხოვნა სატრანსპორტო სეგმენტში სტაბილური იქნება და 2025 წლის შემდეგ დღეში 46-46,5 მილიონი ბარელის დიაპაზონში შენარჩუნდება,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ანგაიშში.


ამავდროულად, OPEC-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შიგაწვის ძრავის მქონე მანქანები ბაზარზე კვლავ დიდ წილს, დაახლოებით 76%-ს დაიკავებენ. ასეთ მანქანებზე მოთხოვნას, ძირითადად, განვითარებადი ქვეყნები უზრუნველყოფენ.


მანამდე ნავთობისა და გაზის კომპანია BP Singapore-ის პრეზიდენტმა იუჯინ ლეონგმა განაცხადა, რომ ნავთობის მოხმარება პანდემიამდელ დონეს მომავალი წლის მესამე კვარტალში დაუბრუნდება. მისი თქმით, 2022 წელს დღიური მოთხოვნა, საშუალოდ, 3,8 მილიონი ბარელით გაიზრდება.


კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრმა (Columbia University’s Center on Global Energy Policy), ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლისა (SIPA) და დევისის ტრანსპორტის კვლევების ინსტიტუტის (ITS-Davis) მხარდაჭერით, გასულ წელს კვლევა ჩაატარა. დადგინდა 4 სცენარი, თუ როგორი იქნება ნავთობზე მოთხოვნა 2030 წლამდე და როგორ შეიძლება კოვიდპანდემიამ, ასევე, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, სოციალურმა და ტექნოლოგიურმა ფაქტორებმა გავლენა მოახდინონ გრძელვადიან სატრანსპორტო საქმიანობასა და ნავთობის გლობალურ მოთხოვნაზე.



ოთხი სცენარიდან სამში კეთდება პროგნოზი, რომ ნავთობზე გლობალური მოთხოვნა 2030 წლამდე გაიზრდება, რაც საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) პროგნოზსაც შეესაბამება.


„იძულებითი აღორძინების“ სცენარი გარემოსდაცვით სტიმულირებაში მთავრობის ძლიერ ჩარევას გულისხმობს. ამასთან, ციფრული მობილობის ტექნოლოგიების დაჩქარებული დანერგვითა და ეკონომიკის ნელი ტემპით აღდგენა 2025 წლის შემდეგ ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას განაპიროებს, რადგან სუსტი ეკონომიკა ნავთობის მთლიანი მოხმარების შემცირებას ხელს უწყობს.


ავტორების ძირითადი დასკვნა არის ის, რომ მთავრობის კლიმატის პოლიტიკა და ტექნოლოგიური ინოვაციები ნავთობზე გლობალურ მოთხოვნას ისე სწრაფად ვერ შეამცირებს, რომ მსოფლიომ გლობალური ტემპერატურის ზრდა 1,5°C-მდე შეინარჩუნოს.


„მთავრობებმა ეკონომიკის მწვანე ტრანსფორმირებისთვის კოვიდპანდემიის სათანადო გამოყენება ვერ გაბედეს. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოლო მოხსენება მიუთითებს, რომ 2021 წლის თებერვლამდე ეკონომიკის აღდგენის გრძელვადიანი დაფინანსების 2 ტრილიონი დოლარიდან „მწვანე ხარჯებს“ მხოლოდ 341 მლრდ დოლარი (დაახლოებით 18%) მოხმარდა,“ - ნათქვამია კვლევაში.


2030 წელს ახალი მანქანების გაყიდვების 31%-ს ელექტრომობილები შეადგენენ. ამასთან, გლობალური ეკონომიკის ძლიერი ზრდა მომხმარებლებს, ასევე, უბიძგებს, უფრო ძვირი ტექნოლოგიები მიიღონ. ამ სცენარით, ელექტრომობილების ღირებულება შიდა წვის ძრავების ღირებულებას 2025 წელს გაუთანაბრდება.


მიუხედავად ამისა, კვლევაში ნათქვამია, რომ ნავთობქიმიაზე მოთხოვნა პანდემიისგან სწრაფი აღდგენისა და გლობალური ეკონომიკის ძლიერი ზრდის გამო მაღალი იქნება.


„თუმცა, ხელისუფლება სულ უფრო მეტდ სტიმულირებს ერთჯერადი პლასტმასის რაოდენობის შემცირებასა და გადამუშავების ზრდას. 2030 წლისთვის ერთჯერადი პლასტმასის აკრძალვა ამჟამინდელი 3%-დან 6%-მდე გაიზრდება, ხოლო გლობალური გადამუშავება გაორმაგდება და არსებული 12%-დან 24%-მდე გაიზრდება,“ - ნათქვმაია კველვის ანგარიშში.


ამერიკელი ექსპერტების პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრი აღდგენის შედეგად, Brent-ის ნავთობის რეალური ფასი 2025 წელს ბარელზე 70 დოლარს მიაღწევს, თუმცა 2030 წელს 55 დოლარამდე შემცირდება. ამის მიზეზი მთავრობის რეგულაციები იქნება, რაც ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის ტემპს ამცირებს.



bpn.ge



თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up