რატომ იზრდება საპროცენტო განაკვეთები მთელ მსოფლიოში

რატომ იზრდება საპროცენტო განაკვეთები მთელ მსოფლიოში

access_time2022-04-29 18:30:00

გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით დოლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. 2021 წლის იანვართან შედარებით, საქართველოში ფიზიკურ პირებზე გაცემულ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია 0,9 პროცენტული პუნქტით, სამომხმარებლო სესხებზე - 0,8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სულ საცალო სესხებზე - 0,7 პროცენტული პუნქტით.


2022 წლის დასაწყისიდან, ინფლაციასთან ბრძოლისთვის დასავლურმა ცენტრალურმა ბანკებმა რამდენჯერმე გაზარდეს რეფინანსირების განაკვეთი.


მიზეზები, რის გამოც დოლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი იზრდება:


რუსეთ-უკრაინის ომმა საერთაშორისო სასაქონლო ბაზარზე ნავთობის, საკვები პროდუქტებისა და სხვა სასაქონლო ჯგუფების დეფიციტის რისკები გააჩინა, რაც სამომხმარებლო ფასებზე დამატებითი წნეხი აღმოჩნდა. შედეგად, აშშ-ში, ევროზონასა და დიდ ბრიტანეთში, მიმდინარე წლის თებერვლის მდგომარეობით, სამომხმარებლო ფასების ბოლო ორი ათწლეულის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.


ინფლაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი საპროცენტო განაკვეთების ზრდაა. ცენტრალური ბანკის მიერ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი ეკონომიკაში მოთხოვნას ამცირებს და ამ გზით ფასების დასტაბილურებას უზრუნველყოფს.



ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ სამომხმარებლო დანახარჯები გაიზარდა, რამაც ფასებზე დამატებითი ზეწოლა შექმნა.


რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და რატომ იზრდება კომერციულ ბანკებში დოლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი?


საქართველოში, ისევე როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, მოქმედი ფინანსური ინსტიტუტები უცხოური ვალუტის ფინანსურ რესურსს ძირითადად საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან იზიდავენ. აღნიშნულ ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთებს განსაზღვრავს როგორც შესაბამისი ვალუტების მიმდინარე და მოსალოდნელი განაკვეთები, ასევე მსესხებელთან დაკავშირებული რისკები. ვინაიდან მიმდინარე პერიოდში გაზრდილია როგორც მიმდინარე და მოსალოდნელი განაკვეთები, ასევე რეგიონის რისკები, უცხოური ვალუტის ფინანსური რესურსის მოზიდვა ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს მნიშვნელოვნად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების ფასად უწევთ. შესაბამისად, აღნიშნული ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტებისა და გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებშიც აისახება.


არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ადასტურებს, რომ ქართულ კომერციულ ბანკებს გაუძვირდათ უცხოურ ვალუტაში მოძიებული სახსრები და ამასთან, რეგიონული რისკები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც საბოლოოდ, დოლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთზე აისახება.


„მსოფლიოში თითქმის ყველგან და განსაკუთრებით აშშ-ში, რომელიც დოლარის საშუალო საპროცენტო განაკვეთებს განსაზღვრავს, ინფლაციის გამო სესხები ძვირდება. თავისთავად ამან გამოიწვია ის, რომ ქართულ ბანკებს გაუძვირდათ უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრები და ასევე, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რეგიონული რისკები, რაც უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ და დაწესებულ სანქციებს. სამწუხაროდ, გვინდა თუ არა, ისეთ რეგიონში გვიწევს ცხოვრება, სადაც რუსეთია მეზობელი და სადაც უსაფრთხოების რისკები ყოველდღიურად იზრდება. რისკების ზრდა კი სამწუხაროდ, იწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც,“ - განმარტა გიორგი კეპულაძემ.


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up