რატომ მცირდება მსოფლიოში საქონლის ხორცზე მოთხოვნა?

რატომ მცირდება მსოფლიოში საქონლის ხორცზე მოთხოვნა?

access_time2023-02-01 21:30:41

2022 წელს მსოფლიოში საქონლის ხორცზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა და მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ინფლაცია მცირდება, ამ ტიპის ხორცის მოხმარებაც შემცირდება, წერს Bloomberg. აღსანიშნავია, რომ საქონლის ხორცზე მოთხოვნა იმ ქვეყნებში იკლებს, სადაც მას ყველაზე ხშირად მიირთმევენ. მაგალითად, არგენტინაში, სადაც სტეიკები ეროვნული კულტურის ნაწილია.


საქონლის ხორცის მწარმოებელი Ciccra-ს მონაცემებით, 2022 წელს ძროხის ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 47,2 კგ-ს შეადგენდა, ხოლო 2007 წელს ეს მაჩვენებელი 68,7 კგ იყო. საქონლის ხორცის მოხმარების შემცირება ქვეყანაში ფასების მატებით არის განპირობებული, რის გამოც არგენტინელებმა დაიწყეს მეტი ქათმის ხორცის შეძენა - 20 წლის განმავლობაში მოთხოვნა 18 კგ-დან 46 კგ-მდე გაიზარდა.



41 წლის ბუენოს-აირესის მკვიდრმა ომარ ანიბალ სოსამ თქვა, რომ სტეიკებს ყოველ შაბათ-კვირას ამზადებდა, ბოლოს კი ასადო (არგენტინული მწვადი) თვეზე მეტი ხნის წინ მოამზადა.




გარდა ამისა, საქონლის ხორცის მოხმარება ასევე შემცირდა გასულ წელს ბრაზილიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. საცალო ვაჭრობისა და მომხმარებელთა კვლევის კომპანიის NielsenIQ-ის მონაცემებით, 2022 წელს აშშ-ში ძროხის ხორცის შესყიდვები 4%-ით შემცირდა, ხოლო შემწვარი ხორცისა და სტეიკის გაყიდვები შემცირდა დიდ ბრიტანეთში.




იმავდროულად, 2023 წელს არგენტინაში საქონლის ხორცზე მოთხოვნა 2%-ზე მეტით შემცირდება, აშშ-ში - თითქმის 5%-ით. დიდ ბრიტანეთში, სასურსათო მაღაზიებიდან და რესტორნებიდან საქონლის ხორცის შესყიდვა წინა წელთან შედარებით უკვე 5,8%-ით შემცირდა, გადამუშავებული ხორცის გაყიდვები შემცირდა 22%-ით, სტეიკის 19%-ით.


თეგები:
ხორცი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up