რატომ მოქმედებს გეოპოლიტიკური რისკები რუსულ ფინანსურ ბაზარზე?

რატომ მოქმედებს გეოპოლიტიკური რისკები რუსულ ფინანსურ ბაზარზე?

access_time2022-01-30 19:00:33

რუსული ფინანასური ბაზარი არასტაბილურობამ მოიცვა და ამის მიზეზია უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის ზრდა. 13-18 იანვარს რუსეთის საფონდო ბირჟის ინდექსი 14,6%-ით შემცირდა, პანიკა დღესაც გრძელდება.

ძნელი წარმოსადგენია ასეთი რამე შტატებში, სადაც, მაგალითად, Tesla-ს და Apple-ის აქციების ღირებულება ნაკლებადაა დამოკიდებული საგარეო პოლიტიკაზე. საზოგადოებამ უკვე ნახა და დარწმუნდა, რომ არც კონფლიქტმა ჩინეთთან, არც ომმა ერაყში და არც სამარცხვინო გაქცევამ ავღანეთიდან ბაზრის მნიშვნელოვანი ვარდნა არ გამოიწვია.

რატომ ხდება რუსეთში სხვანაირად? - არის 2 ძირითადი ფაქტორი, რომელიც საფონდო ბაზარზე გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენას ზდრის. პირველ რიგში, ესაა უცხოური მოთამაშეების დიდი რაოდენობა. მოსკოვის ბირჟაზე აქციებით ვაჭრობაში არარეზიდენტების წილი 48%-ს შეადგენს.

მეორე ისაა, რომ რუსული ფინანსური ბაზარი განვითარებადად ითვლება, შესაბამისად, ის უფრო მაღალრისკიანი, რაც ინვესტორების ქცევის გარკვეული მოდელს გულისხმობს.

ამ 2 ფაქტორიდან გამომდინარე, რუსულ ბაზარზე ინვესტიციების თითქმის ნახევარი მოკლევადიანია, ამიტომაც კაპიტალების გატანა იწყება ყოველთვის, როგორც კი პოლიტიკური რისკები მატულობს.

თანაც, ამჟამმიდნელი პოლიტიკური გამწვავება ახალი სანქციების, SWIFT-სგან გათიშვის, დოლარებში ანგარიშსწორების შეზღუდვის და სხვა მძიმე აკრძალვების მუქარების ფონზე ხდება. ამ მდგომარეობაში, ბუნებრივია, რომ არარეზიდენტებს ურჩევნიათ თავი დაიზღვიონ და ვითარებაბის გაუმჯობესებამდე  კაპიტალები უფრო უსაფრთხო ადგილას შეინახონ.

რუსული ფინანსური ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყირიმის გამოცდილება. 2014 წელს რუსეთმა ყირიმის მიერთების ოპერაცია დაიწყო.


2014 წლის დასაწყისში, ყირიმამდე, რუსეთის საფონდო ბირჟის ინდექსი 1301 იყო, თუმცა, წლის მანძილზე ის მნიშვნელოვნად დაეცა - 2 წლის მანძილზე მან 47% დაკარგა და ფსკერამდე - 745 პუნქტამდე შემცირდა, და კრიზისამდელ ნიშნულს მხოლოდ 2019 წლის სექტემბერში დაუბრუნდა. ეს იყო ის ფასი, რომელიც რუსულმა საფონდო ბაზარმა ყირიმის გამო გადაიხადა. შედარებითვის - ამ წლების მანძილზე ამერიკული საბირჟო ინდექსი S&P 500 თითქმის 60%-ით გაიზარდა.

სხვათა შორის, პოლიტიკური რისკები სხვა, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებზეც აისახება. მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ფონზე აშშ-ში ბირჟების მუშაოდა 1 კვირით საერთოდ შეაჩერეს, 6 დღის მანძილზე ინდექსი Dow Jones Industrial 18%-ით შემცირდა, და აღდგენისთვის მას მხოლოდ 1,5 თვე დასჭირდა.

აქედან გამომდინარე შეიძლება დასკვნის გაკეთება: რუსეთში მომუშავე ადგილობრივმა თუ უცხოელმა ინვესტორმა ამ ქვეყნის სპეციფიკა და არსებული საბაზრო რისკები კარგად იცის, მაგრამ ამავე დროს არარეზიდენტი სპეკულიანტების დიდი რაოდენობა ნეგატიურ რეაგირებას ამძაფრებს.

როგორც წესი, გეოპოლიტიკური რისკების გავლენა მოკლევადიანია და გამოცდილი ინვესტორები ასეთ პერიოდში პანიკურად არ გარბიან. მაგრამ ყირიმის მაგალითი აჩვენებს, რომ ზოგჯერ ნეგატიური ფაქტორები იმდენად ძლიერია, რომ საფონდი ბაზარი ამის შედეგებს წლების მანძილზე ვერ ინელებს. ეს კი ინვესტორებს, განსაკუთრებით რიგითებს, სიფრთხლისკენ უბიძგებს.

ყველაზე სწორი რაც დღეს რუსეთში ინვესტორს შეუძლია - ეს საკუთარ თავს კითხვა დაუსხვას - „გაუძლებს შენი ფინანსური მდგომარეობა „ყირიმულ“ ვარიანტს?“.

თუ პასუხი უარყოფითი იქნება - არ გარისკოთ და თქვენი დაბანდებები დააზღვიეთ. დაცვის საუკეთესო გზა ამ შემთხვევაში - პორტფელის დივერსიფირებაა.



ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: Forbes 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up