რატომ მყარდება რუბლი - „როცა საქმე რუბლს ეხება, ეს მცირე მანიპულაციაზე მეტია, ესაა დიდი მანიპულაცია

რატომ მყარდება რუბლი - „როცა საქმე რუბლს ეხება, ეს მცირე მანიპულაციაზე მეტია, ესაა დიდი მანიპულაცია"

access_time2022-05-23 17:40:00

მიუხედავად დასავლეთის მთელი რიგი სანქციებისა, რუსული ვალუტა უკვე რამდენიმე კვირაა სტაბილურად მყარდება. მეტიც, დღეს რუბლის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით ფაქტობრივად, 5-წლიან მაქსიმუმზეა.



არადა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლური სამყაროს სანქციებმა რუსული რუბლი საგრძნობლად გააუფასურა. მარტის დასაწყისში 1 ევროს ღირებულებამ 144 რუბლს მიაღწია, რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნული იყო.



ერთი შეხედვით, რუსეთის ეკონომიკურ ბლოკადას, საფინანსო სისტემა SWIFT-დან გარიცხვასა თუ ეროვნული ბანკის უცხოური რეზერვების გაყინვას რუბლის გაუფასურების ტენდენცია უნდა შეენარჩუნებინა. თუმცა, რუსულმა ვალუტამ გამყარება და ძველი ფორმის აღდგენა მოახერხა.




23 მაისისთვის 1 დოლარი 60.03 რუბლი ღირს, ხოლო 1 ევროს ფასი 63.66 რუბლია. თითქმის ბოლო 5 წელია, რუბლი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით ასეთი მყარი არ ყოფილა და ამ მხრივ დღეს მსოფლიოში საუკეთესო შედეგით გამოირჩევა.

რუბლის გამყარება რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. მათგან ერთ-ერთი მთავარი კი რუსეთზე დაწესებულ სანქციებში ერთგვარი ხვრელის მოძებნას უკავშირდება.



სანქციების მიზანი უცხოურ ვალუტებზე, განსაკუთრებით კი, ევროსა და დოლარზე წვდომის შეზღუდვაა, თუმცა რიგი ევროპული ქვეყნები, მათ შორის გერმანია და იტალია, რუსული გაზის შესყიდვას კვლავ აგრძელებენ. ევროპის დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე ჯერ კიდევ დიდია და მოკლევადიან პერიოდში ბაზარზე ალტერნატიული მომწოდებლების მოძებნაც რთულია.


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, „არამეგობრულ“ ქვეყნებს რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაეხადათ ევროსა და დოლარის მაგივრად, რამაც რუბლის კურსზე დადებითად იმოქმედა. მოგვიანებით პოზიცია შეიცვალა და ახლა უცხოურ ქვეყნებს გაზის საფასური შეუძლიათ სხვა ვალუტაშიც გადაიხადონ, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სპეციალურ ანგარიშს გახსნიან „გაზპრომბანკში“, რომელიც გადახდილ თანხას ეროვნულ ვალუტაში ახურდავებს.

რუბლის კურსს დიდწილად რუსეთის ცენტრალური ბანკის მკაცრი ინტერვენციაც განსაზღვრავს და მიაჩნიათ, რომ მოსკოვში ვალუტას ხელოვნურად ამყარებენ.




რუბლის გადასარჩენად ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები გააორმაგა და 20%-მდე გაზარდა, ადგილობრივ ფირმებს უცხოურ ვალუტაზე წვდომა შეუზღუდა და დააწესა ლიმიტი ვალუტის გადაცვლაზეც. შეზღუდვების გამო რუსეთის მოქალაქეებს ეროვნული ვალუტის სხვა ვალუტაში გადაცვლა აღარ უღირთ.



გარდა ამისა, მთავრობა რუსულ ბიზნესებს ავალდებულებს, მათ მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული თანხის 80% ეროვნული ვალუტაში გადაცვალონ. ეს მოთხოვნას რუსულ რუბლზე ხელოვნურად ზრდის და მის გამყარებას იწვევს.



აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ რუბლის გამყარება მანიპულაციის შედეგია.



„ხალხს რუბლის გადაცვლა ეზღუდება, რაც ვალუტას ხელოვნურად ამყარებს. თუმცა ეს ტენდენცია არამდგრადია და თქვენ ცვლილებებს იხილავთ. როცა საქმე რუბლს ეხება, ეს მცირე მანიპულაციაზე მეტია, ესაა დიდი მანიპულაცია“, - ამბობს ბლინკენი NBC-თან.




რამდენად შეძლებს რუსული რუბლი კურსის შენარჩუნებას და მუშაობს თუ არა სანქციები?

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (IIF) პროგნოზით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა დრამატულად, 15%-ით შემცირდება. 2023 წელს კი 3%-იანი კლებაა მოსალოდნელი, რამაც 15-წლიანი ეკონომიკური ზრდის წყალში ჩაყრა უნდა გამოიწვიოს.



საერთაშორისო საფინანსო ფირმა „გოლდმან საქსის“ თანახმად, რუსეთის მშპ 2022 წელს 10%-ით შემცირდება, იმპორტი 20%-ით, ექსპორტი კი 10%-ით დაიკლებს. მოსალოდნელია ინფლაციის 20%-მდე ზრდაც. ეკონომიკის 11.2%-ით შემცირებას პროგნოზირებს მსოფლიო ბანკიც.



ეკონომისტების აზრით, ახლა ყველაფერი ომის სცენარზე, მის ხანგრძლივობასა და რუსეთის სამომავლო ქმედებებზეა დამოკიდებული, თუმცა, რუსეთის სამხედრო აგრესიის გაჭიანურების შემთხვევაში, სანქციებს ეფექტი აუცილებლად ექნება და ადრე თუ გვიან, რუბლამდეც მიაღწევს.



ban.ge


თეგები:
რუბლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up