რატომ პასიურობს რუსეთი მთიან ყარაბაღში?

რატომ პასიურობს რუსეთი მთიან ყარაბაღში?

access_time2020-10-02 19:00:58

საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო, მაგრამ რუსეთი აქტიურობას არ ჩქარობს და ჩრდილშია.

 

რუსეთმა ყველა მხარისგან საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა  თუმცა, არა ულტიმატუმის სახით.

 

ამავე დროს, ყველამ ვიცით, რომ მოსკოვი პოსტსაბჭოთა სივრცეს თავის „უკანა ეზოდ“ მიიჩნევს და ძალიან ღიზიანდება, თუ იქ ვინმე უცხო გამოჩნდება, მათ შორის თურქეთი. სამხრეთ კავკასიას რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა გარკვეული მიზეზების გამო აქვს - პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიული მარშრუტები გადის. აქვეა გაზსადენები და ნავთობსადენები, რომლებიც კასპიური ენერგომატარებლების რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში ტრანსპორტირებას ახორციელებენ.

 

ამიტომაც, მოსკოვისთვის ამ რეგიონის კონტროლი შუა აზიის კონტროლს და მსოფლიო ენერგობაზარზე საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ნიშნავს.

 

მეორეც - ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის შემადგენლობაში   - საკმაოდ რთული და ფეთქებადსაშიში რეგიონია და ამიტომაც, ანტირუსული ძალის ხელისუფლებაში მოსვლა სამხრეთ კავკასიის ნებისმიერ ქვეყანაში რუსეთისთვის ამ რეგიონში სტაბილურობისთვის საფრთხეს ნიშნავს.

 

რა თქმა უნდა, რუსეთი ყველაფერს ვერ აკონტროლებს

 - მაგალითად, მან ვერ შეძლო საქართველოსა და სომხეთში ფერადი რევოლუციების შეჩერება, თუმცა, საქართველოს ნატოსკენ სვლას ძალიან წარმატებით აფერხებს.


 

თუ ეს ასეა  - რატომ არ ეხმარება რუსეთი დღეს სომხეთს და არ უშლის ხელს აზერბაიჯანს შეტევაში?

 

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - პირველ რიგში ის, რომ ომი სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს - ეს იმის მიუხედავად, რომ ერევანი რუსეთის ომში ჩათრევას დაჟინებით ცდილობს.

 

მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ომი სამხრეთ კავკასიაში აქ სტრატეგიული პროექტების შეჩერებას ნიშნავს, რაც რუსეთს ძალიან აწყობს.

 

მესამე მიზეზია სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც ხელისუფლებაში ფერადი რევოლუციის მოვიდა, და რუსეთისგან თავისი ქვეყნის მეტი დამოუკიდებლობის მომხრეა.

 

თანაც 25 სექტემბერს სომხეთში დააკავეს ერთ-ერთი ოპოზიციონერი, მილიარდერი და რუსეთთან მჭიდრო კავშირის მქონე გაგიკ ცარუკიანი. ამ ნაბიჯით პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობების საბოლოოდ გაფუჭება მოახერხა.

 

არც თუ ისე დიდი ხნის წინ სომხეთის მთავრობაში დააყენეს საკითხი ქალაქ გიუმრუდან რუსული ბაზის გაყვანის თაობაზე. ამ დროს ბაქო მოსკოვთან თბილ ურთიერთობებს ინარჩუნბეს.

 

შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ პარადოქსალურ სიტუაციას - შესაძლოა თურქეთის და აზერბაიჯანის ინტერესები რეგიონში რუსეთის ინტერესებს დაემთხვეს.

 

Chumuhuriet (თურქეთი)


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up