რატომ შეიზღუდა „საყოველთაო ჯანდაცვაში“ დამატებითი სერვისების მიღება

რატომ შეიზღუდა „საყოველთაო ჯანდაცვაში“ დამატებითი სერვისების მიღება

access_time2022-11-09 09:00:00

„დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ პაციენტს თანაგადახდის დადგენილი წილის გარდა არანაირი თანხის, მათ შორის არც კვების საფასურის გადახდა არ მოუწევს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.


მან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებითაც, რომ კლინიკებს აღარ აქვთ უფლება, პაციენტს დამატებითი თანხები მოთხოვონ. გაბუნიამ განმარტა, რომ თუ პაციენტს დამატებითი მომსახურების მიღება სურს, შეუძლია კერძო სადაზღვევო სქემებით ისარგებლოს ან სამედიცინო სერვისის მთელი ღირებულება თავად დაფაროს.


„ახალი მეთოდის დანერგვის მთავარი პრინციპი არის ის, რომ პაციენტი თავისუფალი იყოს დამატებითი გადასახადისგან გარდა იმ თანაგადახდისა, რომელიც ეკუთვნის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, რაც რიგ შემთხვევაში არაფერი არ არის, საპენსიო ასაკისთვის შეიძლება იყოს 10%, ხოლო 30% – თუ პაციენტს აქვს შედარებით მაღალი შემოსავალი და სოციალური სტატუსი. სხვა ნებისმიერი დამატებითი გადასახადი, იქნება ეს კვება თუ რაიმე სხვა, მაგალითად „ვიაიპი“ პალატა და ა.შ., არ უნდა გადაიხადოს პაციენტმა. კვება დაფარულია იმ ანაზღაურების ფარგლებში, რასაც კლინიკა დიარჯით მიიღებს,“ – განაცხადა გაბუნიამ.


მისი თქმით, დამატებითი მომსახურებების, მაგალითად „ვიაიპი“ პალატის გადახდის საშუალება პაციენტს აქვს კერძო დაზღვევის საშუალებით ან საკუთარი ჯიბიდან გადახდის პირობით.


მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებითი და განსაკუთრებული სერვისები არ ანაზღაურდება და პროგრამა მიმართულია იქითკენ, რომ უზრუნველყოს ბაზისური საჭიროებების თანაბრად დაკმაყოფილება.



ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, მთავარი ხარისხის მექანიზმია, ამიტომ ხდება დაკვირვება ბაზისურ ინდიკატორებზე – მათ შორის იმაზე, როგორ შეიცვალა პაციენტის კლინიკაში დაყოვნების დრო. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ იმაზე ნაკლები დროის განმავლობაში არ დაყოვნდეს პაციენტი კლინიკაში, ვიდრე მას სჭირდება. ამასთან, თუ კლინიკა პაციენტს ვადაზე ადრე გამოწერს, მაღალია ალბათობა, რომ მას რეჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, რაც სამედიცინო დაწესებულებას არ აუნაზღაურდება.


თამარ გაბუნიას განცხადებით, დიარჯი „სვამს“ ერთ ტარიფს, ხოლო რომელ ექიმს, კვალიფიკაციის მიხედვით, რა მოცულობის ჰონორარს გადაუხდის, ეს სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტის გადასაწყვეტია.


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე 1 ნოემბრიდან გადავიდნენ. DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.


მთავარი პოზიტიური შედეგი, რომელსაც დაფინანსების ეს სისტემა გულისხმობს, პაციენტის მიერ დამატებითი თანხის გადახდის პრაქტიკის აღმოფხვრაა.


წყარო: jandacva.ge



თეგები:
DRG-მოდელი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up