რატომ შემცირდა Airbnb-ზე  განთავსებული გასაქირავებელი ბინების რაოდენობა?

რატომ შემცირდა Airbnb-ზე განთავსებული გასაქირავებელი ბინების რაოდენობა?

access_time2022-12-23 16:30:13

Airbnb-ზე საქართველოში განთავსებული გასაქირავებელი ბინების რაოდენობა დაახლოებით 35%-ითაა შემცირებული. როგორც „კომერსანტთან“ Airbnb მენეჯმენტ კომპანია Wehost-ის დამფუძნებელმა ნიკა ანჯაფარიძემ განაცხადა, გასულ წელს გაქირავების პლატფორმაზე, 17 ათასი აქტიური ბინა იყო წარმოდგენილი,  დღეისთვის კი 6 ათასი ბინით ნაკლებია.


ნიკა ანჯაფარიძის თქმით, რუსი მიგრანტების შემოსვლამ Airbnb-ზე დადებითად მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში იმოქმედა, ხოლო შემდეგ ისინი გრძელვადიანი გაქირავების სეგმენტში გადავიდნენ.


რუსი ტურისტების მხრიდან იყო ბინის მეპატრონეებთან პირდაპირი მოლაპარაკებება, ან თავად ბინის მეპატრონეებს აწყობდათ გრძელვადიანი გაქირავების სეგმენტში გადასვლა.


„Airbnb-ზე აქტიური ბინების რაოდენობა შემცირდა, რადგანაც ამ ხალხის შემოსვლამ გამოიწვია უფრო გრძელვადიანი გაქირავების ბაზრის განვითარება. Airbnb-ზე ეფექტი იყო 2 კვირამდე ჯავშნებზე და ამის შემდეგ ეს ადამიანები ეძებდნენ ბინებს გრძელვადიანი დაქირავებისთვის, რადგანაც ეს ხალხი საქართველოში მინიმუმ 6 თვით შემოვიდა.




წინა წელს საქართველოდან Airbnb-ზე 17 ათასი აქტიური ჰოსტინგი იყო, ახლა კი შემცირებულია და 11 ათასამდეა. რეალურად, Airbnb-ის გამოყენება შემცირდა“, - აცხადებს ნიკა ანჯაფარიძე.



Wehost-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ დღეისათვის Airbnb-ზე ჯავშნების რაოდენობა სტაბილურია.


„დაახლოებით 85%-იანი დატვირთვა გაქვს. ჯავშნები ძირითადად შემოდის რუსეთიდან და დსთ-ს სივრცის ქვეყნებიდან“, - განმარტავს ანჯაფარიძე.



რაც შეეხება ბინების ფასებს, Airbnb-ის მენეჯმენტ კომპანია Wehost-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ზრდა 30%-ია.



შეგახსენებთ, რომ Wehost არის პირველი Airbnb მენეჯმენტ კომპანია საქართველოში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up