რატომ შემცირდა ქართული ცხვრის ექსპორტი

რატომ შემცირდა ქართული ცხვრის ექსპორტი

access_time2022-10-26 09:00:04

საქართველოდან ცხვრის ექსპორტი 42%-ითაა შემცირებული. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 24,082.44 ათასი დოლარის ღირებულების ცხვარი გაიყვანა, 2022 წლის 9 თვეში კი კი 16,989.57 ათასი დოლარის ღირებულების.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ცხვრის ექსპორტის თითქმის ნახევარი აზერბაიჯანში განახორციელა.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტი განახორციელა შემდეგ ქვეყნებში:

  • აზერბაიჯანი - 8,459.07 ათასი დოლარი

  • საუდის არაბეთი - 4,631.01 ათასი დოლარი

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1,494.75 ათასი დოლარი

  • ეგვიპტე - 1,193.73 ათასი დოლარი

  • იორდანია - 1,111.00 ათასი დოლარი

  • კატარი - 100.00 ათასი დოლარი

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საექსპორტო ბაზარზე სიტუაცია შედარებით გამოცოცხლდა, რაც ფერმერების მიერ ფასის კლების ხარჯზე მოხდა.


„2 თვის წინანდელ პერიოდთან შედარებით, ცხვრის გაყვანა დაიწყო. მანამდე ექსპორტი ფაქტობრივად მკვდარი იყო. თუმცა ფასის დაკლება მოგვიწია. შარშან თუ ამ დროს ცხვარს 320-330 ლარად ვყიდდით, დღეს უკვე ადგილობრივი ფასი 240-270 ლარია. ეს ყველაფერი კი დოლარის კურსის გამოა, რადგანაც გასაყვანი ფასი თუ შარშან 100 დოლარი შეადგენდა 325 ლარს, დღეს უკვე 275 ლარია“, - აცხადებს ბექა გონაშვილი.


მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრანსპორტირების ხარჯები, რამაც
საექსპორტო ბაზარზე პროდუქციის ფასი გააძვირა.



„ტრანსპორტირება გაძვირდა. ბოლო პერიოდში გადაზიდვების ფასი 30-40%-ით იყო გაძვირებული, თუმცა ბოლო პერიოდში შედარებით შემცირებულია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2021 წლის თებერვალში შარჯაში რეისი, რომ გავუშვი 90 ათასი დოლარი გადავიხადე და წელს უკვე ანალოგიური მარშრუტის ფასი ზაფხულში 145 ათასი დოლარი მითხრეს. თუმცა დღეს ფასი ოდნავ შემცირებულია და 130 ათასი დოლარი ღირს.


წუხელ, Qatar Airways Cargo-ს რეისით კატარში 1770 სული ცხვარი გავუშვი და გეტყვით, რომ საწვავიდან გამომდინარე ფასები შემცირებისკენაა“, - აცხადებს გონაშვილი.


ბექა გონაშვილის თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ქართულ ცხვარზე მოთხოვნა შემცირებულია.


„რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი საუდის არაბეთში ერთ-ერთ გამოფენაზე და ქართულ ცხვარზე დიდი მოთხოვნა არ არის. სუდანიდან გადმოჰყავთ ცხვარი. ცხადია სუდანიდან გადმოყვანილ ცხვარს ფასით კონკურენციას ვერ გავუწევთ. სანამ სუდანშიც არ შემცირდება რაოდენობა და ფასი არ გაიზრდება, არ მგონია, რომ კონკურენციაში შევიდეთ.


რამაც ფასების დაწევა და მოთხოვნის შემცირება გამოიწვია არის ისიც, რომ რუმინეთი ყიდის დიდი რაოდენობით ცხვარს გალფის ქვეყნებში. ევროპის მასშტაბით რუმინეთს ყველაზე დიდი რაოდენობის ცხვარი ჰყავს, თუმცა დასავლეთ ევროპა რუმინულ ცხვარს აღარ ყიდულობს გარკვეული დაავადებების გამო და მათ ჭარბი ცხვრის გაყიდვა უკვე დემპინგური ფასებით უწევთ“, - აცხადებს ბექა გონაშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up