რატომ შემცირდა ზეთის იმპორტი

რატომ შემცირდა ზეთის იმპორტი

access_time2022-05-05 13:30:00

2022 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული.


როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, ამის მიზეზი ტექნიკური პრობლემაა და არა ის, რომ ფასის ზრდის გამო რეალიზაცია შემცირდა.


მისი თქმით, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან მანქანების დიდი რაოდენობა იდგა, რომლებიც ამინდის გამო ვერ გადაადგილდებოდნენ.


„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურებთან გვქონდა შეხვედრა. იმათაც იკითხეს, რომ ძალიან ცოტაა შემოსული და რამე პრობლემა ხომ არ არის. ამ დროს ათობით მანქანა იდგა გამშვებ პუნქტთან და 1 თვის განმავლობაში ვერ გადმოდიოდნენ. ამ საკითხს, უფრო წლიურ ჭრილში უნდა შევხედოთ. შეიძლება ასეთი ვითარება მივიღოთ, რომ აპრილში შემოვიდეს დიდი რაოდენობა და მარტში ნაკლები. მაგრამ ასე არ არის, რომ მაღალი ფასია და მოხმარება შემცირდა. ყველაზე იაფი მზესუმზირის ზეთია. შეიძლება შემცირდეს მაგალითად ზეითუნის ზეთი, მაგრამ მზესუმსირის ზეთი ყველაზე იაფია და ფართო მოხმარებისაა. ფასი ყველა ზეთზე გაზრდილია - პალმის ზეთზე, რაფსის ზეთზე“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.


ზეთზე საექსპორტო გადასახადი გაიზარდა, რამაც საქართველოს ბაზარზე ფასის ზრდა გამოიწვია. გაიზრდება თუ არა სამომავლოდ კიდევ ფასი, ივა ჭყონიას თქმით, ამის განსაზღვრა რთულია.



„ეს დამოკიდებულია, ექსპორტიორი ქვეყანა რას იზამს. თუ ექსპორტიორი ქვეყანა ფასს გაზრდის, ეს თავისთავად აქაც აისახება. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია, პროდუქტი დეფიციტში არ იყოს“, - აცხადებს ჭყონია.


საქართველოში იმპორტირებული ზეთის ძალიან დიდი წილი რუსეთზე მოდის. მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვა იმპორტიორ ქვეყნებთანაც. თუმცა, ივა ჭყონიას თქმით, სხვა ქვეყნიდან ზეთის შემოტანა იმპორტიორებს ძვირი უჯდებათ და არ უღირთ.


„ლაპარაკი რომ მიდის, იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნიდან შემოიტანო. პროდუქტის სხვა ქვეყნიდან შემოტანა უფრო ძვირი ჯდება. ვიღაცეები შეიძლება მოლაპარაკებულებიც არიან უკვე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დეფიციტი არ არის და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა არ დადგება, არ შემოაქვთ. რადგან, სხვა ქვეყნიდან ზეთი რომ შემოიტანონ, დახლზე ეღირება 15 ლარი, რომელიც არ გაიყიდება, გაფუჭდება და გადასაყრელი გახდება, როცა ანალოგი პროდუქტი, რომელიც რუსეთიდან შემოდის, ღირს 10 ლარი. წარმოვიდგინოთ, თუნდაც არგენტინიდან ზეთის შემოტანას რა დასჭირდება.


1 იმპორტიორი რომ იყოს, შეიძლება თქვას, რუსულზე უარი ვთქვათ და შემოვიტანოთ არგენტინული. მაგრამ, როდესაც 50 იმპორტიორია, ფასებში კონკურენციაა და შეიძლება იყოს მკვეთრი სხვაობა. რაც უფრო ძვირია პროდუქტი, გასაყიდად უფრო რთულია, მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში“, -განაცხადა ივა ჭყონიამ.


შეგახსენებთ, მზესუმზირის ზეთის მცურავი საექსპორტო გადასახადის მექანიზმი მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე მოქმედებს.


სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მარტში მზესუმზირის ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2021 წლის მარტში ქვეყანაში 3 313 ტონა ზეთი შემოვიდა, ღირებულებით 4.6 მლნ დოლარი, აქედან უმეტესი წილი (4 მლნ დოლარი) რუსეთზე მოდიოდა. 2022 წლის მარტის მონაცემებით, ქვეყანაში უმსხვილესი იმპორტიორი აზერბიაჯანი გახდა, საიდანაც ქვეყანაში 271 ტონა ზეთი შემოვიდა. სულ ქვეყანაში მარტში 821 000 დოლარის (511 ტონა) ზეთია იმპორტირებული.


business-partner.ge

თეგები:
ზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up