რატომ უცხადებენ ბოიკოტს საქართველოს ომანელი ტურისტები?

რატომ უცხადებენ ბოიკოტს საქართველოს ომანელი ტურისტები?

access_time2022-01-10 14:00:03

ომანელი ონლაინ კომენტატრები ერთმანეთს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მას შემდეგ მოუწოდებენ, რაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორ ომანელ ოჯახს აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა,  წერს გამოცემა albawaba.com.

 


ტენდენციური ჰეშთეგით #لا_تسافر_جورجيا ( არ იმოგზაუროთ საქართველოში) ტვიტერის ასობით მომხმარებელი აპროტესტებდა საქართველოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ორ ომანელ ოჯახს საქართველოში არდადეგების გატარების საშუალება არ მისცეს.

 


„არ იფიქროთ საქართველოში მოგზაურობაზე, ისინი ცუდად ეპყრობიან ომანელ ოჯახებს და ინფორმაციის გადამოწმების გარეშე აეროპორტიდანვე უკან აბრუნებენ. მართალია, მათ სრული უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილება იმაზე თუ ვინ შეუშვან ქვეყანაში და ვინ არა, მაგრამ ეს ჩვენთვის დამამცირებელია და ჩემი რჩევა არ იქნება რომ მიიღოთ ასეთი დამოკიდებულება თქვენზე და თქვენ ოჯახებზე. ამიტომ, მოერიდეთ საქართველოში მოგზაურობას“, - წერს სოციალურ ქსელ ტვიტერში ომანელი საიდ ალ რეშდი ( Said all Rashdi)

 


თურქეთში ომანის ელჩის თქმით (ფარავს საქართველოსაც), ეს გადაწყვეტილება საქართველოში პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს მოჰყვა, რომელიც ტურისტებს რამდენიმე ქვეყნიდან საქართველოში შესვლას უკრძალავს, მათ შორის არის ომანიც. თუმცა, ელჩის თქმით, ასეთი რეგულაციები ავიაკომპანიებს ნათლად უნდა განემარტათ, მანამ სანამ ოჯახები თბილისისკენ მიმავალ რეისზე ჩასხდებოდნენ.

 



ეს ამბავი პირველად 2022 წლის 6 იანვარს ერთმა ომანელმა მამაკაცმა გაავრცელა, რომელიც წერდა საქართველოდან მისი ძმების უკან გამობრუნებაზე და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა.

 


„არის თუ არა საქართველოში სამუშაო ადგილები თქვენთვის? არა, ნათესავები გყავთ იქ მოსანახულებელი? არა. არსებობს განსაკუთრებული ბუნებრივი გარემო, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ? არა. მსოფლიოში კიდევ 200 ქვეყანაა და მაინც დაჟინებით მოითხოვთ საქართველოში ვიზიტს მიუხედავად იმისა, რომ გსმენიათ არასათანადო მოპყრობის შესახებ, რომელიც იქ ჩვენ მიმართ ხდება?!“,  - წერს სოციალურ  ქსელ  ტვიტერში ნაიფ  ალფარსი  (Naif Alfarsi)



მიუხედავად ამ განმარტებებისა, ომანელებმა აღშფოთება გამოხატეს ორი ომანელი ოჯახის უკან გაბრუნების გამო და აღნიშნეს, რომ ადამიანებმა მომავალში საქართველოში მოგზაურობის გეგმებს უნდა გადახედონ. ზოგიერთი ომანელის აზრით, ომანმა შიდა ტურიზმის განვითარებაზე უნდა იფიქროს და თავი აარიდოს სხვა ქვეყნებისგან არასათანადო მოიპყრობს.

 


 სოციალურ ქსელ ტვიტერში მომხმარებელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნიშნავს და წერს, რომ თბილისის აეროპორტის მხრიდან მსგავსი შემთხვევა ტენდენციურია.



“თბილისის აეროპორტის მხრიდან ეს ტენდენცია აქტიურია ომანში, ომანელების მიმართ სასტიკი მოპყრობა მუდმივი და განმეორებადია, იმედი მაქვს, რომ მიიღებთ ზომებს“, - წერს ის.



თაკო კვაჭანტირაძე


წყარო: www.albawaba.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up