რატომ ვერ აითვისა თბილისის მერიამ ეკოლოგიის პროგრამის ბიუჯეტიდან 27 მლნ ლარი?

რატომ ვერ აითვისა თბილისის მერიამ ეკოლოგიის პროგრამის ბიუჯეტიდან 27 მლნ ლარი?

access_time2022-09-12 16:00:35

ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი 106 მლნ ლარიდან თბილისის მერიამ მხოლოდ 78 მლნ-ს ათვისება შეძლო. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ (GMC) ვებ-გვერდზე განთავსებული მასალიდან ირკვევა, მერიას აუთვისებელი დარჩა გამწვანებისა და დასუფთავებისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილიც.


„ქალაქ თბილისის 6 თვის ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმა 781,691,359 ლარს შეადგენს, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით ბიუჯეტის ათვისება სრულად ვერ მოხერხდა და სხვაობა გეგმასა და ხარჯს შორის 148,132,444 ლარია.


ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე პროგრამასა და ქვეპროგრამას მოიცავს, მათ შორის არის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება (03 00), რომელიც მხოლოდ 74%-ით შესრულდა და გამოყოფილი 105,834,057 ლარიდან მხოლოდ 78,281,589 ლარი დაიხარჯა. სხვაობა გეგმასა და ხარჯს შორის 27 მილიონ ლარს აღემატება.


ასევე, საინტერესოა, რომ გეგმისა და ხარჯის სხვაობა საკმაოდ დიდი და თვალშისაცემია ორი ქვეპროგრამის შემთხვევაშიც. ესენია გამწვანებისა (03 01) და დასუფთავების (03 02) ღონისძიებები.


გამწვანების შემთხვევაში თბილისის მერიას 41,891,608 ლარი უნდა დაეხარჯა, თუმცა დღეს ამ თანხიდან 25,132,046 ლარია დახარჯული. ხოლო რაც შეეხება დასუფთავებას, ამ შემთხვევაში სხვაობამ 8 მილიონ ლარს გადააჭარბა, რადგან გამოყოფილი 58,277,619 ლარიდან თბილისის მერიამ 49,635,000 ლარის ათვისება მოახერხა“, - აღნიშნულია GMC-ის საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში.


ჰაერის დაბინძურება მწვავე და ქრონიკული დაავადებების ფართო სპექტრთან ასოცირდება, როგორიცაა ფილტვის კიბო, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.



მთელ მსოფლიოში გარემოს ჰაერის დაბინძურება განაპირობებს ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის დაახლოებით 16%-ს, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) სიკვდილიანობის 25%-ს, გულის იშემიური დაავადების და ინსულტის დაახლოებით 17%-ს და რესპირატორული ინფექციების სიკვდილის დაახლოებით 26%-ს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გარემოს დაბინძურება ჯანდაცვის მზარდ, გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს, რომელსაც წელიწადში 7 მილიონამდე ადამიანი ეწირება. ჰაერის დაბინძურებით ხელშეწყობილი დაავადებებით უფრო მეტი ადამიანი კვდება ვიდრე მოწევით ან მალარიითა და აივ ინფექციებით.


IQair შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ჰაერის ხარისხისა და დაბინძურების სტატისტიკას ადგენს. IQair-მა გამოაქვეყნა 2018-2021 წლებში ყველაზე დაბინძურებული ქვეყნებისა და ქალაქების სტატისტიკა, რომელიც 117 ქვეყანას აერთიანებს და საქართველო ამ ჩამონათვალში 42-ე ადგილს იკავებს. საქართველოზე ნაკლებად დაბინძურებული ჰაერი აქვთ ქვეყნებს, როგორებიცაა: თურქმენისტანი, თურქეთი, გვატემალა, მალაიზია, ტაივანი, კენია, ურუგვაი და სხვ.


ჰაერის ამგვარი დაბინძურების პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მწვანე პოლიტიკა. თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის თანახმად “თბილისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი დედაქალაქის ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრა, პირველ ეტაპზე ევროპული დედაქალაქების საშუალო მაჩვენებლებთან გატოლება, შემდეგ კი -ევროპის ყველაზე ჯანსაღ დედაქალაქებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა”.


ამისათვის კი სხვა მრავალ განსახორციელებელ აქტივობასთან ერთად მერის დაპირებით შემუშავდება და განხორციელდება ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციული სივრცეების შექმნა-განვითარების მასშტაბური გეგმა. აღდგება და განახლდება თბილისის ტყეები.


გამწვანება, პარკები და სარეკრეაციო სივრცეები მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს თბილისში. სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის თანახმად მნიშვნელოვანია, ქალაქების მაცხოვრებლებს ჰქონდეთ მარტივი წვდომა გამწვანებულ საჯარო ტერიტორიებზე. ერთ-ერთი ინდიკატორი, რომლითაც მსგავსი ხელმისაწვდომობა შეიძლება გაიზომოს არის თანაფარდობა მწვანე სივრცესა და მოსახლეობის რაოდენობას შორის.


მიუხედავად ამისა, თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი დღემდე არ არის განსაზღვრული. 2001 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობი 5.6 კვადრატული მეტრი იყო. უფრო განახლებული ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი კვადრატული მეტრი გამწვანება მოდის ერთ ადამიანზე ბოლო წლებისთვის, არ არსებობს. თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული მაჩვენებელი გაუარესებულია.


წყარო: gmc.org.ge




თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up