რატომ ვერ გაბედა რუსეთმა  აზოვსტალზე იერიში

რატომ ვერ გაბედა რუსეთმა აზოვსტალზე იერიში

access_time2022-04-22 12:00:29

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი გიორგი კობერიძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ თავდაცვის მინისტრისთვის მიცემულ ბრძანებას აანალიზებს. კერძოდ, პუტინმა შოიგუს უბრძანა, რომ გააუქმოს მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ უკრაინულ ქვედანაყოფებზე იერიში და მხოლოდ ამ ტერიტორიის ბლოკადით შემოიფარგლოს.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


„კომერსანტი“ გიორგი კობერიძის პოსტს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სრულად გთავაზობთ:


„21 აპრილის შეჯამება უკრაინაში:

- დღეს რუსებმა მარიუპულში აზოვსტალის ქარხანასთან მიახლოება ორჯერ - პუტინის განცხადებამდე და პუტინის განცხადების მერეც სცადეს. ორჯერვე დანაკარგებით დაიხიეს უკან. კრემლში ხვდებიან, რომ აზოვსტალის აღება რამდენიმე დღეში და რამდენიმე კვირაშიც კი შეუძლებელია, ხოლო ის კოლოსალური რესურსი, რომელსაც რუსეთი ქარხნის ტერიტორიის აღებას ახარჯავს ძალიან დიდია და საერთო შეტევის მეორე ფაზიდან ძალებს აკლებს. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც თავიდანვე ვივარაუდეთ, პუტინი მარიუპოლში მყოფ 15 ათას სამხედროდან დიდ ნაწილს დონეცკის რაიონის სხვა მიმართულებით გზავნის, რადგან მათი ქალაქ მარიუპოლში დაყოვნება და ჩაკეტილ ციხე-სიმაგრე "აზოვსტალზე" გაწევა უშედეგოდ და უდიდესი მსხვერპლის ფასად დასრულდებოდა.


გამოდის რომ ახლა ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალი და ლივობერეჟნის რაიონის უკიდურესი ნაწილი, კვლავ უკრაინელთა ხელშია. რუსები დანგრეულ და განადგურებულ ქალაქებში დაიარებიან, თუმცა "აზოვის" პოლკის თავდასხმებისაგან ვერც ისინი იქნებიან იმუნურები. ასე, რომ მარიუპოლისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა.



მარიუპოლში რუსებს ახლა ბევრი არჩევანი არ აქვთ. სავარაუდოდ ისინი შეეცდებიან აზოვსტალის ირგვლივ ტერიტორიის დაკონსერვებას და ქარხნის მუდმივ ალყაში ყოფნას, სანამ დამატებითი ძალები არ გამოუთავისუფლდებათ და კვლავ სრულმასშტაბიანად არ განაახლებენ შეტევას. ეს უკრაინელებისათვის შესამჩნევი შანსია, ზურგში მყოფი ოკუპანტები მოულოდნელი თავდასხმებით გაანადგურონ.


იკვეთება მეორე ტენდენციაც: კრემლში უბრალოდ შეეშინდათ. მარიუპოლის ბუნკერებისათვის ბრძოლას შესაძლოა იმდენივე რუსი სამხედრო შეწირვოდა, რამდენიც კიევის უშედეგო აღების მცდელობას შეეწირა. ვიწრო და კარგად გამაგრებულ დერეფნებში ბრძოლა "ქაუნთერ-სტრაიკის" თამაში არაა ადვილად რომ შეძლო გაღწევა. რამდენადაც უჭირთ რუსებს ურბანული ბრძოლა ერთი იმდენად რთული კარგად გამაგრებულ და ხაფანგებით სავსე ბუნკერებში ჩაღწევა. რუსები ხვდებიან რომ ქარხნისათვის ბრძოლას იმაზე მეტი სამხედრო შეეწირებოდა ვიდრე ამის გაღების რესურსიც მათ აქვთ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რუსები ან აზოვსტალს აღარ დაბომბავენ ან შეჭრის მცდელობა არ იქნება რა, არა, რუსები კვლავ იზამენ ამას, მაგრამ ამჯერად მასშტაბი იქნება შედარებით მცირე.


ამასთან, ქალაქ მარიუპოლთან ჩრდილო-დასავლეთით მასობრივი სამარხი იქნა აღმოჩენილი. სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ შიგნით ასობით მიცვალებული იქნება დამარხული. რუსებმა მარიუპოლის მოსახლეობა მიზანმიმართულად გაანადგურეს. ეს უკრაინელთა გენოციდის კიდევ ერთი დადასტურებული ფაქტია.


- დღეს რუსულმა ავიაციამ სცადა ხარკივის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს რაიონში საჰაერო დარტყმები მიეტანა უკრაინულ პოზიციებზე, მაგრამ უკრაინელებმა რუსული მოიერიშეები და გამანადგურებლები ჩამოყარეს, რასაც შვეულმფრენების ჩამოგდებაც დაემატა. რაც უკრაინელებმა ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი მიღეს და აითვისეს რუსების საჰაერო დომინაცია დიდწილად დასრულდა. მარტივად რომ ვთქვათ მარტო დღეს ცაში რუსებმა დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ზარალი ნახეს.


- მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს ზაპოროჟიეში ქალაქ ჰულიაპოლთან და ხარკივის რაიონის ქალაქ იზუმთან. ამასთან, რუსები ბომბავენ უშუალოდ ქალაქ ზაპოროჟიესაც და ხარკივსაც. რაც შეეხება წინსვლას: პრაქტიკულად ვერცერთი მიმართულებით რუსებმა სახმელეთო წინსვლა ვერ შეძლეს.


- რუსებს შემტევ ძალაში პრობლემა რომ აქვთ. ეს არამხოლოდ მარიუპოლიდან სამხედროების მოხსნაში და ფრონტის სხვა მიმართულებით გადასროლაში გამოიხატება, არამედ საერთაშორისო დაქირავებულების წინა ხაზზე გაშვებითაც. ლუგანსკის რაიონში ლიბიელი და სირიელი დაქირავებულები გაანეიტრალეს უკრაინელებმა. თითქმის სრულად მოსპეს შეტევაზე გადასული "ვაგნერის" დაჯგუფებაც.


- აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომი ახლა კრიტიკულ ფაზაში შედის. მან უკრაინას დამატებით 800 მილიონიანი სამხედრო დახმარება გამოუყო. "Howitzer" არტილერიასთან ერთად სხვა სიურპრიზებიც შეიძლება ვიხილოთ საბრძოლო ოპერაციებში, რაც რუსების შეტევას სრულად გამოფიტავს და შემდგომ კონტრშეტევის შანსს შექმნის. რადგან რუსეთი ამ ეტაპზე გაჩერებას არ აპირებს, ხოლო მისი მარცხი მთელი ცივილიზებული მსოფლიოსათვის აუცილებელი პირობაა, ამიტომ უკრაინის დახმარება არ შეწყდება“, – წერს გიორგი კობერიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up