რატომ ვერ გაიაფდება მედიკამენტები - რა ხარვეზია ღარიბაშვილის ინიციატივაში

რატომ ვერ გაიაფდება მედიკამენტები - რა ხარვეზია ღარიბაშვილის ინიციატივაში

access_time2022-01-11 11:00:51

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების განცხადებით, პრობლემა არა წამლის ფასი, არამედ მონოპოლიური ბაზარია, რის გამოც საქართველოში მედიკამენტები არ იაფდება. ამ თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას სპეციალისტები ეჭვქვეშ აყენებენ. როგორც ჯანდაცვის ეკონომისტი, პროფესორი კახა ჯაყელი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რა ფასადაც არ უნდა მოხდეს წამლების შემოტანა, მონოპოლისტი კომპანიები მაინც ძვირად გაყიდიან, ამიტომ თუ მთავრობას რეალურად სურს პრობლემის მოგვარება, პირველ რიგში, მონოპოლიას უნდა ებრძოლონ.



ჯაყელის აზრით, წამლის გაიაფებასთან დაკავშირებით აქცენტი არასწორია და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, სანამ ბაზრის ოლიგოპოლიური მდგომარეობა ოფიციალურად არ დადასტურდება.



,,ღარიბაშვილის განცხადება ფარმაცევტული მარკეტინგის კუთხით არაპროფესიონალურია. თურქეთი იაფი ქვეყანა არ არის,  ქართული ფარმაცევტული ბაზრისთვის პანაცეას ნამდვილად არ წარმოადგენს. ჩვენ ვიცით, რომ იაფად შემოტანილ წამლებს მაინც ძვირად გაყიდიან. ინდოეთშიც არის ფარმაცევტული ქარხნები, წამლები იაფია, მაგრამ აქ მაინც ძალიან ძვირად იყიდება. არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ რაც უფრო იაფად შემოიტანენ, მით მეტი მოგება დარჩებათ. პრემიერ-მინისტრი ამ თემას როცა ეხება, ღრმად უნდა ჰქონდეს შესწავლილი თურქეთის წამლის ბაზარი და მეტად ფრთხილი უნდა იყოს. ალბათ, იგი გულისხმობდა კომერციული სტრუქტურებისთვის რაღაც გარკვეული ინსპირაციისა და მოტივაციის მიცემას, რომ ეზრუნათ თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების შემოტანაზე. გარდა ამისა, როდესაც ღარიბაშვილი ამბობს, რომ ,,ჩვენ შემოვიტანთ“, ვის გულისხმობს? თავიდანვე არასწორად გაკეთებული გზავნილია. ასე შეეძლო ეთქვა, მაგალითად, იოსებ სტალინს, ფიდელ კასტროს, მაგრამ საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერი ასე ხელაღებით არ უნდა საუბრობდეს. მაღალი ფასებია იმიტომ, რომ ოლიგოპოლიური მდგომარეობაა. სულ რამდენიმე კომპანიას აქვს მთელი ბაზარი გადანაწილებული. ღარიბაშვილს უნდა ეთქვა, რომ შექმნის ძალიან მძლავრ ანტიმონოპოლიურ სამსახურს, რომელიც შეისწავლის კომპანიების მონოპოლიურ მდგომარეობას და კანონიდან გამომდინარე, მონოპოლისტ კომპანიებს დაშლის მარტივ მამრავლებად, როგორც ეს არის აშშ-ში, ჰოლანდიაში და ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ასე რომ ეთქვა, ბიზნესი თვითონვე მიიღებდა ზომებს წამლების შესამცირებლად“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ კახა ჯაყელი.




იმ შემთხვევაში, თუკი ანტიმონოპოლიური სამსახური კარგად იმუშავებს და კარტელურ გარიგებებს ბოლო მოეღება, ჯანდაცვის ეკონომისტი დარწმუნებულია, რომ მედიკამენტები შეიძლება 30-40%-ითაც კი გაიაფდეს.



,,არსებობს ელასტიურობის კოეფიციენტი, ფასსა და მოთხოვნას არეგულირებს. არაფერი გამოვა, თუ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არ მოისპობა მონოპოლია. ეს მდგომარეობა საბაზრო ეკონომიკის უცოდინარობამ გამოიწვია.  სანამ ანტიმონოპოლიური სამსახური არ იმუშავებს და კომპანიები არ იქნებიან გაიგივებული მონოპოლიებთან, ამ საკითხს ვერაფერი მოაგვარებს. ასეთ შემთხვევაში კი ფასები 20-30%-ით შემცირდება, არ გამოვრიცხავ, 40%-თაც, იმდენად მაღალია მათი მოგება არსებულ მომენტში“, - დასძენს კახა ჯაყელი.



საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგეგმება თურქეთის ბაზრის გახსნა, საიდანაც საქართველოში მედიკამენტები უნდა შემოვიდეს. როგორც პრემიერმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უფრო მაღალი ხარისხის მედიკამენტები შემოვა და ასევე, მისი თქმით, წინასწარი პროგნოზით, შემცირდება ფასებიც. 



,,ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარი. თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტებიც, რაც ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე. ამას გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით,“ - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up