რატომ ვერ იყენებს ქართული ბიზნესი სრულფასოვნად ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას?

რატომ ვერ იყენებს ქართული ბიზნესი სრულფასოვნად ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას?

access_time2022-06-28 11:00:28

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ჯერჯერობით ვერ მიღებით, საქართველომ ბევრი შესაძლებლობა რომ დაკარგა (ფინანსური, ინსტიტუციონალური და სხვა), რაც კანდიდატი ქვეყნის განვითარებისთვის არის გათვალისწინებული, ფაქტია. თუმცა, არც აქამდე არსებული შესაძლებლობებია სრულად, საკმარისად ათვისებული  რატომ?


„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის - თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა. მინდა გამოვყო რამდენიმე ხელშესახები შედეგი, რომელიც ქვეყანამ მიიღო: პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ამის შემდეგ დადებითი დინამიკა გვაქვს - ევროკავშირში ვაჭრობა იზრდება და ჩვენს მეწარმეებს საკუთარი პროდუქცია გააქვთ ევროკავშირში, ყოველგვარი ბარიერის გარეშე“,   ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.


რეალურად როგორ იყენებს ქართული ბიზნესი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და რა სარგებელი მივიღეთ მისგან 8 წლის განმავლობაში?



კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანი და ცალსახაა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ (Eastern Partnership Civil Society Forum ) და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ თანაავტორობით გამოცემულ უახლეს კვლევაში, აღნიშნულია, რომ „ქართული ბიზნესი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას სრულფასოვნად ვერ იყენებს“.


უფრო კონკრეტულად კი კვლევის მიხედვით, ევროკავშირში 800 ქართული კომპანია ახორციელებს ექსპორტს, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესების მხოლოდ 0.6%-ია. გარდა ამისა, აქტიური ბიზნესსუბიექტების 99.7% სწორედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებია. 


„DCFTA-მ გახსნა ახალი პოზიციები ქართული ექსპორტისთვის როგორც სოფლის მეურნეობის, ისე არასასოფლო-სამეურნეო სექტორში. სოფლის მეურნეობის ექსპორტში შეთანხმებამ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალება მისცა დაეწყოთ ახალი ხილისა და ბოსტნეულის, მურაბების და ჩირის ექსპორტი. ევროკავშირის ახალი ბაზრები ამ პროდუქტების ჯგუფებისთვის მოიცავს ავსტრიას, ბელგიას, გერმანიას, საბერძნეთს, ნიდერლანდებს, ლიეტუვას, ლატვიას და რუმინეთს.



არასასოფლო-სამეურნეო სექტორებში გაიზარდა ავეჯის ექსპორტი. ექსპორტის ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავია შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის შემთხვევაში, რომელიც 2014 წელს უმნიშვნელო 21,000 აშშ დოლარიდან 2019 წელს 10.5 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ექსპორტის ზრდაა 1072%-ით, თუმცა, მხოლოდ ერთი კომპანიის შემთხვევაში.


ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ქართული საქონლის ექსპორტი უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის სტანდარტებს სანიტარიული და ფიტოსანიტარული ზომების (SPS) და ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების (TBT) შესახებ. ქვეყანამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და 2020 წელს საქართველოში რეგისტრირებული სტანდარტების დაახლოებით 98% უკვე ევროპული და საერთაშორისო იყო. თუმცა, ქართული საწარმოები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი, ებრძვიან ევროკავშირის სტანდარტების პრაქტიკაში მიღების ძვირადღირებულ პროცესს, რაც ზღუდავს ქართული საწარმოების უმეტესობის წვდომას ევროკავშირის ბაზრებზე. სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები მოიცავს ხელმისაწვდომობის ნაკლებობას გრძელვადიან დაბალ სესხებსა და სახსრებზე, რომლებიც საჭიროა მაღალი ხარისხის წარმოებისთვის; საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები, რადგან საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან და სხვა.


ამ შეზღუდვების გამო, მიუხედავად იმისა, რომ DCFTA-ს დანერგვამ თეორიულად გახსნა ახალი შესაძლებლობები საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და შეადგენს დაახლოებით 800-ს, რაც ქართული საწარმოების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 0.6%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია კვლევაში, რომელიც ერთდროულად სამ ქვეყანაში - საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში 2022 წლის ზამთარში გამოქვეყნდა.


Gateway&Partners Georgia-ს გენერალური დირექტორი, ექსპორტის განვითარების ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გვანცა მელაძე „კომერსანტთან“ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მნიშვნელობასა და შესრულებაზე საუბრობს.


„ზოგიერთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უფრო მეტად არის გამოსადეგი. მაგალითად ევროკავშირთან ხელშეკრულების დადებამდე ჩვენ უკვე გვქონდა შეღავათები, ამიტომ ამ შეღავათიანი ტარიფებით ვსარგებლობდით. ზოგადად, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით სარგებლობის პრობლემა არის ის, რომ წარმოშობის წესები უნდა დაკმაყოფილდეს ანუ ჩვენ რასაც საქართველოდან ვაგზავნით ექსპორტზე, არ ნიშნავს იმას რომ ენიჭება ქართული წარმოშობა. უფრო მნიშვნელოვანია შესულიყო თურქეთთან, საქართველოსთან და ევროკავშირთან სამმხრივი დიაგონალური კუმულაციის ხელშეკრულება ძალაში, რაც ნამდვილად გაზრდის ათვისების კოეფიციენტს ევროკავშირში, რადგან მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თურქული ნედლეულით საქართველოსში ნაწარმოები პროდუქცია, გავიდეს როგორც ქართული და გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, ნედლეული ან ზოგიერთ შემთხვევაში საკმარისი გადამუშავება უნდა მოხდეს საქართველოში, რათა დაფიქსირდეს როგორც ქართული პროდუქცია“, - განმარტავს გვანცა მელაძე.


ევროკავშირში საექსპორტო პროდუქტებს შორის, გამოირჩევა ქართული თხილი. Nuts.ge-ს დამფუძნებელი მამუკა ბერიაშვილი „კომერსანტთან“ ევროკავშირის საზღვართან არსებულ პრობლემებზე ყვება.


„კვების პროდუქტებში, უამრავი ბიუროკრატიული დაბრკოლებაა, აქ საუბარია სურსათის უვნებლობის ნორმების რეგულაციებზე, რომელთა შორისაა ტოქსინების დონის კონტროლი, რასაც ზოგიერთი სასაზღვრო ქვეყანა უხეშად იყენებს და გვიწევს ყველა ტვირთის შემოწმება. ეს იწვევს დამატებით ხარჯებს. გამოსავალი არის ის, რომ ევროკავშირის საზღვრების სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელ ორგანოებსა და ქართულ ორგანოს შორის კომუნიკაცია უნდა შედგეს და იქნეს მოძიებული პრობლემის გადაჭრის გზები“, - ამბობს მამუკა ბერიშვილი.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2022 წლის იანვარ-მაისში, საქართველოს საქონლის ექსპორტმა 2 112 108 100 დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტმა 351 955 200 დოლარი, რაც მთლიანი ექსპორტის 16.6%-ია. აქ საექსპორტო ქვეყნებიდან მოწინავე პოზიციაზეა ბულგარეთი (176 042 700 დოლარი) და ესპანეთი (18 783 900 დოლარი).


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up