რატომ Viber? - ქართველ მომხმარებლებს, Viber Messenger გამჭვირვალე შიფრაციას, App-შიდა უსაფრთხოებასა და დამატებით ინსტრუმენტებს სთავაზობს

რატომ Viber? - ქართველ მომხმარებლებს, Viber Messenger გამჭვირვალე შიფრაციას, App-შიდა უსაფრთხოებასა და დამატებით ინსტრუმენტებს სთავაზობს

access_time2022-09-30 17:25:29

საქართველო, სექტემბერი 2022 - Rakuten Viber განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მონაცემთა კონფიდენციალურობას და მომხმარებლების უსაფრთხო კომუნიკაციას. ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრის (End-to-End Encryption) გარდა, Viber Messenger უზრუნველყოფს უსაფრთხოების უამრავ სხვა ფუნქციას. კომპანია უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში ოპერირებს და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებაზე.


მომხმარებლის უსაფრთხოება Viber-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, 2016 წლიდან, მესენჯერის ყველა ძირითადი ფუნქცია დაცულია ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრით (End-to-End Encryption), მათ შორისაა პერსონალური და ჯგუფური ჩეთები, აუდიო და ვიდეო ზარები და მედია. ასევე დაცულია ყველა დაკავშირებული მომხმარებლის მოწყობილობის უსაფრთხოება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაილი იშიფრება გამგზავნის მოწყობილობიდან მიმღების მოწყობილობამდე. Viber-ის პლატფორმისთვის ცნობილია მხოლოდ სატელეფონო ნომრებს შორის კავშირის ფაქტი. არც მესენჯერს და არც მესამე პირებს არ შეუძლიათ წვდომა გადაცემულ შინაარსზე.


მესენჯერის უსაფრთხოების გარდა, Viber მომხმარებლებს დამატებით პარამეტრებს სთავაზობს, რათა კიდევ უფრო დაიცვას მათი კომუნიკაცია:


- 2- ეტაპიანი ვერიფიკაცია - ამ ფუნქციის წყალობით, Viber Messenger-ის მომხმარებლებს შეუძლიათ დამატებით დაიცვან თავიანთი ანგარიშები PIN კოდითა და ელექტრონული ფოსტით.


ორეტაპიანი ვერიფიკაციის გასააქტიურებლად მომხმარებლებმა უნდა შექმნან ექვსნიშნა PIN კოდი და დაადასტურონ ელ. ფოსტის მისამართი. აღნიშნული PIN-კოდი, Viber-ში შესასვლელადაა საჭირო, როგორც მობილური მოწყობილობიდან, ასევე კომპიუტერიდან.


ხოლო თუ კოდი დაგავიწყდებათ, დადასტურებული ელფოსტის მისამართის გამოყენებით, მარტივად შეძლებთ აპლიკაციაში შესვალას. არაავტორიზებული მომხმარებლები, PIN-კოდის გარეშე, ვერ შეძლებენ თქვენი Viber ანგარიშის დეაქტივაციას კომპიუტერზე.


- შეტყობინებების გაქრობა პირად და ჯგუფურ ჩეთებში — აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც პირად, ასევე ჯგუფურ ჩეთებში. მასთან ერთად შეგიძლიათ დააყენოთ თვითგანადგურების ტაიმერი და დანიშნულ დროს, გაგზავნილი შეტყობინება უბრალოდ გაქრება. იქნება ეს შეტყობინება, ფოტო, ვიდეო ან სხვა ტიპის ფაილი, ტაიმერის დაყენება შესაძლებელია 10 წამზე, წუთზე, საათზე ან დღეზე. შეტყობინების წასაშლელად ავტომატური ათვლა დაიწყება მაშინ, როგორც კი მიმღები მას წაიკითხავს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ თუ თქვენი საუბრის პარტნიორი ან ჯგუფური ჩეთის წევრი აკეთებს ასეთი შეტყობინების სკრინშოტს, Viber შეტყობინებას გამოგიგზავნით. ამ ინსტრუმენტის გასააქტიურებლად, თქვენ უნდა გახსნათ ჩეთი, დააწკაპუნოთ ქვედა პანელზე, წამზომის ხატულაზე და აირჩიოთ შეტყობინების გაქრობის დრო.


 

- ფარული ჩეთები. Viber გაძლევთ საშუალებას დამალოთ გარკვეული ჩეთები ზოგადი ჩეთების სიიდან. მათზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული PIN კოდის შეყვანით.


ფუნქცია განსაკუთრებით საჭიროა იმ შემთხვევაში, თუკი მობილურ მოწყობილობაზე, რომელშიც მესენჯერია დაინსტალირებული, რამდენიმე ადამიანს აქვს წვდომა. იმისთვის, რომ Android-ის ოპერაციულ სისტემაში ჩეთი არ გამოჩნდეს, თქვენ უნდა დააჭიროთ ხანგრძლივად იმ საუბარზე, რომლის დამალვაც გსურთ და აირჩიოთ შესაბამისი ვარიანტი. ხოლო iOS-ზე, თქვენ უნდა გაწიოთ ჩეთი მარცხნივ, აირჩიოთ „დამალვა“ და დააყენოთ PIN კოდი.



- Viber-ზე კოდის დაყენება კომპიუტერის ვერსიისთვის. Viber გაძლევთ საშუალებას დააყენოთ PIN კოდი აპლიკაციის დესკტოპ ვერსიაზე, რათა ვინმემ არ შეძლოს მომხმარებლის საუბრებზე წვდომა. პაროლის დასაყენებლად გახსენით Viber თქვენს კომპიუტერში, დააწკაპუნეთ ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ სამ წერტილს და აირჩიეთ "Viber ეკრანის დაბლოკვა".


- "ნანახი" და "ონლაინ" სტატუსის დამალვა. Viber საშუალებას გაძლევთ დამალოთ თქვენი შეტყობინებების ნახვის სტატუსი და თქვენი მიმდინარე სტატუსი აპლიკაციაში. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ ამ პარამეტრების ხილვადობა მესენჯერის "პარამეტრებში". "კონფიდენციალურობის" განყოფილებაში.


- სურათის დამალვა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც არ არიან თქვენს კონტაქტებში. მესენჯერში შეგიძლიათ თქვენი პროფილის სურათი უხილავი გახადოთ სხვა მომხმარებლებისთვის. ამისათვის გამორთეთ ფუნქცია აპლიკაციის კონფიდენციალურობის პარამეტრებში: განყოფილება "მეტი" - "პარამეტრები" - "კონფიდენციალურობა" - გამორთეთ პარამეტრი "ფოტოს ჩვენება".


- შეტყობინების მოთხოვნები. Viber-ზე, უცნობი მომხმარებლების ჯგუფურ ჩეთში ან არხში შეერთების მოსაწვევები ავტომატურად განთავსდება შეტყობინების მოთხოვნების საქაღალდეში. მომხმარებელს ყოველთვის შეუძლია "მიიღოს" მოწვევა. Viber-ში ეს ფუნქცია ავტომატურადაა გააქტიურებული.


- ჯგუფში დამატების კონტროლი — თქვენ შეგიძლიათ შეზღუდოთ იმ ადამიანების დიაპაზონი, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი დამატება სხვადასხვა ჯგუფებში.


- ბრენდების ვერიფიკაცია — Viber-ზე, ბრენდის ან ორგანიზაციის დამოწმებულ ბიზნეს ანგარიშს აქვს ლურჯი ნიშა, რომელიც ადასტურებს მის ავთენტურობას.


 

Rakuten Viber-ის შესახებ:

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან, ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩეთი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.


(R)


თეგები:
რატომ Viber?



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up