რატომ ვიყენებთ სიმძლავრის გასაზომად ისევ ცხენის ძალას?

რატომ ვიყენებთ სიმძლავრის გასაზომად ისევ ცხენის ძალას?

access_time2022-09-04 22:00:28

ალბათ, ყველას გსმენიათ ცხენის ძალის შესახებ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ავტომობილები უყვარს, რადგან ამ უკანასკნელთა სიმძლავრე სწორედ აღნიშნული ერთეულით იზომება. შეიძლება, ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ თავად ცხენს 1 ცხენის ძალა აქვს, რაც ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა.


გაგიკვირდებათ და ზემოხსენებული ცხოველის მაქსიმალური სიმძლავრე საშუალოდ 15 ცხენის ძალას შეადგენს, ჩვენი კი დაახლოებით 1-ს. შესაბამისად, უფრო ზუსტი ადამიანის ძალა იქნებოდა.


მაშ, საიდან მოდის ეს რეალობასთან შეუსაბამო საზომი?


ის 1700-იან წლებში შოტლანდიელმა გამომგონებელმა, ჯეიმს ვატმა დაამკვიდრა, რომელმაც სახელი მის მიერ შექმნილი ორთქლის მანქანებით გაითქვა. ამ სისტემების უპირატესობების საჩვენებლად და მათთვის რეკლამის გასაკეთებლად, მეცნიერს სურდა, ისინი ყველასთვის ნაცნობ რამესთან შეედარებინა. შედეგად კი არჩევანი ცხენზე შეაჩერა.


style=box-sizing:

ფოტო: Getty Images


ვატმა საკუთარი დაკვირვებით (და არა სათანადო მეცნიერული კვლევებით) გამოთვალა, რომ მუშა ცხენს წისქვილის ბორბლის დატრიალება საათში 144-ჯერ შეეძლო. აქედან გამომდინარე, მან ივარაუდა, რომ ეს ძუძუმწოვარი ადგილიდან წუთში 32,572 გირვანქას, ანუ 14,774.41 კილოგრამს დაძრავდა, რომელიც 33 000-მდე დაამრგვალა (14,968.55 კგ). ამგვარად დაიბადა ახალი საზომი — ცხენის ძალა.



მისი სიზუსტე გამომგონებელს, ისევე, როგორც კლიენტებს, დიდად არ აინტერესებდათ, ამიტომ ეს ერთეული დღემდე შემორჩა. მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი ვიცით, რატომ არ ვცვლით მას?


პასუხს ლინგვისტიკისკენ მივყავართ.


რადგან ენა მუდმივად იცვლება და ჩვენი ცოდნაც იზრდება, ბევრი ტერმინი გვრჩება, რომელიც, ამჟამინდელი გადასახედიდან, აზრს მოკლებულია. გამონაკლისი არც საზომი ერთეულებია, რადგან მათი ნაწილი მცდარ ვარაუდებს ეფუძნება. ასეთია ცხენის ძალაც, რომელმაც ამდენ საუკუნეს გაუძლო, რაც კულტურული მნიშვნელობის წყალობით მოახერხა.


ადრეულ მე-19 საუკუნეში ცხენები ინდუსტრიული ენერგიის ყველაზე აშკარა წყარო რომ არ ყოფილიყვნენ, ეს ტერმინი ასეთი პოპულარული, ალბათ, არ იქნებოდა, — აცხადებს ვინჩესტერის უნივერსიტეტში მომუშავე ლინგვისტი, ერიკ ლეისი.


მისი აზრით, ცხენის ძალის ნაცვლად ადამიანის ძალის გამოყენება უფრო მართებულია, რადგან სათქმელს სწორად გადმოსცემს, ამიტომ, როგორც ენის სპეციალისტი, მსგავს შესწორებას მიესალმება.


წყარო: on.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up