რა მოთხოვნები წამოაყენა ბიზნესმა ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე

რა მოთხოვნები წამოაყენა ბიზნესმა ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე

access_time2022-10-20 13:00:55

„გუშინდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი რაც გაჟღერდა შრომის კანონმდებლობის საკითხი იყო. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ რაც  მიღებული გვაქვს ყველაფერი გადავაგდოთ.  ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიღებული ნორმები არაეფექტიანია და დამატებითი ფინანსური რესურსების საჭიროებას ქმნის“ -  ამის შესახებ, BMG TV–ის ეთერში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა.


მისი თქმით, თუ რაიმე სახის რევიზია დაიწყება, ეს არ შეიძლება ძირითადი შრომითი უფლებების დარღვევით ან ევროკავშირთან თანამშრომლობის ხარჯზე მოხდეს. მისივე  თქმით, ბიზნეს ასოციაციამ გუშინ 19 ოქტომბერს გამართულ ინვესტორთა საბჭოს შეხვედრაზე რამდენიმე ის საკითხი და ნორმა წარადგინა, რომელიც შესაძლოა პრობლემას ქმნიდეს.

 

„მაგალითად, მაღალ რისკის საწარმოებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აყვანა დავავალეთ, გასაგებია რომ იქ სადაც მაღალი რისკია ასეთი კადრი უნდა იყოს, მაგრამ არის დაბალრისკიანი საწარმოები და ისეთი საწარმოები, სადაც ასეთი სპეციალისტის  დანიშვნა სასაცილოც კია. მაგალითად ადამიანს დასაქმებული ჰყავს ერთი კაცი  და საწარმო იძულებულია, რომ აიყვანოს მეორე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც ამ ერთ კაცს წაუკითხავს ლექციას. ეს ყველაფერი არასერიოზულია და არაეფექტიან დანახარჯებს იწვევს. სხვათა შორის ეს საკითხი პრემიერის მხრიდან ძალიან კარგად და პოზიტიურად იქნა აღქმული და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი გამოხმაურებაც იქნება.

 

მეორე თემა, რომელიც დავაყენეთ შეეხება ე.წ. ტაბელებს, რომელიც შეიძლება იუმორისტული ჟანრიდანაც განვიხილოთ. ის ნორმა,  რომელიც შარშან სამინისტრომ შემოგვთავაზა წინა მინისტრის დროს ეს იყო აღრიცხვიანობა, რომელიც თითოეული თანამშრომლის  გასწვრივ 30 გრაფას მოიცავს და ეს უნდა შეივსოს. მათ შორის უნდა ჩაიწეროს და აღირიცხოს იმ თანამშრომლების მუშაობის საათები, რომლებიც  სახლიდან მუშაობენ და  სინამდვილეში წარმოუდგენელია  იმის გადაკონტროლება რეალურად მუშაობდა ის ადამიანი თუ კვერცხს წვავდა. ეს  არასწორი და არასერიოზულია, იმიტომ რომ ამ ტაბელის აღრიცხვა სისტემაში ვერ ხვდება. ამაზეც ძალიან  მწვავე რეაქცია ჰქონდა პრემიერს და იმედი მაქვს, რომ დროულადდ შეიცვლება“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.


 

ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ  ბიზნეს ასოციაციამ მთავრობას ე.წ. სპეციფიკური რეჟიმის საწარმოთა და ინდუსტრიების ჩამონათვალთან დაკავშირებით ჩართულობა სთხოვა, რადგან 2020 წელს როდესაც შრომის კოდექსით განსაზღვრა, რომ 48 საათი არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც მუშაობა არ შეიძლება და მათ შორის 8 საათი არის ზეგანაკვეთური, თუმცა ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრ  18 ქვეყანას ეს ნორმა შეჩერებული აქვს.


„ასევე იყო უსაზღვრო უფლებამოსლიება  და გაფრთხილების  გარეშე შესვლა და ა.შ.  ე.წ. ახალი პოლიციური  რეჟიმის  შექმნა, რაც არავისთვის არ იყო სასურველი, მაგრამ კომპრომისები ხდება  და ერთ-ერთი კომპრომისი იყო ის, რომ ეს 48 საათიანი არ ყოფილიყო, სამაგიეროდ ჩანაწერში რაღაც  ყოფილიყო, დარჩა  ჩანაწერი ისე  როგორც იყო.  ჩანაწერი გეუბნება, რომ დღეს კვირაში 40 საათი არის ნორმირებული სამუშაო დღე,  თუმცა მთავრობას შეუძლია  განსაზღვროს  ინდუსტრიები და  სექტორები  სადაც  ნორმირებული სამუშაო კვირა არის 48 საათი, თუმცა იმის მერე ორი წელი გავიდა და კომპრომისი ვერ მოიძებნა თუ რა შეიძლება იყოს ეს  ჩამონათვალი.

ჩვენ პრემიერს ვუთხარით, რომ ვაკეთებთ PMC  კვლევით ჯგუფთან  ერთად შესწავლას თუ რა ეკონომიკურ ეფექტს მივიღებთ, რომ ყველა 40 საათიან ნორმირებულ გრაფიკზე  გადმოვიყვანოთ და რამდენი იქნება დამატებითი წნეხი, რომლის გაწევაც კომპანიებს მოუწევთ“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, ამერიკის სავაჭრო პალატის პირველი ვიცე- პრეზიდენტი საქართველოში ირაკლი ბაიდაშვილი, საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე საშა ტერნესი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენელი საქართველოში თეა გიგიბერია, ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია,  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში ჯორჯ უელტონი, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი თომას კიმესვენგერი, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილი, საქართველო-თურქეთის ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ლევან ბოლქვაძე, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიული ექსპერტი გიორგი ჯუღელი, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ბიზნესანალიტიკოსი გიორგი ედილაშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up