„თალიბანმა“ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ავღანეთში ბენზინის, დიზელის, გაზისა და მარცვლეულის მიწოდების შესახებ.
Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჰაჯი ნურუდდინ აზიზმა განაცხადა, რომ უწყება მუშაობს სავაჭრო პარტნიორების გაზრდაზე და რომ რუსეთმა თალიბანის ადმინისტრაციას ფასდაკლება შესთავაზა.
„შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის მიერ ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონი ტონა ბენზინის და 1 მილიონი ტონა დიზელის საწვავის, 500 ათასი ტონა თხევადი ნავთობის გაზის და ორი მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდებას“, - სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
შეგახსენებთ, „თალიბების“ მთავრობა ჯერჯერობით ოფიციალურად არცერთ ქვეყანას არ უღიარებია.