რძის ფხვნილის სუბსიდირებამ ნედლი რძის მწარმოებლები არაკონკურენტულ პირობებში ჩააყენა

რძის ფხვნილის სუბსიდირებამ ნედლი რძის მწარმოებლები არაკონკურენტულ პირობებში ჩააყენა

access_time2020-04-12 12:00:20

COVID-19-მა გვერდი ვერც რძის მწარმოებლებს აუარა. სახელმწიფოს მიერ რძის ფხვნილის სუბსიდირებაზე გადაწყვეტილებამ მწარმოებლები არაკონკურენტულ პირობებში ჩააყენა. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით რძის ფხვნილის მოთხოვნა წახალისდა, ნედლი რძის სექტორს კი დამატებითი სირთულეები შეექმნა.

საქართველოს მერძევეობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან არქანია მიიჩნევს, რომ თვითღირებულების რეგულირება შესაძლებელია წარმოებული რძის რაოდენობის გაზრდით, თუმცა დაბალი მოთხოვნა ნედლ რძეზე ვერ ახდენს რძის რაოდენობის ზრდის სტიმულირებას. რძის გადამამუშავებელი კომპანიები არჩევანს აკეთებენ იმპორტირებულ რძის ფხვნილზე, რომლის ფასი ნედლი რძის ფასთან მიმართებაში დაბალია.

„პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს ჩარევით და სათანადო ღონისძიებების გატარებით.  თუმცა, პანდემიის პირობებში სახელმწიფოს გადაწყვეტილებამ პირიქით დამატებითი პრობლემები შეუქმნა ნედლი რძის წარმოებას“, – აღნიშნავს არქანია.

ნედლი რძის მოთხოვნის სტიმულირების მიზნით, ლევან არქანია მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან უნდა მომხდარიყო ნედლი რძის სუბსიდირება ან რძის გადამამუშავებელი კომპანიების დღგ-საგან  გათავისუფლება, რაც  ავტომატურად აისახებოდა ნედლი რძის მოთხოვნის ზრდაზე, თუნდაც მოკლევადიან პერიოდში.


ასოციაციაში აცხადებენ, რომ პრობლემების გარდა, ინდუსტრიულ რძის ფერმებს ყოველდღიურად უწევთ პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების გადალახვა. ფერმებში გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული ნორმების შესრულება ფერმისთვის დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. შეფერხებებია ასევე საკვებწარმოების პროცესში.

“ბიზნესპარტნიორი”



თეგები:
რძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up