„მომხმარებელი მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყოს იმაზე, თუ რას ყიდულობს“-რესტორნები რძის ფხვნილით დამზადებული ყველის ეტიკეტირებაზე

„მომხმარებელი მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყოს იმაზე, თუ რას ყიდულობს“-რესტორნები რძის ფხვნილით დამზადებული ყველის ეტიკეტირებაზე

access_time2020-02-06 13:35:15

რძის ფხვნილისგან დამზადებულ ყველზე ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო კვების ობიექტების დაჯარიმების ფაქტს თბილისის რესტორნები ეხმაურებიან და  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მართებულად მიიჩნევენ.


რესტორან „კახელების“ დამფუძნებელი ჭიჭიკო გოლეთიანი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქციის ეტიკეტირება, ჯანსაღ პროდუქტზე მოთხოვნას გაზრდის. „ადრე იკრძალებოდა რესტორნებს  გლეხისგან შეძენილი  პროდუქტი გამოეყენებინათ.  ახლა გლეხს, რომელსაც 5 ძროხა ჰყავს, შეუძლია დარეგისტრირდეს მეწარმედ  და რესტორანი  ნატურალური პროდუქტით მოამარაგოს. ახლა კი, როდესაც ეს კანონიც შეიცვალა და ეტიკეტირება სავალდებულო გახდა, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის  რეალიზაცია რასაკვირველია,მეტად გაიზრდება.“-ამბობს ჭიჭიკო გოლეთიანი.

 

რესტორან „კახელების“ დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ რძის შემცვლელით დამზადებული პროდუქცია სრულად არ უნდა აიკრძალოს, რადგან მასაც ჰყავს მომხმარებელი.


„საქართველო არის ნატურალური პროდუქტით განთქმული და სირცხვილია ყველი მთლიანად  რძის ფხვნილით ვაწარმოოთ. თუმცა, არც მისი აკრძალვა მიმაჩნია მართებულად, რადგან ადამიანების გარკვეულ კატეგორიას არ აქვს  საშუალება სხვა სახის პროდუქტი შეიძინონ, ეს მათი უფლებაა, თუმცა, ასეთი პროდუქცია აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტით. რესტორნებმა კი აუცილებლად ნატურალური პროდუქტი უნდა გამოიყენონ.  ტურისტები გვსტუმრობენ, რომლებიც   ელოდებიან ნატურალურ საკვებს. მათ ამის არ არსებობის გამო, ნდობა არ უნდა გაუქრეთ.“-ამბობს ჭიჭიკო გოლეთიანი.

 


რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტის აკრძალვას არც რესტორან „წისქვილის“ წარმომადგენლები  იწონებენ, თუმცა, ეტიკეტირების წესის დანერგვას  აუცილებლად მიიჩნევენ.


„საერთოდ, აკრძალვას არ ვემხრობით, მხოლოდ ეტიკეტით უნდა გაიმიჯნოს ეს ორი პროდუქტი. მომხმარებელი კი თავად გადაწყვეტს, რომელი შეიძინოს. ზოგს ალერგია აქვს  რძეზე ან  ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს ჯანსაღი პროდუქტის შეძენის, არჩევანის უფლება უნდა მიეცეთ.“-ამბობს „წისქვილის“ წარმომადგენელი სოფო გორდაძე.


მისი თქმით, აუცილებელია ორივე კატეგორიის პროდუქტი, როგორც მაღაზიებში ასევე რესტორნებშიც იყოს, მომხმარებელი კი  მაქსიმალურად ინფორმირებული იმაზე, თუ  რისი შეძენა/შეკვეთა შეუძლია და რა ფასად.

 

შეგახსენებთ, 2017 წლის 1 ივლისიდან ყველის წარმოების წესები გამკაცრდა და რძის ფხვნილისგან ან მცენარეული ცხიმისგან წარმოებულ პროდუქტზე ტერმინ „ყველის“ დაწერა აკრძალულია.იმერული, ჭყინტი, სახაჭაპურე, - ეს ის დასახელებებია, რომლებსაც მეწარმეები რძის ფხვნილისგან დამზადებული „ყველის მსგავსი“ პროდუქტის აღსანიშნავად იყენებენ. შესაბამისად, სარეალიზაციო ობიექტებში გამოჩნდა პროდუქტები, რომლებსაც არ აწერია ყველი, თუმცა, იყიდება ყველის სექციაში, აქვს ყველის ფორმა და მასთან ასოცირებული სახელწოდება (იმერული, ჭყინტი“, სახაჭაპურე).


პროცესს მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო უწევს. უწყება  კვების ობიექტებს ამოწმებს. შემოწმების ძირითადი მიზანია, წარმოებაში გამოყენებული ყველის წარმომავლობის მიკვლევადობის დადგენა. თბილისის მასშტაბით ჯერჯერობით შემოწმდა 32 ობიექტი.რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველის ხაჭაპურებში გამოყენების გამო ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა უკვე 20-ზე მეტი ბიზნესოპერატორი.



როგორც ხარისხის ლაბორატორია - Quality Lab დირექტორმა ირაკლი ჭკადუამ კომერსანტთან საუბარში განაცხადა, უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ გაიზარდა რძის პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი ბიზნეს ოპერატორების მხრიდან  მოსალოდნელი საჯარიმო სანქციებისგან დაცვის მიზნით მომართვიანობა, რაც სავარაუდოდ სურსათის სააგენტოს მხრიდან რეგულაციების ამოქმედების შედეგია.


ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up