რძის პროდუქტების ქართველი მწარმოებლები რუსეთში პროდუქტის ექსპორტზე უარს აცხადებენ

რძის პროდუქტების ქართველი მწარმოებლები რუსეთში პროდუქტის ექსპორტზე უარს აცხადებენ

access_time2022-03-06 15:20:46

რუსული მხარის ინიციატივას, 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების შეტანის ნებართვა მისცეს, ქართველი მწარმოებლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ჯერჯერობით ოფიციალურ დონეზე განცხადება სექტორის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ, თუმცა ,,კომერსანტთან“ ამბობენ, რომ რუსეთში ექსპორტს არ დაუშვებენ. რძის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის კახა კონიაშვილის განცხადებით,  თუკი მიეცემათ შესაძლებლობა, მზად არიან უკრაინაში გააგზავნონ  ჰუმანიტარული ტვირთი და ამით უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადონ.


,,ჩვენს  ასოციაციას მიმდინარე პერიოდში რუსეთში პროდუქტის ექსპორტთან დაკავშირებით აქვს მყარი პოზიცია - არანაირ თანამშრომლობას  ამ რთულ სიტუაციაში რუსეთის ბაზარზე არ ვაპირებთ. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში პრიორიტეტია ქართველი მომხმარებელი და ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება რძისა და რძის პროდუქტებით. თუკი შესაძლებელია რაიმე მიმართულებით ვაწარმოოთ ექსპორტი, ეს იქნება მხოლოდ უკრაინა, ისიც ჰუმანიტარული დახმარების სახით“, - აცხადებს კახა კონიაშვილი.


მისივე თქმით, უკრაინაში პროდუქტის ექსპორტის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვთ და სურვილის მიუხედავად, ვერც ჰუმანიტარული მისიით შეაქვთ  რძის პროდუქტი  ტექნოლოგიური სირთულეების გამო.


,,ფორსმაჟორულ სიტუაციაში  რძის პროდუქტის გაგზავნა უკრაინაში გარკვეულ სირთულეს უკავშირდება.  იმის გამო, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქტი მალფუჭებადია, მისი ტრანსპორტირება საომარი მოქმედების დროს, დიდი სირთულეს წარმოადგენს.  ეს არ არის ფრანგული და შვეიცარიული,  დაძველების მეთოდით წარმოებული ყველი, რომელსაც ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს.  ჩვენი პროდუქტი 2-3 კვირაზე მეტხანს არ ინახება. ამიტომ საომარ ტერიტორიაზე ამ ტვირთის შეტანა გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული, სურსათის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. თუმცა თუკი ტექნოლოგირი საკითხების მოგვარებაში დაგვეხმარებიან, მზად ვართ უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად ჩვენი წვლილიც შევიტანოთ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ კახა კონაშვილი.



რუსეთში რძისა და რძის პროდუქტების ექსპორტზე კატეგორიულ უარს აცხადებს კომპანია ,,ვიტა პროდუქტის“ დამფუძნებელი, მეწარმე გიორგი გიორგაძე.


,,როგორი პირობაც არ უნდა იყოს შემოთავაზებული, რუსეთში ექსპორტს ამ ვითარებაში არანაირად არ განვახორციელებ. მირჩევნია, საერთოდ გაუყიდავი დარჩეს პროდუქტი, ვიდრე რუსეთში გავიტანო, ეს ჩემი, როგორც მოქალაქის, პრინციპული პოზიციაა აგრესორი ქვეყნის მიმართ“, - აცხადებს ქართველი მეწარმე.


შეგახსენებთ, რომ  რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახური (როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რი/Россельхознадзор) აცხადებს, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავს“.


როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა უწყების ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ზურაბ ჩეკურაშვილს შორის მოლაპარაკების შემდეგ. სურსათის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება.


ეს გადაწყვეტილება ფიტოსანიტარიის სამსახურმა რუსეთისთვის არაერთი სახელმწიფოს მიერ დაწესებული მძიმე სანქციების ფონზე მიიღო.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up