რძის პროდუქტების როლი ბავშვთა კვებაში

რძის პროდუქტების როლი ბავშვთა კვებაში

access_time2022-03-21 12:55:18

ჯანმრთელი ბავშვი ძლიერი იმუნიტეტით ალბათ ყველა დედის ოცნებაა. ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მისი მუცლადყოფნის პერიოდში იწყება და დაბადების პირველი წუთებიდან მის ზრდასრულობამდე გრძელდება. განსაკუთრებული როლი კი ამ ყველაფერში ეკოლოგიასთან და გარემო პირობებთან ერთად,  რა თქმა უნდა, სწორ კვებას ენიჭება. რა მიკროელემენტები და ვიტამინები სჭირდება ბავშვს და რა როლი უკავია ბავშვთა კვებაში რძეს და რძის პროდუქტებს ამაზე პედიატრს, მედიცინის აკადემიური დოქტორს მაია ჩხაიძეს ვესაუბრეთ.


ქალბატონო მაია, რომელი პროდუქტებია ბავშვთა კვებაში აუცილებელი და რა ადგილი უკავია ამ პროდუქტებში რძეს და მის ნაწარმს?


-რძე და რძის პროდუქტები ბავშვთა კვების ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი ნაწილია, წარმოადგენენ ცილების და ენერგიის შესანიშნავ წყაროს.  ასევე შეიცავენ ვიტამინების და მინერალების ფართო სპექტრს.


რძე და რძის ნაწარმი არის ენერგიის, ცილების, ცხიმების (ძირითადად ნაჯერი), ვიტამინების (რიბოფლავინი, B12, Aდა D ვიტამინი) და მინერალების (კალციუმი, იოდი, ფოსფორი, თუთია) წყარო. ეს ჯგუფი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის და ჯანსაღი კბილებისათვის.


ცილას აქვს ყველა უჯრედში, სტრუქტურული და ფუნქციური როლი და უმნიშვნელოვანესია ზრდისთვის.  ცილაზე მოთხოვნილება შეესაბამება სხეულის ზომებს და ასაკს. მისი კარგი წყაროა: უცხიმო ხორცი, ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები, რძე, რძის ნაწარმი,  კვერცხი, პარკოსნები, თხილეული და მცენარის თესლები.

 

რას იღებს ბავშვი რძითა და რძის პროდუქტებით?



-რძის  პროდუქტებთან ერთად ბავშვის ორგანიზმი  ღებულობს  ყველაზე მეტად  ვიტამინ D-ს  და კალციუმს.  ვიტამინი D აძლიერებს კალციუმის შეწოვას, რაც მნიშვნელოვანია ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის და ჯანმრთელი კბილებისთვის. მისი ნაკლებობა ბავშვებში ძირითადად რაქიტის სახით გამოვლინდება.  ვიტამინი D-ს საკვები წყაროები ცოტაა, ამიტომაც ვიტამინი D-ს ადექვატური რაოდენობის მიღება მხოლოდ საკვებით რთულია. მზის სხივები ან ულტრაიისფერი სხივები ვიტამინი D-ს კიდევ ერთი  წყაროა. ამიტომ პედიატრები ხშირად ვურჩევთ მშობლებს მზის აბაზანებს, სუფთა ჰაერზე ბავშვის გასეირნებას... ჩვილი ბავშვებისათვის ასევე რეკომენდებულია ვიტამინი D-ს 400 ს.ე. (10 მკგ) მიღება დღეში ერთხელ საკვები პროდუქტების უმეტესობა D ვიტამინს არ შეიცავს. შედარებით მდიდარია ამ ვიტამინით ცხიმიანი თევზი. ვეგეტარიანელი ბავშვისთვის D ვიტამინის ალტერნატიულ წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს D ვიტამინით გამდიდრებული რძე ან მარცვლოვნები.


ასევე უმნიშვნელოვანესია რძის მიღება კალციუმის თვალსაზრისით.  კალციუმი აუცილებელია ძვლებისთვის და კბილებისთვის. რძე და ზოგიერთი რძის ნაწარმი (მაგ. იოგურტი, მაწონი  და ყველი) კალციუმის მიღების  ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. რძეს კალციუმის საბადოსაც ვეძახით.


 ბავშვებს კალციუმზე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოველდღე 2-3 ულუფა რძის ან რძის ნაწარმის მიღება სჭირდებათ.  დაბალცხიმიანი რძე და რძის ნაწარმი შეიცავს იმდენ ან იმაზე მეტ კალციუმს, რამდენიც არის ჰომოგენიზებულ და ცხიმმოუხდელ რძეში.


ბავშვებისთვის ვინც ვერ/არ იღებს ძროხის რძეს, რეკომენდებულია კალციუმით გამდიდრებული ალტერნატიული რძე . რძის შაქრის , ლაქტოზის აუტანლობისას ასევე რეკომენდაციას ვაძლევთ ბავშვმა მიიღოს ულაქტოზო რძე და მისი ნაწარმი. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი კალციუმით და ვიტამინი D  მდიდარ პროდუქტებს მაინც არ იღებს, საჭიროა  ამ პრეპარატების დამატებით მიცემა.


კალციუმის წყაროს 75 პროცენტს რძე და რძის ნაწარმი შეადგენს. ვეგეტარიანელი ბავშვების შემთხვევაში თუ ის რძეს არ სვამს, ყოველდღიურად უნდა იღებდეს კალციუმით მდიდარ საკვებს (ბროკოლი, ჩინური კომბოსტო, თხილეული, თესლეული) ან კალციუმით გამდიდრებულ მარცვლეულს.

 

განსაკუთრებით მინდა გამოვყო რძის პროდუქტებში მაწონი, რომელიც ენდემური პროდუქტია.  მაწონი ტრადიციული ქართული რძემჟავა პროდუქტია. რძემჟავა პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა  მათში შემავალი ბაქტერიების გამო. აღნიშნული ბაქტერიები - პრობიოტიკები - ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებსაც შეუძლიათ სარგებლობა მოუტანონ ადამიანს, კერძოდ, დადებითი გავლენა მოახდინონ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე. პრობიოტიკები ორგანიზმის მეგობარ ბაქტერიად მიიჩნევა. ისინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აძლიერებენ. პრობიოტიკებს ხშირად კეთილ ბაქტერიებს უწოდებენ, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ ცუდ ბაქტერიებს ებრძვიან. ისინი ერთგვარი ბარიერის ეფექტს ქმნიან, ნაწლავებს ცუდი ბაქტერიების ზემოქმედებისგან იცავენ, ამასთან, ანთების განვითარების რისკსაც ამცირებენ, რადგან ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებას უშლიან ხელს. გარდა ამისა, პრობიოტიკების დახმარებით ჩვენი იმუნური სისტემა ვირუსების წინააღმდეგ გაცილებით ეფექტურად მოქმედებს.


პრობიოტიკების ჯგუფში ბევრი ტიპის ბაქტერია შედის. განსაკუთრებით სასარგებლო ბაქტერიებად მიიჩნევა ლაქტობაცილა, ანუ რძისმჟავას ბაქტერია და ბიფიდობაქტერია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა რძემჟავა ბაქტერიის შემცველი საკვები რეგულარულად მიიღოს. ამ მხრივ, მაწონი, რომელიც ენდემურ დედოზეა დამზადებული, ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რადგან ის ბუნებრივ პრობიოტიკებს შეიცავს. მასში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა კონცენტრირებული რძემჟავა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მაწვნის შენახვის ვადა საკმაოდ ხანმოკლეა.

 

მაია ჩხაიძე- პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი საქართველოს პედიატრთა აკადემიის გამგეობის თავმჯდომარე.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up