რეალიზაციის მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია - რითეილ გრუპ ჯორჯია

რეალიზაციის მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია - რითეილ გრუპ ჯორჯია

access_time2023-04-14 13:00:08

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი გაზრდილ გაყიდვებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ რეალიზაციის მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, გაორმაგებულია.


„გასულ წელთან შედარებით ზრდა, დაახლოებით 40%-ია. საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, 2022 წელი კარგი იყო და ეს ტენდენცია გაგრძელდა წელსაც,“-აცხადებს რეზო მაღალაშვილი.


რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია გაყიდვების კუთხით ასეთი გააქტიურება, მაღალაშვილი განმარტავს, რომ მიზეზი რთული გასაზომია. „თუ სხვა სფეროებში შევხედავთ, მიგრანტების წილი გაზრდილია, თუმცა, ეს არ არის უზარმაზარი,“-აცხადებს მაღალაშვილი.


 რეზო მაღალაშვილი აცხადებს, რომ დასაქმების ბაზარი ვითარდება და კონკურენტული ხდება.


მისი ინფორმაციით, თუ მაგალითად, 10 წლის წინ რითეილი მთლიანად 1 დასვენების დღით მუშაობდა, სამუშაო დრო კი კვირაში ხანდახან 40 საათსაც აჭარბებდა, დღეს ბაზარი ბევრად უფრო განვითარდა და ოპერირება შრომის კოდექსის მიხედვით დაიწყო.



„ჩვენს ქსელში, ყველა კონსულტანტს, კვირაში 2 დასვენების დღე აქვს,დაახლოებით 10 წლის წინ ასე არ იყო, თუმცა, დღესაც, სხვადასხვა კომპანიაში ისევ ის რეალობაა.


ჩვენთან ხელფასებიც გაიზარდა, ეკონომიკურ ზრდასთან და შემოსავლების ზრდასთან ერთად, ეს კი ნორმალურია.


ის,რომ ქვეყნიდან გადის ახალგაზრდობა, ამის შესახებ ცნობილია, ეს დასაქმების ბაზარს ვნებს, ისევე როგორც რითეილს, ნებისმეირ სხვა ინდუსტრიას. ვფიქრობ, რომ ადაპტირება შესაძლებელია, მოგვიწევს უკეთესი პირობების შეთავაზება იმისთვის, რომ შეზღუდული ადამიანური რესურსისთვის კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ადამიანი დასაქმდეს იქ, სადაც ყველაზე კარგ პირობებს სთავზობენ. ჩვენი კომპანია მუდმივად აუმჯობესებს პირობებს,“-აცხადებს მაღალაშვილი.


რამდენია კონსულტანტის საშუალო ხელფასი „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ წარდგენილ მაღაზიებში, ამაზე მაღალაშვილი არ საუბრობს და აცხადებს,რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.


„ჩვენთან ანაზღაურების ნახევარი არის ბონუსური, თან ისე, რომ ფიქსირებულის წილი არ შეგვიმცირებია. ადრე თუ საბონუსე შემოსავალი 20% იყო, ახლა ფიქსირებული ოდნავ მეტია. საბონუსე შემოსავალი 50%-მდე ავიდა,რაც საგრნძნობი მატებაა,“-აცხადებს მაღალაშვილი.


შეგახსენებთ, „რეითეილ გრუპ ჯორჯია” ქვეყანაში 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის 60 მაღაზიას წარადგენს.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up