სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით (149.1 ლარით) გაიზარდა და 1 463.8 ლარი შეადგინა.
ამას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხამურა ეკონომისტი ოთო აბესაძე, რომლის პოსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:
„საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 463.8 ლარით განისაზღვრა. კვლავ განვმეორდები როდესაც ჩინოვნიკი ჭამს ხორცს და თქვენ კომბოსტოს, სტატისტიკურად თქვენ ჭამთ ტოლმას. „საქსტატი“ საშუალო ხელფასს ითვლის კლასიკური გაგებით საშუალო არითმეტიკულის მეთოდით.
მნიშვნელოვანია საშუალო ხელფასის დაანგარიშებაში შევიდეს შემდეგი მეთოდოლოგია:
- საშუალო ჰარმონიულის შეწონილი;
- ვარიაციის კოეფიციენტი (გაბნევა);
- პოპულაციის ინდექსი (მოდა) ;
და ამ სამი პარამეტრის საშუალოს პრინციპით დაანგარიშდეს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი.
რეალურად დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი მერყეობს 850-950 ლარის ფარგლებში,“- წერს აბესაძე.