„ვიღებთ იმას, რომ მანქანა ხდება არა თავისუფალი არჩევანი, არამედ იძულება,“ -  სატრანსპორტო საკითხების ექსპერტი ურბანული ტრანსპორტის დაგეგმვაზე

„ვიღებთ იმას, რომ მანქანა ხდება არა თავისუფალი არჩევანი, არამედ იძულება,“ -  სატრანსპორტო საკითხების ექსპერტი ურბანული ტრანსპორტის დაგეგმვაზე

access_time2022-12-15 19:00:32

„მთელ მსოფლიოში,  ქალაქებში საცობს ქმნის მანქანების იმაზე დიდი რაოდენობა, ვიდრე ქუჩათა ქსელს შეუძლია გატარება. მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ რატომ მივიღეთ ეს გაზრდილი რაოდენობა“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“  სატრანსპორტო საკითხების ექსპერტმა ელენე ხუნდაძემ ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს ურბანული ტრანსპორტის დაგეგმვის ორი მიდგომა, ერთი არის ის, რომლის გატარებასაც დღეს მერია ცდილობს, ანუ დაბალანსებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა, მეორე კი მანქანაზე ორიენტირებული სისტემის შექმნაა.

 

 

 

„ამ მეორე მიდგომის მთავარი ფოკუსი არის ის, რომ მანქანამ სწრაფად გაიაროს, როდესაც პატარა შეფერხებაა მოხსნიან შუქნიშანს, რომ არ შეფერხდეს მოძრაობა, გააფართოებენ გზას ტროტუარის ხარჯზე,  მაღალი სიჩქარეს დაუშვებენ, ბევრი პარკირებაა მიწოდებული და ეს ყველაფერი ფეხით მოსიარულეების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქმედებას  და შემდგომ ოპერირებას აუარესებს, რის  შედეგადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით და ფეხით სიარული უფრო და უფრო მოუხერხებელი ხდება და მანქანით გადაადგილების მაჩვენებელი იზრდება.

 

 

 

მანქანას აქვს ძალიან ბევრი უარყოფით შედეგი, ეს არის გამონაბოლქვი და ხმაური , რაც ძალიან დიდი პრობლემაა და ა.შ , რეალურად ვიღებთ იმას, რომ მანქანა ხდება არა თავისუფალი არჩევანი, არამედ იძულება,  მანქანაზე  დამოკიდებულები ვხდებით მოკლე მანძილის შემთხვევაშიც, სადაც  ქალაქში სხვა საშუალებები უნდა იყოს.  გასაგებია, რომ არის  ადგილები სადაც  მანქანა  ყოველთვის  საჭირო  იქნება, მაგრამ თბილისში გვაქვს კილომეტრ ნახევარზე მანქანის ნაკადის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და ის 20% - ს შეადგენს , საერთო მოძრაობას, რომ ეს 20%  გამოვაკლოთ თავისუფლად მივიღებთ გამტარობას“, - აღნიშნა ელენე ხუნდაძემ.

 

 

 

რაც შეეხება ქალაქში  ესტაკადების მშენებლობას, ხუნდაძის  თქმით ესტაკადა გამოსავალი არ არის, რადგან მას  საცობი ერთ ადგილიდან მეორეზე გადააქვს, შესაბამისად მანქანები აღნიშნულ მანძილს სწრაფად გაივლიან, მაგრამ პირველივე  კვანძზე, სადაც  პატარა  შეფერხება დახვდებათ, მთელი ნაკადი იქ დაგროვდება.

 

 

 

„რეალურად არსებობს ცნება, რომ 5-6 წელიწადში ესტაკადა ისევ იჭედება და ამის ნათელი მაგალითი გვაქვს, ეს არის  გმირთა მოედნის ესტაკადა და ე.წ. ახალი გზა, რომელიც მანქანების გაზრდილ რაოდენობას ვეღარ ატარებს“, - აღნიშნა ელენე ხუნდაძემ.


 

 

 

ხუნდაძის  თქმით, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მერიამ დაუშვა 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის  დაგვიანებაა, მისივე თქმით, მერიამ პანდემიის  წელი ვერ გამოიყენა იმისთვის, რომ ეს საკითხი უფრო სწრაფად გადაეჭრა და არც მედიის  და არც NGO - ების მხრიდან, ამ საკითხის  დაჩქარებაზე,  მერიას  ზეწოლა არ ჰქონია.

 

 

 

„იმედია,  ამის  მოწყობას 5-7 წელი არ  დასჭირდება და უფრო  მალე  გაკეთდება, მთავარია,  რომ  ალტერნატივა იყოს. სიჩქარის  შემცირება ითვლება  ყველაზე ეფექტურ  ინსტრუმენტად იმისთვის, რომ ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე  გადაჯდეს. ძალიან ბევრ  დიდ ქალაქში სინგაპურში, ლონდონში და სხვა  ევროპულ  ქალაქებში დამატებით  მანქანაზე  მიმართულია  საცობის  გადასახადი. ზოგან ცენტრალურ უბნებში  შესასვლელად ადამიანები  იხდიან  გადასახადს, თუმცა  ჩვენნაირ ქალაქში ეს მისაღები  ინსტრუმენტი  არ მგონია.

 

 

თუმცა სიჩქარის  შემცირება  სხვა  მხრივაც  მნიშვნელოვანია, დღეს  თბილისში  ძალიან მაღალი სიჩქარე გვაქვს დაშვებული, საგზაო  უსაფრთხოება კატასტროფულია, წელიწადში  100 ადამიანი ავარიის  შედეგად იღუპება“, - აღნიშნა ელენე ხუნდაძემ.

 

 

 

ხუნდაძის  თქმით დღეს ავტობუსების  დამატება ქალაქს არაფერს მისცემს, უფრო  დიდი  ეფექტის მომტანი ავტობუსის  ზოლების მოწყობაა, გამომდინარე იქიდან , რომ ავტობუსი  საცობში  ხვდება, ის კონკრეტულ დროში გარკვეული რაოდენობის რეისს ვეღარ  ახერხებს და შესაბამისად,  გაჩერებაზეც ხალხის დიდი ნაკადი  ხვდება.

 

 

 

 

 

 

 

 თაკო კვაჭანტირაძე

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up