რეალური ინვესტორი თუ გაშვებული შესაძლებლობა - მთავრობის გეგმები და სპეციალისტების მოლოდინი ანაკლიის პორტის ირგვლივ

რეალური ინვესტორი თუ გაშვებული შესაძლებლობა - მთავრობის გეგმები და სპეციალისტების მოლოდინი ანაკლიის პორტის ირგვლივ

access_time2022-10-07 12:30:33

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებით არაბეთის გაერთიანებული საამიროების, „აბუ დაბის პორტების“ კორპორაცია დაინტერესდა. თავად AD Ports Group-ი აბუ-დაბის საამიროს დაქვემდებარებული სახელმწიფო კომპანიაა. პორტის თაობაზე დაინტერესება სხვა კომპანიებმაც გამოხატეს,  ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განცხადა. 


მინისტრის თქმით, სახელმწიფოს დაკვეთით კომპანია MTBS-ი პორტის კომერციული დასაბუთების დოკუმენტს ხელახლა ამზადებს, რაც დაინტერესებულ ინვესტორებს წარედგინებათ. ასევე სახელმწიფო გეგმავს შეარჩიოს საერთაშორისო იურიდიული ფირმა, რომელიც ახალი კონტრაქტის პირობების მომზადებაზე იმუშავებს.


2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 2.850 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 1.3 მლნ ლარით აჭარბებს. აღნიშნული თანხიდან 8 დასაქმებულის შრომის ანაზღაურებაზე მომავალ წელს 151.8 ათასი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე წელს იყო და 330 ათასი ლარი გახდება. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მომავალ წელს განხორციელდება „საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ხელშეწყობა და ახალი საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგი“.


მიუხედავად მთავრობის ოპტიმისტური განწყობისა, რომ ანაკლიის პორტით ახალი ინვესტორის დაინტერესებას და პროეტზე მუშაობის დაწყებას შეძლებენ, შეგახსენებთ, რომ მსგავსი ჩანაწერი 2022 წლის ბიუჯეტშიც იყო, ხოლო 2021 წლის პროექტში, ხაზგასმით მიუთითებდნენ, რომ „დაიწყება ანაკლიის საზღვაო, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობესებაზე, არამედ გაზრდის ქვეყნის როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ცენტრად“.



რა მოლოდინები აქვთ ამჯერად დარგის სპეციალისტებს, ამ საკითხზე „კომერსანტთან“ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას ახლა მთავრობამ, ანაკლია უკვე გაშვებული შესაძლებლობაა და რაც მისი არსებობით დღეს შეეძლო ქვეყანას მიეღო, უკვე დაკარგულია.


„ანაკლიის პორტის არსებობა უმნიშვნელოვანესია. 2020 წელს ჩვენ გავაჩერეთ ანაკლიის მშენებლობა, ეს მაშინ, როდესაც რუსეთს პარალელურად ჰქონდა ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების გეგმა, უფრო ზუსტად ფინანსური გადაწყვეტილებაც კი ჰქონდა მიღებული. ეს პროექტები რუსეთისთვის ხერხემალი უნდა ყოფილიყო და აზიიდან ტვირთნაკადი გაეტარებინა კასპიის ზღვით თავისი პორტების გამოყენებით, თუმცა ერთ დღეს ჩაიშალა და არავინ იცის საერთოდ განხორციელდება თუ არა. წარმოიდგინეთ ჩვენ რომ ეს წლები არ დაგვეკარგა პოლიტიკური დაპირისპირების გამო და პირველი ეტაპი მაინც განგვეხორციელებინა, რაც ითვალისწინებდა საკონტეინერო გემების მიღებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, რუსეთის 4 პორტის პროექტის ჩაფუშვის შემდეგ რა მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა საქართველო.


მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა წლების წინ ანაკლიის განვითარების სიპპ-ის მიერ, რომ ხელახლა დაეთვალათ იქნება თუ არა ტვირთნაკდები, თან დაჩქარებული წესით. რაში გადავიხადეთ ერთი მილიონი ლარი ჩვენი ჯიბიდან, რასაც წლები დასჭირდა. პერიოდულად გამოვლენ, განაცხადებენ, რომ რაღაც შევქმენით, გავაკეთეთ, ვმუშაობთ, მაგრამ არ გამოდის. ახლა რაც არ უნდა ვითომ ტენდერები და კვლევები ატარონ, ანაკლია არის გაშვებული შესაძლებლობა“, — ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.


გაშვებულ შესაძლებლობად აღიქვამს ანაკლიის პორტის საკითხს „ანაკლია სითის“ ყოფილი ხელმძღვანელი ქეთი ბოჭორიშვილიც, რომელიც 2 თვის წინ „კომერსანტთან“ ამბობდა, რომ დღეს უკვე ყველამ დაინახა ამ პორტის საჭიროება, რადგან რა მარშრუტზეც დღეს საქართველო არის ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, ცენტრალური აზიისთვის და ევროპისთვის, მათი სურვილია არსებობდეს რუსეთის ალტერნატიული გზა რეგიონში.


„ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტვირთი ჩვენი გავლით წამოვა, მაგრამ არის როგორც ეკონომიურად მომგებიანი ასევე უსაფრთხოების მხრივ სასარგებლო საკითხები, ამიტომ ამ პროექტისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს და მხოლოდ სიტყვები არასაკმარისია. რუსეთ-უკრაინის ომის გამო ჩრდილოეთის გზები ჩამოვიდა სამხრეთით, სადაც შუა დერეფანი საქართველოა, ამიტომ ახლა ანაკლიის პორტის არსებობა ქვეყნის ეკონომიკისთვის გარდამტეხი იქნებოდა“,  აღნიშნა ბოჭორიშვილმა.


2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში განაცხადეს. 2020 წლის 9 იანვარს კი საქართველოს მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება გაუწყვიტა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up