Zara, Pull&Bear, Bershka და Stradivarius-ი გაზაფხულზე რუსეთში ახალი სახელებით დაბრუნდება - Forbes

Zara, Pull&Bear, Bershka და Stradivarius-ი გაზაფხულზე რუსეთში ახალი სახელებით დაბრუნდება - Forbes

access_time2022-10-26 22:00:59

ესპანური ტანსაცმლის მწარმოებლი და გამყიდველი fashion-ჯგუფი Inditex-ი რუსეთში მუშაობის განახლებისთვის ემზადება. ამის შესახებ Forbes-ს უძრავი ქონების საცალო ბაზრის ოთხმა წყარომ განუცხადა.


მათივე ინფორმაციით, Inditex-ის ოთხი ბრენდი დაბრუნდება რუსეთის ბაზარზე - Zara, Pull & Bear, Bershka და Stradivarius.


„ყველა სახელი იქნება ახალი. ახლა ვარიანტები მუშავდება“- ამბობს Forbes-ის ერთ-ერთი თანამოსაუბრე. მაღაზიების გახსნა მომავალ გაზაფხულზე იგეგმება. პუნქტების რაოდენობა, რომლებიც გაიხსნება, ჯერჯერობით უცნობია.


„ეს საკითხი განხილვის პროცესშია“, განმარტავს Forbes-ის წყარო, რომელიც იცნობს Inditex-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს.


იმავდროულად, ისეთი ბრენდები, როგორიცაა Massimo Dutti, Oysho და Zara Home მთლიანად დატოვებს რუსულ ბაზარს.


მანამდე, Inditex-მა დაადასტურა, რომ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს დაინტერესებულ მხარეებთან რუსეთში ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ TASS-ს კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.



გაზეთ „იზვესტიას“ წყარომ განაცხადა, რომ Zara-ს მაღაზიები რუსეთში New Fashion-ის სახელით დარჩება. „ვიღაცამ მოიფიქრა ეს. ეს ვარიანტი არ განიხილებოდა, ”- ამბობს Forbes-ის სხვა წყარო, რომელიც იცნობს Inditex-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს.



გამოცემა The Shopper-ი, ესპანურ გაზეთ Cronica Global-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ საცალო ვაჭრობის ბიზნესი რუსეთში შესაძლოა გადაეცეს ლიბანურ Azadea ჯგუფს, რომელმაც გახსნა Inditex-ის ფრანჩაიზები ალჟირში, ბაჰრეინში, ომანსა და კატარში. კომპანიამ შეკრიბა გუნდი დუბაიში რუსეთში მაღაზიების გასახსნელად. გამოცემის თანახმად, მიმართულებას უხელმძღვანელებს ხოსე ლუის პავია, რომელიც ადრე იყო Pull & Bear მენეჯმენტის გუნდის წევრი, ხელმძღვანელობდა ბავშვთა მოდას Zara-ში და აკონტროლებდა Lefties ტანსაცმლის ქსელს. ფაქტს, რომ კომპანიის რუსული ბიზნესი ლიბანელ პარტნიორებს გადაეცემა, Forbes-ის ორი თანამოსაუბრეც ადასტურებს.


„კომერსანტი“ ადრე იტყობინებოდა რუსული აქტივების გადაცემის შესახებ პარტნიორებისთვის მეგობრული ქვეყნიდან, მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ან სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნიდან.


Inditex შეცვლის შვილობილი კომპანიის Zara CIS-ის კორპორაციულ სტრუქტურას და გადასცემს მესამე კომპანიას, რომელიც რეგისტრირებული იქნება იურისდიქციაში, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება არ მიიჩნევს „არამეგობრულად“, აღნიშნა გამოცემამ. 



SPARK-ის ცნობით, 24 ოქტომბრიდან Zara CIS შეიცვალა და გახდა New Fashion. პარალელურად შეიცვალა აღმასრულებელი დირექტორიც - დორობანტა ლუჩიანა ვერონიკა სოკოლოვამ შეცვალა.


Forbes-მა გარკვეული კითხვები გაუგზავნა Inditex-ის ოფისს. 25 ოქტომბრის საღამოს, კომპანიის ვებგვერდზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ Inditex დათანხმდა გაყიდოს თავისი ბიზნესი რუსეთში ლიბანელ ფრანჩაიზზე Daher Holding-ზე. თუ მომავალში პირობები საშუალებას მისცემს Inditex-ის ბრენდებს დაბრუნდნენ რუსულ ბაზარზე, კომპანიებს აქვთ ფრანჩაიზინგის სისტემის მეშვეობით პარტნიორობის შესაძლებლობა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


რუსეთ-უკრაინის ომამდე Zara რუსეთის მოდის საცალო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე იყო. რუსული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, New Fashion-ის შემოსავალმა 2021 წელს შეადგინა 57,2 მილიარდი რუბლი, წმინდა მოგება - 6,4 მილიარდი რუბლი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up