ავსტრიული პრესის სააგენტოს ცნობით, ორშაბათს კომპანია Red Bull-ის ოფისი ავსტრიის კონკურენციის ფედერალური სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ევროსტრუქტურების წარმომადგენლებმა გაჩხრიკეს. ამის შესახებ ავსტრიული პრესა იტყობინება.
ევროკომისია (EC) ეჭვობს, რომ ავსტრიული ენერგეტიკული სასმელების კომპანია Red Bull-ს უკანონო შეთქმულებასა და ევროპული ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევაში მონაწილეობს.
სამშაბათს ევროკომისიამ Red Bull-ის მიმართ ოფიციალური გამოძიება დაიწყო. თავად კორპორაციამ დაადასტურა ჩხრეკის ფაქტი და დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.
Red Bull ცნობილია, როგორც სპორტის სხვადასხვა სახეობის შეჯიბრებების სპონსორი და ორგანიზატორი. მისი მთავარი ოფისი მდებარეობს ავსტრიის ქალაქ ფუშლ-ამ-ზეში (ზალცბურგის ფედერალური შტატი).