ნოემბრის პირველ კვირაში, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს და შვედეთის ახალ პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს უმასპინძლებს.
ერდოღანისა და ნატოს ხელმძღვანელის იან სტოლტენბერგის შეხვედრა 4 ნოემბერს სტამბოლშია დაგეგმილი სადაც, სავარაუდოდ, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესი და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული უახლესი მოვლენები განიხილება.
თურქეთის პრეზიდენტის შვედეთის პრემიერთან შეხვედრა 8 ნოემბერსაა დაგეგმილი. ანკარაში ორი ქვეყნის ლიდერები შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე იმსჯელებენ.
26 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, შვედეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ნატოში გაწევრიანების შესახებ სამმხრივი მემორანდუმის შესასრულებლად მზადაა. კრისტერსონმა Twitter-ზე ისიც დაწერა, რომ ერდოღანთან საუბარი კონსტრუქციული იყო და ანკარაში ვიზიტს მოუთმენლად ელის.
ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად ივნისში განაცხადეს. ეს გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა