რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ ისაუბრებს. - ამის შესახებ ინფორმაციას teletrader ავრცელებს.
თურქეთის ომბუდსმენმა შერეფ მალქოჩმა ანკარაში ომბუდსმენების შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, რომ მან ერდოღანს რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეაზე მხარდაჭერა სთხოვა.
მისივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმა.
“თუ მოვახერხებთ უკრაინაში დაჭრილების, ბავშვებისა და ქალების გაცვლას, ეს ამ [ომბუდსმენების] შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება”, - თქვა თურქეთის ომბუდსმენმა.
მან აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ მხრივ მუშაობა უკვე დაიწყო.
“მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პრეზიდენტი სატელეფონო ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს დღეს ან ხვალ გამართავს ბატონ ზელენსკისთანაც, ბატონ პუტინთანაც. ამის შემდეგ - საქმე ჩვენზეა. ერთად დავიწყებთ კოორდინაციას”, - თქვა მელქოჩმა.