თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. ბურსაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება არჩევნებში ახალგაზრდების აქტიურად მონაწილეობას იმედოვნებს.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 18 ივნისს იგეგმებოდა, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მანამდე მიანიშნა, რომ არჩევნების თარიღი შეიძლება, გადაწეულიყო. თურქეთის მმართველი პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მანამდე განაცხადა, რომ ივნისის არჩევნები დაემთხვევა ზაფხულის არდადეგების სეზონს, როდესაც ხალხი დასასვენებლად მიემგზავრება.