რეფერენტული ფასები ბაზრიდან ხარისხიან მედიკამენტებს გააქრობს - ვატო სურგულაძე

რეფერენტული ფასები ბაზრიდან ხარისხიან მედიკამენტებს გააქრობს - ვატო სურგულაძე

access_time2023-01-09 15:00:19

ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის, ვატო სურგულაძის თქმით, წამლების ფასზე ზღვრის დაწესებამ, მიუხედავად რიგი ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილობრივ გაიაფებისა, შესაძლოა, ინდუსტრიისთვის და მოსახლეობისთვის გარკვეული პრობლემები შექმნას, მათ შორის, გამოდევნოს ბაზრიდან ხარისხიანი პროდუქცია. რეფერენტული ფასების დაწესების დადებით და უარყოფით მხარეებზე მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.


„ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, სადაც არამყარი ვალუტა და არასტაბილური ეკონომიკური სიტუაციაა, რამდენად იმუშავებს რეფერენტული ფასები, რთული სათქმელია. ეს მეთოდი შემოიღეს მოლდოვაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, რუსეთშიც კი და ის მოლოდინი, რაც ფასების დაკლებაზე ჰქონდათ, არ გამართლდა. წამლებზე ფასის ზღვრის დაწესება სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში რიგ პრობლემებს იწვევს.


დადებითი ეფექტი ისაა, რომ ფასები დაიკლებს, თუმცა არა იმდენით, რამდენის მოლოდინი სახელმწიფოს აქვს. უარყოფითი კი ის, რომ გაქრება ბაზრიდან ხარისხიანი მედიკამენტები. მედიკამენტი კი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს, თუმცა ჩვენს ბაზარზე არის არაევროპული ქვეყნების მედიკამენტები, რომლებსაც არც FDA-ის (ამერიკის კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) და არც EMA-ის (ევროპის მედიკამენტების სააგენტო) აკრედიტაცია აქვს. GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტი არ ნიშნავს, რომ მედიკამენტი აუცილებლად ხარისხიანია“, - თქვა სურგულაძემ.


ვატო სურგულაძემ აღნიშნა ისიც, რომ დღეს ქვეყანაში წამლების რეალური ქიმიური შემადგენლობის შემოწმება არ ხდება, ამგვარი ცვლილება კი ბიზნესის საქმიანობისთვის, შესაძლოა, შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.



„თუ მედიკამენტები ერთნაირია, ხარისხი და მოქმედება იგივეა, რატომ ღირს ერთი უფრო ძვირი და მეორე უფრო იაფი? რატომ ვირჩევთ მედიკამენტებს, რომლებიც სერტიფიცირებულია ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, იაპონიაში და ასე შემდეგ? ხარისხში სხვაობა რეალურია, თუმცა ჩვენ წამლების რეალურ ქიმიურ შემადგენლობას ვერ ვამოწმებთ და ამის გაგება მხოლოდ დოკუმენტებიდანაა შესაძლებელი. ევროპაში არ არსებობს ფრაზა „ხარისხიანი მედიკამენტი“, რადგან იქ ყველა მათგანი გადის სერიოზულ, რამდენიმეწლიან შემოწმებას სანამ ბაზარზე მოხვდება და გაყიდვა დაიწყება.


ბევრი კომპანია ისედაც გასულია საქართველოს ბაზრიდან და არ გამოვრიცხავ, რომ ამ ცვლილებამ საქმიანობა კიდევ უფრო შეუფერხოს მათ. ფარმაცევტული ინდუსტრია არის ბიზნესი, კომერცია, რომელსაც ამოცანად მოგება აქვს და ეს მოგება თუ არ ექნება, რა თქმა უნდა, ის ოპერირებას შეწყვეტს და სხვა ბაზარზე გადავა“, - ამბობს სურგულაძე.


ცნობისთვის, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს და ამ ფასზე ძვირად წამლების რეალიზაცია აიკრძალება. რეფერენტული ფასები 2023 წლიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.


2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში სავალდებულო გახდა ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტიც. გასული 17 იანვრიდან კი საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. ცვლილების შედეგად, ის თურქული თუ არათურქული წარმოების ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზეა აკრედიტებული, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად აღიარებულია.



bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up