„რეფინანსირების განაკვეთი 7.25%-მდე დაიკლებს“ - როდის გაუიაფდება 190 ათასამდე ადამიანს სესხი

„რეფინანსირების განაკვეთი 7.25%-მდე დაიკლებს“ - როდის გაუიაფდება 190 ათასამდე ადამიანს სესხი

access_time2022-02-10 10:00:47

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.5%-ზე შეინარჩუნა. როგორც სებ-ში განმარტავენ, განაკვეთის შენარჩუნების მიზეზი მაღალი ინფლაცია გახდა. ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციამ კლება გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს, სწორედ ამის პარალელურად რეგულატორი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასაც დაიწყებს.


მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, საშუალოვადიან პერიოდში, რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-ს უნდა დაუახლოვდეს, ხოლო 2022 წლის ბოლოს- 2023 წლის დასაწყისში ის 7.25%-7.5%-ის ფარგლებში უნდა იყოს. შესაბამისად, თუკი სებ-ის პროგნოზი გამართლდა, მაშინ ერთ წელში ქვეყანაში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მომსახურება გაიაფდება. 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 185 300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8 699 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.


“საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე კლების მოლოდინი პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებას და მის ნეიტრალურ დონესთან დაახლოებას გამოიწვევს, რომელიც არსებული შეფასებით 6.5%-ის ფარგლებშია. უნდა აღინიშნოს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის დაპირებას მონეტარული პოლიტიკის მომავალ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ის ასახავს განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას იმ დაშვებით, რომ ეგზოგენური ფაქტორები პროგნოზში გათვალისწინებული სცენარით განვითარდება”,- ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.


ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ გაზაფხულიდან ინფლაციის შემცირებაა მოსალოდნელი, რაც თავის მხრივ ეროვნულ ბანკს უბიძგებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებისგენ, თუმცა ეს ვალუტის კურსის მცირედით გაუფასურებას შეუწყობს ხელს.


„ეს ის შემთხვევაა, როცა პროგნოზირების დიდი საფუძველი არ გვაქვს, რადგან კოვიდი არაპროგნოზირებადია. თუმცა მოსალოდნელია მარტიდან ინფლაციის შემცირება და სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მონეტარული პოლიტიკა. როგორც კი დაიწყებს ინფლაცია შემცირებას და არასახარბიელო საგარეო ფაქტორები გამოსწორდება, სებ-ი თანდათან დაიწყებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას. ის ფაქტორები, რომლებიც ახლა ლარის კურსზე მოქმედებს როგორ შენარჩუნდება თუნდაც საშუალოვადიან პერიოდში, რთულად სათქმელია, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება ფულადი ნაკადების შემოდინება, ტურიზმის აღდგენა, კოვიდთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე როგორ შეიცვლება ინფლაცია. ახლა მაღალი ინფლაციის ფონზე გვაქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რაც ბოლო პერიოდის მაქსიმუმზეა, ამიტომ ეს სიტუაცია როდემდე გაგრძელდება დამოკიდებული იქნება თუ რამდენ ხანს იქნება ასეთი მაღალი ინფლაცია. თუ ვივარაუდებთ, რომ წლის მეორე ნახევარში ინფლაცია შემცირებისკენ დაიწყებს სვლას, მაშინ მონეტარული პოლიტიკაც დაიწყებს შერბილებას, თუმცა ეს კურსის გაუფასურებაზე ერთგვარი წნეხი იქნება“, - ამბობს დავით კეშელავა.



თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთის 2 პროცენტული პუნქტით შემცირებაა მოსალოდნელი.


„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2022 წელს ჩვენი სცენარით 2 პროცენტული პუნქტით შემცირდება. ვფიქრობ, რომ კლება უფრო მარტიდან დაიწყება. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის რისკს, საომარი მოქმედებების ესკალაციის შემთხვევაში მაინც იქნება შემცირება, თუმცა უფრო ნაკლები.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდას არ ველოდები და ამის რამდენიმე არგუმენტი მაქვს: 1. ძლიერი საგარეო სექტორი და 2. მართალია წლიური ინფლაცია მაღალია, მაგრამ თვეების მაჩვენებლების შემთხვევაში შემცირება ფიქსირდება, მაგალითად ნოემბრის და დეკემბრის ინფლაცია საქართველოში სამიზნეზე დაბალი იყო, ასევე ბევრად უფრო დაბალი იყო ვიდრე თუნდაც ამერიკაში. ეს ნიშნავს, რომ თუ დამატებითი შოკი არ მივიღეთ, თუნდაც ლარის გაუფასურების ან სასაქონლო პროდუქტების, პირველ რიგში ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, მაშინ წლიური ინფლაციაც აუცილებლად შემცირდება“, — ამბობს ოთარ ნადარაია.


ეკონომისტი აკაკი ცომაიაც ფიქრობს, რომ გაზაფხულზე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გარდაუვალია.


„ინფლაციის მაჩვენებელი თანდათან უნდა შემცირდეს, დაიწყოს კლება. გლობალური ბაზრებზეც ქვეყნები იწყებენ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, ასევე ლოგისტიკის ხარჯთან დაკავშირებული პრობლემაც თანდათან სტაბილურდება. მონეტარული პოლიტიკა საქართველოშიც მკაცრია, ამიტომ ამ რთულ ვითარებაში ფასების ზრდის ტემპი უნდა შენელდეს. რეფინანსირების განაკვეთი მაქსიმალურია, მთავრობა კი უფრო მეტად უნდა შეამციროს ბიუჯეტის დეფიციტი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სებ-ი გაზაფხულზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით ცოტა რთული საპროგნოზოა, თუმცა მოლოდინი უფრო შერბილებისკენ არის მიმართული“, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.


მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე აკეთებს აქცენტს GALT&TAGGART თავის მიმოხილვაში. მათი ინფორმაციით, ეროვნული ბანკი იძლევა სიგნალს, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები (როგორიცაა გეოპოლიტიკური და გლობალური ფინანსური პირობების მოსალოდნელზე სწრაფი გამკაცრება) საკმარისად არ შერბილდება, ამის შემდეგ კი მოსალოდნელია შერბილება.


რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით ბოლოს გასული წლის 8 დეკემბერს გაიზარდა, რის შედეგადაც მაშინ 169 700 ადამიანს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 30 მარტს ჩატარდება.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up